რჩევები და ბიუჯეტი

ევროპის ყველაზე ბიუჯეტური ქალაქები ახალი წლის გასატარებლად

ევროპა შობის დროს განსაკუთრებული საფესტივალო განწყობით ივსება. საშობაო ბაზრობების, მაგიური დეკორაციების და ძველი უბნების წყალობით, რამდენიმე ქალაქში დაუვიწყარ საახალწლო ზღაპარს ვიქმნით. ეს ყველაფერი ძვირადღირებული შეიძლება სულაც არ დაგიჯდეთ. ჩვენ გირჩევთ რამდენიმე ბიუჯეტურ ევროპულ ქალაქს, სადაც შობა-ახალ წელს შედარებით იაფად შეხვდებით.

ბუდაპეშტი, უნგრეთი

რთულია არ შეგიყვარდეთ ეს ქალაქი წლის ნებისმიერ დროს. მაგრამ, ზამთარში აქ განსაკუთრებით სადღესასწაულო ატმოსფერო იქმნება. დანუბეს მდინარეზე ჩამწკრივებული რომაული, გოთიკური და თურქული არქიტექტურა რომანტიკულ ქუჩებსა და ხეივნებს უკავშირდება. ბიუჯეტური მოგზაურობის მსურველთათვის, ბუდაპეშტი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე იაფი დედაქალაქია. საზოგადოებრივი ტრანსპორტი იაფია, სამზარეულო ხელმისაწვდომი, ხოლო განთავსება ყველა ბიუჯეტს ერგება. ესტუმრეთ საშობაო ბაზრობას ვოროსმარტის მოედანზე. მას უკვე 20 წლიანი ტრადიცია აქვს. აქ ადგილობრივი საკვები, ღვინო და ხელნაკეთი ნივთები დაგხვდებათ. წმ სტეფანის ბაზილიკის წინ კი უზარმაზარი განათებული ყინულის მოედანი.

პრაღა, ჩეხეთი

ევროპის მორიგი უიაფესი ქალაქი ვიზიტორებს ფერადი ბაროკოს და გოთიკური არქიტექტურით, ქვაფენილიანი ქუჩებით და შთამბეჭდავი ღირსშესანიშნაობებით იზიდავს. მათ შორისაა: პრაღის სასახლე, ჩარლზის ხიდი და საკულტო ასტრონომიული საათი. უმრავლესობის მონახულება უფასოა. ტრანსპორტში მცირედი დაგეხარჯებათ, ლუდი კი წყალზე იაფიც კია. შობაზე ჩეხეთის დედაქალაქი ნამდვილი საზამთრო საოცრებათა ქვეყანაა. აქ რამდენიმე საშობაო ბაზრობა ეწყობა, თუმცა საუკეთესო ძველი ქალაქის მოედანზეა. აარჩიეთ სუვენირები და მიირთვით ტრადიციული ჩეხური საკვები.

ტალინი, ესტონეთი

ეს შუასაუკუნოვანი ქალაქი უკან წარსულში გამოგზაურებთ. ესტონეთის დედაქალაქში საუკეთესოდ შემონახული ძველი უბანია, პასტელური ფერის შენობებით და ქვაფენილიანი ქუჩებით. დეკემბერში ტალინის საშობა ბაზრობა ზღაპრიდან გადმოსულ პეიზაჟს ჰგავს. აღსანიშნავია, რომ ტალინი ევროპის პირველი ქალაქია, სადაც საჯარო ნაძვის ხე დაიდგა. აქ შოუ-პროგრამებიც დაგხვდებათ: პურის ცხობა, ხის ნივთების დამუშავება და აშ.

ზაგრები, ხორვატია

ზაგრების ღირსშესანიშნაობები იაფი ან სულაც უფასოა, ამიტომაც ბიუჯეტური მოგზაურებისთვის ნამდვილად მისწრებაა. ახალი წლის სეზონზე, ხორვატიის დედაქალაქი რამდენიმე საშობაო ბაზრობას გვთავაზობს. აქ გლინტვეინის, საშობაო სანთლების და სხვა ნივთების დახლები ეწყობა. აქვეა ღია სასრიალო მოედანიც. მეტი უნიკალური გამოცდილებისთვის, აღმოაჩინეთ დღესასწაული გრიკის გვირაბში. Gric tunnel არის მიწისქვეშა ლოკაცია ქალაქის ცენტრში, სადაც სადღესასწაულო თემატიკის სკულპტურები და 3D ინსტალაციებია.

სტრასბურგი, საფრანგეთი

სტრასბურგი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და კლასიკური საშობაო მიმართულებაა. მას შობის დედაქალაქსაც კი უწოდებენ. ყოველწლიურად აქ უამრავი ტურისტი ჩამოდის რათა საშობაო დეკორაციებით, თოვლიანი ქუჩებით, ტრადიციული სასმლით და სუვენირების თვალიერებით დატკბეს. პარიზისგან განსხვავებით აქ საშობაო არდადეგებს უფრო ბიუჯეტურად გაატარებთ.

ფრანკფურტი, გერმანია

ფრანკფურტში საშობაო ბაზრობა მე-14 საუკუნიდან ფუნქციონირებს. აქ რეგიონის საუკეთესო პროდუქტები, ხის სათამაშოები, ტკბილეული და საშობაო საჩუქრები იყიდება. დღეს, რომერბერგის მოედანზე მდებარე ტრადიციული ფრანკფურტის საშობაო ბაზრობა ყველაზე დიდი და ყველაზე ლამაზია გერმანიაში. ყოველწლიურად აქ 3 მილიონი ვიზიტორი ჩამოდის. დააგემოვნეთ გლინტვეინი და ტრადიციული პუნში, სოსისი გრილზე, ჯანჯაფილის თაფლაკვერი და ნუში.

შენი მეგზური

ქართული ტურისტული კომპანია და სამოგზაურო ბლოგი. ვაწყობთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს.

მსგავსი ბლოგები

ევროპაევროპა
ევროპა19 ნოე 2022

საუკეთესო საშობაო ბაზრობები ევროპაში

კოპენჰაგენიდან ვენამდე: ევროპის საუკეთესო საშობაო ბაზრობები ზაგრებში, ტალინში, ბრიუგეში, სტრასბურგსა და პრაღაში, ნოემბრიდან იანვრამდე.

ევროპაევროპა
ევროპა19 ნოე 2022

9 ყველაზე სადღესასწაულო მიმართულება ევროპაში შობის აღსანიშნავად

ბრიუგე, ლაპლანდია, ლონდონი, პრაღა, ვენეცია და რეიკიავიკი: 9 სადღესასწაულო მიმართულება ევროპაში, სადაც შობა განსაკუთრებულად აღინიშნება.

ბელგიაბელგია
ბელგია4 ივნ 2024

10 რჩევა ბელგიაში ბიუჯეტური მოგზაურობისთვის

როგორ ვიმოგზაუროთ ბელგიაში იაფად: სეზონის არჩევა, სეირნობა, ლუდი, ფრი და ვაფლი, იაფი მატარებელი, ბრიუსელისა და გენტის ბაზრობები, მუზეუმის ბარათი.

გინდა ამ მიმართულებით წასვლა?დაგიგეგმავთ ტურსმოგვწერე
Habinetჯგუფის კომპანიები