ესპანეთს სათხილამუროდ პირველ რიგში ნამდვილად არ ირჩევენ, მაშინ როცა სამთო კურორტებით ევროპაში ავსტრია, შვეიცარია, იტალია და საფრანგეთი დაიკვეხნიან. მაგრამ, სულ ტყუილად! ამ ქვეყანაში შეგიძლიათ ერთსა და იმავე დღეს იწვეთ სანაპიროზე და მთაშიც სრიალებდეთ. აღსანიშნავია, რომ ბევრი კურორტია მადრიდთან ახლოსაც.
რატომ ვისრიალოთ ესპანეთში?
მართალია ევროპას ალპები აქვს, თუმცა ესპანეთი შვეიცარიისგან და ავსტრიისგან რამდენიმე მოცემულობით გამოირჩევა:
- ესპანეთში სრიალი ევროპის სხვა კურორტებზე უფრო იაფია
- შეგიძლიათ კულტურა და თხილამურები ერთ მოგზაურობაში გააერთიანოთ, რადგანაც სამთო კურორტები ესპანეთის პოპულარულ ქალაქებთან ახლოს მდებარეობენ
- ესპანეთში ბევრი ბიუჯეტური ავიახაზები დაფრინავენ და ამ ქვეყნის მთის კურორტებზე მოხვედრა ბევრად ადვილია სხვა ქვეყნებზე.

ესპოტი/Espot
1 პირენეები
პირენეები ალპების შემდეგ, ევროპაში პირველი სათხილამურო მიმართულებაა. სავსებით შესაძლებელია ბარსელონაში ყოფნის დროს მას რამდენიმეჯერაც კი ეწვიოთ. წინა და უკანა გზაზე 2 საათი დაგჭირდებათ. ჩვენ სამ რეგიონზე ვფოკუსირდებით: არაგონესი, კატალანი და ანდორული პირენეები.

სათხილამურო კურორტები არაგონესის პირენეებში:
ასტუნი/Astún: ამ კურორტს უნიკალური ადგილმდებარეობა და დიდი სათხილამურო არეალი აქვს.
კანდაჩუ/Candanchu: ეს კურორტი 1928 წელს გაიხსნა, ესპანეთში უძველესია და სათხილამურო ბარათებს ასტუნისთან ერთად გთავაზობთ.

ფორმიგალი/Formigal: ეს კურორტი ყველა დონის მოთხილამურეს დააკმაყოფილებს.
პანტიკოსა/Panticosa: ის ფორმიგალის ნაწილად მოიაზრება და ოჯახებისა და მეგობრებისთვის განკუთვნილი კურორტია სპებითა და თოვლის ბაღებით.
კერლერი/Cerler: გასაოცარი მწვერვალებით გარშემორტყმული კერლერი მოთხილამურეების გასაოცარ ხედებს და ტრასებს სთავაზობს. ეს არაგონესის უმაღლესი კურორტია.

სათხილამურო კურორტები კატალანურ პირენეებში:
ბაკირა-ბერეტი/Baqueira-Beret: ამ კურორტს სამი სათხილამურო არეალი აქვს: ბაკირა, ბერეტი და ბონაიგუა – ყველა დონის მოთხილამურისთვის.
ვალტერ 2000/Vallter 2000: ვალტერი მოთხილამურეებს სუნთქვის შემკვრელ ხედებს და უზარმაზარ სათხილამურო არეალს სთავაზობს.

მასელა/Masella: ფიჭვის ხეებში ჩაძირულ მასელაზე ყველაზე გრძელი სეზონია პირენეებში.
ლა მოლინა/La Molina: ეს ესპანეთის ერთ-ერთი უძველესი სათხილამურო კურორტია და 68 სათხილამურო ბილიკია.

ვალ დე ნურია/Vall de Núria: აქ ფუნიკულიორით მოხვდებით. ვალ დე ნურია პატარა კურორტია გასაოცარი ხედებით.
ბოი-ტაული/Boí-Taüll: ბოის ველზე პირენეის ყველაზე მაღალი სათხილამურო არეალია.

ტავასკანი/Tavascan: ეს პატარა კურორტია, თუმცა ბევრ რამეს მოიცავს.
ესპოტი/Espot: თუ გსურთ, რომ ისრიალოთ ისეთ ადგილას, სადაც ბევრი ხალხი არ არის, ამ კურორტს ეწვიეთ.

სათხილამურო კურორტები ანდორულ პირენეებში:
ორდინო არკალის/Ordino Arcalis: აქ ნაკლები ხალხი და ბევრი თოვლი დაგხვდებათ. რაც მთავარია, კურსები ყველა დონის მოთხილამურისთვის.

სოლდო ელ ტარტერი/Soldeu el Tarter: ამ კურორტზე დიდი არჩევანი დაგხვდებათ. დამწყებებს შეგიძლიათ გაკვეთილებზე ჩაწერაც.
არინსალი/Arinsal: ეს ძირითადად დამწყები მოთხილამურეებისთვისაა.

ახლომდებარე აეროპორტები პირენეებთან:
იმ შემთხვევაში, თუ კატალანურ პირენეებში მასელას ან ვალ დე ნურიას სტუმრობთ, პერპინანი ან ჟირონა უახლოესი აეროპორტებია.
ანდორაში სრიალის შემთხვევაში პერპინანი ან კარკასონე აიღეთ გეზად.

2 გრანადა
გრანადა ესპანეთის უმაღლეს მთებს აერთიანებს და შესაძლებელს ხდის დილით სრიალს და შუადღეს კოსტა დელ სოლში მზეზე მიფიცხებას. სამხრეთ ესპანეთში არც ისე დიდი თოვლია, თუმცა სამაგიეროდ, ამინდებია თბილი.
პრადოლანო/Pradollano
- სიმაღლე: 2100 მ.
- უახლოესი ქალაქი: გრანადა
- უახლოესი აეროპორტი: გრანადა 1 საათის სავალ გზაზე, მალაგა ორი საათის გზაზე.
- როგორ მოვხვდეთ: გრანადადან რამდენიმე ავტობუსი გადის, პრადოლანოს ავტობუსების გაჩერებიდან. ორი გზის ფასი 10 ევროა.
- სეზონის ხანგრძლივობა: დეკემბერი-აპრილი
- ტრასების რაოდენობა: მარტივი – 19; საშუალო – 45, რთული – 53; ექსტრემალური – 4.
- ღამე სრიალი: დაშვებულია!

3 ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთი
ეს რეგიონი წვიმებით უფრო ცნობილია, ვიდრე თოვლით. თუმცა, აქ ბევრი მთაა, რაც ზამთარში სრიალის პოტენციალს იძლევა.
სან ისიდრო/San Isidro
- უახლოესი ქალაქი: ოვიედო და ლეონი
- ტრასების რაოდენობა: მარტივი – 6; საშუალო – 8, რთული – 13; ექსტრემალური – 4.

ალტო კამპო, კანტაბრია/Alto Campoo, Cantabria
- უახლოესი ქალაქი: სანტანდერი
- ტრასების რაოდენობა: მარტივი – 4; საშუალო – 10, რთული – 9; ექსტრემალური – 0.
- ფასი მთელი დღისთვის: 34 ევრო, სეზონისთვის: 125 ევრო.

მანზანედა, გალისია/Manzaneda, Galicia
- ტრასების რაოდენობა: მარტივი – 1; საშუალო – 13, რთული – 8; ექსტრემალური – 1.
- ფასები ნახევარი დღისთვის: 21 ევრო, მთელი დღისთვის 26 ევრო.
- აუზი, ღამის კლუბი, კაფე-რესტორნები.

4 მადრიდი
სრიალი შიდა სივრცეში
დიახ! სრიალი ესპანეთის დედაქალაქშიც შესაძლებელია! სასრიალო ცენტრი ქსანადუს შოპინგ ცენტრში მდებარეობს და SnowZone ეწოდება. აქ წლის ნებისმიერ დროს ისრიალებთ. უახლოესი კურორტებია: Navacerrada, Valdesquí, La Pinilla.

5 ტერუელი, არაგონი
ტერუელის იდეალური მდებარეობა, ესპანეთის სამ უდიდეს ქალაქს: მადრიდს, ბარსელონას და ვალენსიას შორის, მას ბრწყინვალე მიმართულებად აქცევს სასრიალოდ.
უახლოესი აეროპორტები: ვალენსია და ზარაგოზა.
ვალდელინარესი/Valdelinares
- უახლოესი ქალაქი: ტერუელი და ვალენსია.
- ტრასების რაოდენობა: მარტივი – 6; საშუალო – 4, რთული – 4; ექსტრემალური – 0.

ჯავალამბრე/Javalambre
- უახლოესი ქალაქი: ტერუელი და ვალენსია.
- ტრასების რაოდენობა: მარტივი – 5; საშუალო – 9, რთული – 1; ექსტრემალური – 0.

6 ლა რიოჰა/La Rioja
ლა რიოჰა ღვინითაა ცნობილი, მაგრამ, ცოტამ თუ იცის, რომ აქ სრიალიც შესაძლებელია.
ვალდეზკარაი/Valdezcaray
- უახლოესი ქალაქი: ლოგრონო
- ტრასების რაოდენობა: მარტივი – 6; საშუალო – 6, რთული – 10; ექსტრემალური – 2.
- ფასი: მთელ დღეზე 25 ევრო











