მოდი ვაღიაროთ: ისეთ პოპულარულ ქალაქში, როგორიც ბარსელონაა, რთულია იპოვნო ადგილი, რომელიც სხვებს ჯერ გაგონილი არ აქვთ. საბედნიეროდ აქ ასეთი ადგილები ნამდვილად არსებობს!

  • El Paradiso

ეს ფარული ბარი პასტრამის ბარის უკან მდებარეობს, ელ ბორნის გულში. საკმარისია სალაროსთან მდგარ ადამიანს თვალით ანიშნოთ, ის შეგიშვებთ მის უკან, როცა ამის სწორი დრო იქნება.

მისამართი: Carrer de Rera Palau, 4

  • Carmel Bunkers

თუ გსურთ ქალაქის საუკეთესო ხედებით დატკბეთ, ამ ადგილს უნდა მიაკითხოთ. მთაზე მდებარე, ომის პერიოდში ბუნკერის ფუნქციით არსებული ადგილი, დღეს პოპულარული სოციალური სივრცეა მათთვის, ვისაც ქალაქის დატვირთული ცენტრისგან მოწყვეტა და უმშვენიერესი პანორამული ხედით ტკბობა უნდა.

მისამართი: Carrer de Marià Lavèrnia

  • Antic Theatre

ანტიკური თეატრი ბარსელონას ურბანული ოაზისია. თეატრი წარმოადგენს ღია ცის ქვეშ არსებულ უზარმაზარ ტერასას, რომელიც ძველი შენობებითაა გარშემორტყმული. ფასები დაბალია და აქ ძირითადად ახალგაზრდები იკრიბებიან.

  • Centre Cívic Can Deu

ეს ცენტრი მოდერნისტულ შენობაში მდებარეობს, ლე კორტის უბანში და მას ტურისტები იშვიათად სტუმრობენ. მასში მდებარე კაფეტერიის შესახებ კი ადგილობრივებსაც კი არ სმენიათ. კაფეს დიდი ტერასა და დახვეწილი ინტერიერი აქვს. მენიუ საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასებშია წარმოდგენილი.

მისამართი: Plaça de la Concòrdia, 13

  • Grec Gardens Amphi-Theatre

მონტჯუიჩის მთაზე მდებარე ეს ამფითეატრი 1920 წელს ააგეს, ბარსელონას საერთაშორისო გამოფენისთვის. დღეს თეატრი ყოველი წლის ივლისში წარმოგვიდგენს ფესტივალს, წლის დანარჩენ დროს კი ბაღი საჯაროდაა ღია და საუკეთესო ადგილია პიკნიკის მოსაწყობად და წიგნის წასაკითხად.

მისამართი: Passeig de Santa Madrona

  • El Jardí Bar

ეს პატარა ღია კაფე-რესტორანი კიდევ ერთი უცნობი ადგილია. უძველესი უნივერსიტეტის შენობაში მდებარე ბარი ფორთოხლის ხეებითაა გარშემორტყმული და პატარა, მშვიდ ოაზისს წარმოადგენს.

მისამართი: Carrer de l’Hospital, 56

  • The Horta Labyrinth

ოდესმე გდომებიათ, რეალურ ლაბირინთში დაკარგულიყავით, ისეთში, როგორიც ზღაპრებშია? მარკიზმა ჯოან დარდენამ მე-18 საუკუნეში უზარმაზარი ლაბირინთის მშენებლობა დაუკვეთა და ის დღესაც ბარსელონას ფარული მშვენებაა. დღიურად ბაღში მხოლოდ 750-მდე ვიზიტორია დაშვებული, შესვლის საფასური 2 ევროა.

მისამართი: Passeig dels Castanyers, 1

  • Bistrot Valkiria

ვალკირიას სივრცეში არსებული ბისტრო თანამედროვე კაფეტერიაა, რომელიც ჯანსაღ კერძებს და სასმელებს სასიამოვნო გარემოში გთავაზობთ.

  • Jardins de Mossèn Costa i Llobera

ეს ბაღი ყველაზე უჩვეულო სახეობების მცენარეებს წარმოგვიდგენს. ამ ნაკლებად ცნობილ სივრცეში, რომელიც 1970 წელს დაარსდა, კაქტუსის და ტროპიკული მცენარეების ბევრ ჯიშს უვლიან.

მისამართი: Ctra. de Miramar, 50-58

  • Zona de Banys del Fòrum

ეს ქალაქის ღია საცურაო აუზია, რომელიც ზღვის უპირატესობებს და აუზის უსაფრთხოებას აერთიანებს. თუ ცურვა გიყვართ, მაგრამ ზღვა გაშინებთ, ამ ადგილს ესტუმრეთ.

მისამართი: Parc del Fòrum

 

ყველაზე ლამაზი სანაპიროები ბარსელონაში