ევროპაში 5000-მდე უმაღლესი სასწავლებელია, სადაც 17 მილიონზე მეტი სტუდენტი სწავლობს. ბევრი მათგანი გამოირჩევა დიდი ისტორიით, მდიდარუ კულტურით და პრესტიჟით. დროთა განმავლობაში, ევროპის ცნობილი უნივერსიტეტები ტურისტული ღირსშესანიშნაობებიც გახდნენ. ჩვენ ბოლო კვლევების მიხედვით, საუკეთესოებს წარმოგიდგენთ:

კემბრიჯის უნივერსიტეტი

კემბრიჯი 1209 წელს დაარსდა და ის მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტია. აქ სწავლობდნენ ისააკ ნიუტონი, ალან ტურინგი და სილვია პლატი. კამპუსის გარშემო ვიწრო ქუჩები, კაფეები და მწვანე სივრცეებია. აღსანიშნავია ვრენის ბიბლიოთეკის არქიტექტურა.

ბოლონიის უნივერსიტეტი

ბოლონიის უნივერსიტეტი არამხოლოდ უძველესი დღემდე მოქმედი უნივერსიტეტია ევროპაში, ის ერთ-ერთი გამორჩეულიცაა. აქ სწავლება 1088 წელს დაიწყო. ბოლონია ტყიან მთებშია მოქცეული, ემილია რომანიას რეგიონში და მშვენიერი არჩევანია თუ უხალხო ტოსკანური ატმოსფერო გსურთ.

როსტოკის უნივერსიტეტი, გერმანია

როსტოკი არც ისე ცნობილი გერმანული ქალაქია, რომელიც ბალტიის ზღვის სანაპიროებზე მდებარეობს. მისი უნივერსიტეტი ერთ-ერთი ულამაზესია მსოფლიოში. ცენტრალური შენობის ნახვის შემდეგ, რთულია დაივიწყოთ ის. ჰამბურგიდან რამდენიმე საათის მანძილზე მდებარე როსტოკი მე-15 საუკუნის ასტრონომიულ საათსაც ინახავს. მოსანახულებელია უნივერსიტეტის ბოტანიკური ბაღი, ბიბლიოთეკა და ტექნოლოგიების ცენტრი.

უფსალას უნივერსიტეტი, შვედეთი

ქალაქი უფსალა ტბა ეკოლნის ნაპირებზე მდებარეობს, სტოკჰოლმსა და გრისლეჰამნს შორის. ის მე-15 საუკუნით თარიღდება და ქვეყნის უძველეს სასწავლებელს წარმოადგენს. უნივერსიტეტს აქვს გუსტავიანუმის მუზეუმი, რომელიც 1625 წელს გაიხსნა. მის ბიბლიოთეკაში კი 5 მილიონზე მეტი წიგნი ინახება, მათ შორის მე-6 საუკუნის ბიბლია და მოცარტის მუსიკალური ჩანაწერები. მის პარკში სტუდენტებიც და ვიზიტორებიც სიამოვნებით ატარებენ დროს.

ვენის უნივერსიტეტი, ავსტრია

ავსტრიის დედაქალაქი მუსიკის, ხელოვნების და ყავის მეტროპოლისია. ვენა ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული დედაქალაქია თავისი რომანტიკით. მისი მე-14 საუკუნის უნივერსიტეტი ნამდვილად მოხიბლულს დაგტოვებთ. მთავარი შენობა იტალიურ რენესანსის სტილშია აგებული ეზოთი და საცერემონიო დარბაზით. ვენის უნივერსიტეტი თანამედროვე და ისტორიულ მემკვიდრეობას აერთიანებს.

კოლეჯი ტრინიტი, ირლანდია

1592 წლით დათარიღებული ტრინიტი დედოფალ ელისაბედ პირველის სახელს უკავშირდება. დუბლინის გულში მდებარე ტრინიტი 12-მდე შენობას აერთიანებს. მისი ძველი ბიბლიოთეკა თავისი განუმეორებელი ინტერიერით, ნამდვილ შედევრს წარმოადგენს.

ზადარის უნივერსიტეტი, ხორვატია

ხორვატია ცნობილია მისი სანაპიროებით, საუცხოოდ შემონახული რომაული ნანგრევებით და სასიამოვნო კლიმატით. მაგრამ აქ ბევრი ლამაზი მიმართულებაა, მაგალითად ვისი – კუნძული სანაპირო დასვენებისთვის. ქალაქი ზადარი კი ერთ-ერთი აუცილებლად მოსანახულებელი ადგილია ხორვატიაში და არა მხოლოდ მისი საოცარი უნივერსიტეტის გამო. ის მე-14 საუკუნით თარიღდება და ადრიატიკის სანაპირო ზოლს გადმოჰყურებს.

ოქსფორდი, ინგლისი

ოქსფორდი 1096 წელს დაარსდა და ინგლისუერნოვან სამყაროში უძველეს უნივერსიტეტს წარმოადგენს. შენობები უნივერსიტეტის 36 კოლეჯს იტევენ. ბოდლეინის ბიბლიოთეკა ინგლისური გოთიკური არქიტექტურის ნიმუშია. აღსანიშნავია შენდონიანის თეატრიც – მორიგი შედევრი და საბანკეტო დარბაზი. ოქსფორდი კემბრიჯზე კიდევ უფრო დიდია.

სალამანკას უნივერსიტეტი, ესპანეთი

სალამანკა ესპანეთის უძველესი უნივერსიტეტია. ის მეფე ალფონსო მეცხრემ 1218 წელს დაარსდა. სალამანკა ანტიკურ ესთეტიკურ ატმოსფეროს ქმნის და მას იუნესკოს მიერ აღიარებული ცენტრი აქვს. უნივერსიტეტის ცენტრალური ადმინისტრაციული ცენტრი მე-16 საუკუნით თარიღდება.

კოიმბრას უნივერსიტეტი, პორტუგალია

კოიმბრა პორტუგალიის დედაქალაქი იყო მე-13 საუკუნის შუამდე. მისი უნივერსიტეტი ყოფილი სამეფო სასახლის ადგილას დაარსდა და პორტუგალიის უძველეს სასწავლებელს წარმოადგენს. კოიმბრას უნივერსიტეტი მთიდან მთელ ქალაქს გადმოჰყურებს. მისი ბიბლიოთეკა ჯოანინა აუცილებლად მოსანახულებელია.