იუნესკოს დაცული ქალაქი სალამანკა ღია ცის ქვეშ მუზეუმია ისტორიული მონუმენტებით. ტურისტები აქ ჩამოსვლისას უკან წარსულში ინაცვლებენ. ეს საუნივერსიტეტო ქალაქი ცნობილია შუა საუკუნეებიდან, როცა აქ სტუდენტები მთელი ევროპიდან ჩამოდიოდნენ და ქალაქს ახალგაზრდულ ენერგიას მატებდნენ. საუკეთესო გზა, რომ აქაურობა გამოიკვლიოთ, ძველი ქვაფენილიანი გზების გაყოლაა. ამ გზებზე დადიოდნენ ესპანეთის უდიდესი ფილოსოფოსები, მეცნიერები, მწერლები და არტისტები. ქალაქს განსაკუთრებული, მაგიური ატმოსფერო აქვს.

1. პლაზა მაიორი (Plaza Mayor)

სალამანკას გულში მდებარე ეს მოედანი ესპანეთში ერთ-ერთი უდიდესია. აქ რამდენიმე მონუმენტური შენობა მდებარეობს. ამ ადგილას ხშირად ტარდებოდა განსაკუთრებული ცერემონიები. თაღების ქვეშ კაფე-რესტორნებია ჩამწკრივებული, რაც აქ საღამოების გატარებას ძალიან სასიამოვნოს ხდის.

2. ახალი კათედრალი (Catedral Nueva)

ეს მონუმენტური შენობა 1513 წლით თარიდღება, თუმცა “ახალს” უწოდებენ იმიტომ, რომ ქალაქის პირველი კათედრალი მანამდე, მე-12 საუკუნეში აშენდა. ორივე მათგანი ერთმანეთის გვერდიგვერდ დგას. ახალ კათედრალს ორი საუკუნის მანძილზე აშენებდნენ და ის მოიცავს გოთიკის და ბაროკოს სტილის კომბინაციას. 110 მ. სიმაღლის კოშკს ულამაზესი გუმბათი აქვს.

მისამართი: Plaza Juan XXIII

3. ნიჟარების სახლი (Casa de las Conchas)

მე-15 საუკუნეში აგებული ეს რენესანსის სასახლე სამეფო რეზიდენცია იყო. მისი განსაკუთრებული მახასიათებელია ფასადი მორთული ნიჟარებით. ეს ერთგვარი სიმბოლოა შუასაუკუნეებში მოგზაური პილიგრიმების, რომლებიც აქ მოდიოდნენ. დღეს შენობაში საჯარო ბიბლიოთეკა და საინფორმაციო ოფისია.

მისამართი: 2 Calle Compañía

4. ძველი კათედრალი (Catedral Vieja de Santa María de la Sede)

სალამანკას უძველესი ქრისტიანული მონუმენტი 1200 წლამდეა აგებული. ეს გასაოცარი ეკლესია იმ პერიოდის ესპანეთის დიდებული ნიმუშია. ის ისეთივე დიდი არაა, როგორც ახალი კათედრალი, მაგრამ უნიკალური სილამაზით გამოირჩევა.

მისამართი: Plaza Juan XXIII

5. არტ ნუვოს და არტ დეკოს მუზეუმი (Casa Lis)

დეკორატიული ხელოვნების ეს განსაკუთრებული მუზეუმი მეოცე საუკუნეში აშენდა, თუმცა მისი ფასადი მოდერნისტული არქიტექტურის ელემენტებს მოიცავს. აქ ნახავთ სამკაულს, დეკორატიულ შუშას, ავეჯს, ანტიკვარულ სათამაშოებს და ფაბერჟეს კვერცხებსაც კი. მუზეუმი ღიაა სამშაბათიდან კვირამდე. აქვე მდებარეობს საჩუქრების მაღაზია და კაფე.

მისამართი: 14 Calle Gibraltar

6. ძველი ქალაქი (Casco Historico)

სალამანკას ისტორიულ ქალაქში ბევრი ღირსშესანიშნაობაა, მათ შორის უნივერსიტეტის შენობები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია – რომაული ხიდი, რადგანაც ქალაქის იდენტობას გამოხატავს. იხილეთ ასევე სალინას სასახლე და მელიბეას მშვიდი ბაღი.

7. სალამანკას უნივერსიტეტის ისტორიული შენობა

ქალაქის ისტორიულ ცენტრში მსოფლიოში ცნობილი სალამანკას უნივერსიტეტია, დაარსებული 1218 წელს. ის პირველი უნივერსიტეტი იყო ესპანეთში და  შუა საუკუნეებში ევროპის უმნიშვნელოვანესი სასწავლო ცენტრი გახდა. აქ სწავლობდა ესპანელი მწერალი, მიგელ დე სერვანტესი, “დონ კიხოტის” ავტორი.

მისამართი: Patio de Escuelas

8. დუენას მონასტერი (Convento de las Dueñas)

მავრიტანულ-ქრისტიანული არქიტექტურის საინტერესო ნიმუშია ეს მე-15 საუკუნის მონასტერი უნიკალური დეკორითა და ორნამენტებით. ვიზიტორებისთვის ღიაა ორშაბათიდან შაბათამდე. შესვლა ფასიანია.

მისამართი: Plaza del Concilio de Trento

9. ავტომობილების მუზეუმი (Museo de Historia de la Automoción)

ვინტაჟური მანქანების ენთუზიასტებს ეს საავტომობილო ისტორიის მუზეუმი ძალიან ასიამოვნებთ. აქ გამოფენილი 150 მანქანა პრესტიჟულ ევროპულ მოდელებს წარმოადგენენს: როლს როისს, იაგუარს და მერსედეს ბენცს. აქ ასევე სპორტული მანქანებიცაა ფორმულა ერთიდან.

მისამართი: Plaza del Mercado Viejo

10. 1 დღიანი ტური ზამორაზე

ძველებური შარმით და ისტორიული ქალაქით, ზამორა სალამანკაში ყოფნისას მშვენიერი მოსანახულებელი ადგილია. დაათვალიერეთ მისი განსაკუთრებული მონასტრები და ძველი ქალაქი.