ჰამბურგი გერმანიის ყველაზე დიდი ქალაქია ბერლინის შემდეგ. ის მდინარე ელბას სანაპიროებზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი დამაკავშირებელია ზღვასთან და კუნძულებთან. ქალაქი ცნობილია ნავსადგურით, ჰამბურგის პორტით. გარდა იმისა, რომ ჰამბურგი უზარმაზარი სატრანსპორტო ჰაბია, ის ევროპის ერთ-ერთი მთავარი კულტურული და კომერციული ცენტრია, ასევე ცნობილი სამოგზაურო მიმართულება. ძველი ჰამბურგის ნაწილი ქალაქის წარსულს გამოხატავს. აუცილებლად გაისეირნეთ ისტორიულ ქუჩაზე – Deichstrasse-ზე.
ტურის შემთხვევაში მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ:
✆ 514 807 807 – თეონა ✆ 514 866 866 – ნანუკა ✆ 514 861 861 – ნინო ✆ 514 895 895 – სოფი
გაისეირნეთ საფეხმავლო ბილიკზე ჰამბურგის პორტისკენ
ჰამბურგის პორტს “გერმანიის კარიბჭეს” უწოდებენ. აქ ბევრ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას აღმოაჩენთ. ზაფხულის საღამოებზე ნახავთ უამრავ ადამიანს, რომლებიც აქ რელაქსაციას იღებენ. საფეხმავლო ბილიკი გამოგატარებთ მე-19 საუკუნის ქარხნების ქუჩას – Speicherstad, აგურის შენობებით, სადაც ერთ დროს თამბაქო, ყავა, ჩირი და სუნელები იყიდებოდა. ეს მსოფლიოს ერთ-ერთი უდისესი ქარხნული ქუჩაა და 2015 წელს იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსიც მიენიჭა. ამ გზაზე სეირნობისას ნახავთ 4 კილომეტრიან ხიდსაც – Köhlbrandbrücke. შეგიძლიათ პორტი ნავითაც დაათვალიეროთ.
მოინახულეთ მინიატურული საოცრებათა ქვეყანა
Miniatur Wunderland – ერთ-ერთი საინტერესო სანახაობაა ჰამბურგის ისტორიულ ნაწილში. აქ დრო ისე გავა, ვერც კი გაიაზრებთ. იხილავთ სკანდინავიის, ამერიკის და გერმანიის მინიატურულ მოდელებს უნიკალური ადამიანების ფიგურებით. შეგიძლიათ ბილეთი ონლაინ შეიძინოთ და რიგებს აცდეთ.
მისამართი: Kehrwieder 2-4
დაესწარით კონცერტს ფილარმონიაში
Elbphilharmonie – ჰამბურგის ფილარმონიის დარბაზი მთელს ევროპაში გამორჩეულია მისი თანამედროვე დიზაინით და გასაოცარი აკუსტიკით. შეგიძლიათ გადმოიხედოთ საჯარო პლატფორმიდანაც, რომელიც გთავაზობთ ხედებს ნავსადგურზე და ქალაქზე. კლასიკის მოყვარულები აუცილებლად დაესწარით რომელიმე წარმოდგენას.
მისამართი: Platz der Deutschen Einheit 1
დატკბით ხელოვნებით
Hamburger Kunsthalle – ითარგმნება როგორც ჰამბურგის სახელოვნებო დარბაზი და ის გერმანიის ერთ-ერთი ტოპ ხელოვნების გალერეაა. აქ ნახავთ მე-14, მე-16 და მე-17 საუკუნის შემოქმედებას.
მისამართი: Glockengießerwall 1
ეწვიეთ მერიის შენობას
Hamburger Rathaus – ჰამბურგის გამორჩეული ძეგლია. ქალაქის მერია ნეო-რენესანსის შედევრია, რომელიც 650-მდე ოთახს მოიცავს. გიდის ტურები აქ ხელმისაწვდომია. რატჰაუსიდან გადაინაცვლეთ ჰამბურგის უდიდესი სავაჭრო და ბიზნეს გამზირზე: Mönckebergstraße -ზე. აქ ნახავთ წმ. პეტრეს კათედრალს და 130 მეტრიან საათის კოშკსაც.
მისამართი: Rathausmarkt 1
მოინახულეთ წმ. მაიკლის ტაძარი
St. Michael’s Church – ჰამბურგის ყველაზე ცნობილი ეკლესიაა. რომელიც მე-18 საუკუნეში ბაროკოს სტილშია აგებული. მის კოშკზე ასვლა კიბეებით ან ლიფტით შეგიძლიათ. გადმოსახედი პლატფორმა გთავაზობთ პანორამულ ხედებს ქალაქზე და პორტზე.
მისამართი: Englische Planke 1
დაათვალიერეთ გემები საერთაშორისო საზღვაო მუზეუმში
IMMH – ბრწყინვალე ადგილია იმისათვის, რომ ჰამბურგის მდიდარი საზღვაო ისტორია გამოიკვლიოთ. მუზეუმი 3000 წელზე მეტხნიან ისტორიას წარმოგვიდგენს – ადამიანების კავშირს წყალთან.
მისამართი: Koreastraße 1
დაისვენეთ ალშტერის ტბებზე
Alster Lakes – ხელოვნური ტბებია, რომლებიც მდინარეებს, ალშტერს და ელბას უკავშირდებიან. მოიწყვეთ პიკნიკი, ისეირნეთ წყლის გასწვრივ და დასხედით ელეგანტურ კაფეებში. ტბები პოპულარულია სანაოსნოდ და კაიაკისთვის. აქ ბევრი ლამაზი პარკი და ბაღია.
იხილეთ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სასაფლაო
Ohlsdorf Cemetery – ეს არამხოლოდ მსოფლიოში უდიდესი, არამედ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სასაფლაოა. აქ დაახლოებით 1.5 მილიონი საფლავია განთავსებული. მისი მონუმენტების, მუზეუმის და მემორიალების გამო აქ ბევრი ვიზიტორი მოდის. გაისეირნებთ ბაღებში.
მისამართი: Fuhlsbüttler Straße 756
გაისეირნეთ ულამაზეს პარკებში
Planten un Blomen და Wallringpark – ჰამბურგის სამოთხის მსგავსი ულამაზესი რეკრეაციული ზონებია. აქ მოიწყობთ სასიამოვნო რელაქსაციას, ისიამოვნებთ პიკნიკით ან ეწვევით საღამოს ლაივ კონცერტებისთვის.
დაათვალიერეთ ვინტაჟური და ინოვაციური მანქანები
Museum am Rothenbaum & PROTOTYP Museum – პირველი ევროპის გამორჩეული მუზეუმია რელიგიური ნივთებით და კამერების გამოფენებით. ხოლო მეორე მანქანების პროტოტიპებს წატმოგვიდგენს. მუზეუმს აქვს კაფეც.
მისამართი: Rothenbaumchausee 64
იხილეთ ძველი გემები მუზეუმ-ნავსადგურში
Museumshafen Oevelgonne – 20 ისტორიულ გემს წარმოგვიდგენს, რომლებიც საუცხოოდ არიან აღდგენილნი. ზოგიერთი მათგანის ინტერიერის მონახულებაც შეგიძლიათ.
მისამართი: Baron-Voght-Straße 50
ესტუმრეთ ზოოპარკს
Tierpark Hagenbeck – ქალაქში მდებარე ზოოპარკია, რომელიც წარმოგვიდგენს ეგზოტიკურ ცხოველებს. აქ ნახავთ პლანეტარიუმსაც და უზარმაზარ აკვარიუმსაც. სახალისო გამოცდილება იქნება შოკოლადის მუზეუმიც, სადაც საკუთარ შოკოლადს გააკეთებთ.
მისამართი: Lokstedter Grenzstraße 2