რა ვნახოთ

6 საუკეთესო ადგილი ევროპაში სკუბა დაივინგისთვის

შესაძლოა ევროპა არაა ის ადგილი, რომელიც სკუბა დაივინგისთვის პირველი გვაფიქრდება, მაგრამ ეს კონტინენტი სიურპრიზებითაა აღსავსე. კუნძულებზე მთელი წლის მანძილზე თბილისი წყალია, ზღვები კი ჩაძირულ გემებს და კლდოვან რიფებს გვთავაზობენ გამოსაკვლევად.

1. აზორეს კუნძულები, პორტუგალია

აზორე ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ტროპიკულ პირობებს წარმოგვიდგენს. 9 კუნძულის ჯაჭვი აერთიანებს 26 აქტიურ ვულკანს, მათ შორის 8 წყლის ქვეშ მდებარეობს. დაივინგის დროს საშუალება გაქვთ უნიკალურ რელიეფს დააკვირდეთ: მათ შორის კანიონებს. წყალქვეშა სამყარო სეზონების მიხედვით იცვლება. ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით დაივინგისთვის ყველაზე შესაფერისი პერიოდია.

2. ტინგველირის ეროვნული პარკი, ისლანდია (THINGVELLIR NATIONAL PARK)

ესაა ადგილი, სადაც დაივერებს ტექტონიკურ ქანებთან ექნებათ შეხება. იხილავთ ასევე შთამაგონებელ ქვის ფორმაციებს. ულამაზეს ტინგველირის ტბაში ბევრი თევზის სახეობა ბინადრობს. ეს ეროვნული პარკი რეიკიავიკიდან 1 საათის გზაზე მდებარეობს და ისლანდიის ტურისტულ მარშრუტშია შეყვანილი.

3. უმ ელ ფარუდი, მალტა

მალტა ევროპის ერთ-ერთი ცნობილი დაივინგ მიმართულებაა. მას სტრატეგიული პოზიცია უჭირავს ხმელთაშუა ზღვაში და ისტორიული იტალიის, ტუნისისა და ლიბიის გარემოცვაში იკავებს ადგილს. ამ კონკრეტულ ლოკაციაზე საინტერესოა წყალში ჩაძირული გემი, რომელიც უზარმაზარი და საკმაოდ კომპლექსურია. გირჩევთ მალტას მიაშუროთ ზაფხულში. საუკეთესო ხილვადობა და წყლის ტემპერატურა აქ ივლისიდან სექტემბრის ჩათლითაა. გიდის ხელმძღვანელობით დაივინგის სერვისი აქ დაახლოებით 80-90 ევრო ღირს.

4. პორტოფინო, იტალია

პორტოფინოში მდებარე “Christ of the Abyss” – ევროპის ერთ-ერთი საკულტო წყალქვეშა ლოკაციაა დაივინგისთვის. 2.5 მ სიმაღლის ქრისტეს ბრინჯაოს ქანდაკებანამდვილად შთამბეჭდავი სანახაობაა. აქ პორტოფინოდან ნავით 15 წუთში მოხვდებით. საუკეთესო პირობები დაივინგისთვის მაისიდან ოქტომბრამდეა.

5. სალტშტრაუმენი (SALTSTRAUMEN), ნორვეგია

ეს ნორვეგიის გამორჩეული ადგილი ბევრ ევროპელ დაივერს იზიდავს. წყალქვეშ იხილავთ ქვის გამორჩეულ ფორმაციებს, ბუნებრივ კედლებს და ულამაზეს თევზებს. სალტშტრაუმენი გასაოცარ ეკოსისტემას სთავაზობს დაივერებს. თუ ვეშაპების ნახვა გსურთ, ოქტომბრის ბოლოდან მარტამდე ეწვიეთ, ივნისი-სექტემბერი უფრო სითბოთი და მეტი ხილვადობით გამოირჩევა. ის ახლოსაა ქაალქ ბოდოსთან, რომელიც ოსლოს და კოპენჰაგენს ფრენებითაც უკავშირდება.

6. კოსტა ბრავა, ესპანეთი

ბარსელონადან ავტობუსით რამდენიმე საათის გზაზე მდებარე კოსტა ბრავა ესპანური დასვენების ცნობილი მიმართულებაა. აქ თითოეული წყლისპირა ქალაქი თავის ხასიათს ავლენს, გვთავაზობს ავთენტურ სამზარეულოს და კრისტალივით სუფთა წყალს. კოსტა ბრავა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ბიუჯეტური დაივინგ მიმართულებაა. საუკეთესო დროა მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით.

შენი მეგზური

ქართული ტურისტული კომპანია და სამოგზაურო ბლოგი. ვაწყობთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს.

მსგავსი ბლოგები

ევროპაევროპა
ევროპა17 სექ 2026

6 ნაკლებად ცნობილი ხმელთაშუაზღვის მიმართულება სანტორინის და ამალფის სანაპიროს ნაცვლად

პორტო-ერკოლე, კორჩულა, პაროსი, სენ-ჟან-კაპ-ფერა, მენორკა და მალტა: ხმელთაშუა ზღვის 6 ალტერნატივა სანტორინისა და ამალფის ნაცვლად.

ესპანეთიესპანეთი
ესპანეთი18 აგვ 2026

ბალეარის კუნძულები ესპანეთში: სამოგზაურო გზამკვლევი

მალორკა, იბიცა, ფორმენტერა და მენორკა: ბალეარის კუნძულების გზამკვლევი, საუკეთესო სეზონი, ბორნები და რამდენი დღე დაგჭირდებათ.

ესპანეთიესპანეთი
ესპანეთი16 აგვ 2026

ალიკანტე, ესპანეთი: სამოგზაურო გზამკვლევი

სანტა ბარბარას ციხე, ესპანეთის ესპლანადა, პოსტიგეტის სანაპირო და რომაული ნანგრევები: რა ვნახოთ ალიკანტეში და როდის ჯობს წასვლა.

გინდა ამ მიმართულებით წასვლა?დაგიგეგმავთ ტურსმოგვწერე
Habinetჯგუფის კომპანიები