ტუნისის დედაქალაქის, ტუნისის ცენტრი მედინაა – ძველი ქალაქი. ამ აფრიკულ ქვეყანაში და მის დედაქალაქში ბევრი ღირსშესანიშნაობა იყრის თავს. შესაძლოა მას იცნობენ როგორც ზაფხულის, კაშკაშა მზის და ზღვის მიმართულებას, მაგრამ სანაპიროების მიღმაც ბევრი რამაა აღმოსაჩენი. ტუნისის მცირე ზომის გამო, მარტივია გამოიკვლიოთ კულტურის, ისტორიის და ლანდშაფტების მიქსი თუნდაც მცირეხნიანი მოგზაურობის დროს.

1. კართაგენის ნანგრევები

ტუნისის სანაპირო ზოლზე უძველესი კართაგენის ნანგრევები (Ruins of Carthage) მდებარეობს. აქედან ხმელთაშუა ზღვაზე პანორამულ ხედებს იხილავთ. პუნიკური ომების დროს განადგურებული ქალაქი დღეს მხოლოდ ნანგრევებითაა წარმოდგენილი და ის ჩრდილოეთ აფრიკის ანტიკური ლოკაციაა.

2. ბარდოს ეროვნული მუზეუმი

მსოფლიოს სამი ყველაზე ღირებული მოზაიკური ხელოვნების კოლექციებიდან ერთ-ერთი ტუნისის ამ მუზეუმშია (The National Bardo Museum) წარმოდგენილი, დანარჩენი ორი თურქეთში. აქ დაგხვდებათ საუცხოოდ შემონახული მოზაიკის იატაკი რომაული პერიოდიდან.

მისამართი: Rue Mongi Slim

3. ერთდღიანი ტური ქალაქში: Sidi Bou Said

ეს ულამაზესი მეზობელი ზღვისპირა დასახლება პოპულარობას სამ მხატვარს უმადლის: პოლ კლეს, ავგუსტ მაკეს და ლუი მოიეს. მათ აღბეჭდეს ამ შენობების სილამაზე ლურჯი კარებებით თავიანთ ნახატებში. აქ თავად ტუნისელებსაც ძალიან უყვართ დროის გატარება.

4. დაიკარგეთ მედინაში

მედინა ანუ ძველი ქალაქი, ტუნისის ისტორიული უბანია. მთავარი შესასვლელი კარიბჭე (ab el Bahr) წარმოადგენს ძველი და ახალი ქალაქის სიმბოლურ დაკავშირებას. აქ გასაოცარი ოტომანური არქიტექტურა მოგხიბლავთ.

5. გადმოხედეთ ქალაქს მეჩეთის “Olive Tree Mosque” სახურავიდან

მედინას უბანში ქვეყნის უმნიშვნელოვანესი მეჩეთი მდებარეობს. მართალია დარბაზში მხოლოდ მუსლიმებისთვისაა დაშვებული შესვლა, თუმცა ვიზიტორებს თავისუფლად შეუძლიათ ექსტერიერის დათვალიერების შემდეგ, ტერასაზეც ავიდნენ.

6. გაისეირნეთ ახალი ქალაქის ქუჩებში

Ville Nouvelle – ფრანგული კოლონიური ეპოქის დროს განვითარდა. მისი მთავარი გასაოცარი ფართო გამზირი სავსეა პალმებით და ევკალიპტის ხეებით. წმ. ვინსენტ დე პოლის კათედრალი საუკეთესოდ გადარჩენილი შენობაა იმ პერიოდიდან. აქ ტუნისის თანამედროვეობის სიმბოლიზაცია ხდება.

7. ტუნისის პორტი

La Goulette – დედაქალაქის პორტია, რომელიც მუდამ სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელი იყო. შეგიძლიათ გაისეირნოთ მის ბულვარში და გრძელ ქვიშიან სანაპიროზე, რომელიც საუკეთესო ადგილია დღის ბოლოს რელაქსაციის მისაღებად.

8. სიდი მაჰრეზის მეჩეთი

ოტომანური სტილის მეჩეთი (Mosque of Sidi Mahrez) ქალაქის მთავარი წმინდანის სახელს ატარებს. ეს მეჩეთიც მხოლოდ მუსლიმებისთვისაა ღია, თუმცა მისი ფასადის მონახულება ნამდვილად ღირს.

მისამართი: Rue Sidi Mahrez, Medina

9. ბელვედერის პარკი და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი

Belvedere Park – ქალაქის მთავარი მწვანე სივრცეა, სადაც ხმაურიანი ქუჩებისგან დასვენებას შეძლებთ. აქ პალმის, ზეთისხილის, ფიჭვის ხეებია და ქალაქზე ფანტასტიკური ხედი იშლება. პარკში მდებარეობს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, სადაც ტუნისელი არტისტების კოლექციებია განთავსებული. ბელვედერის პარკში არის ქალაქის ზოოპარკიც.

10. ქუჩები: Rue Sidi Brahim და Rue du Pacha

ეს ორი ქუჩა და მათ გარშემო არსებული ხეივნები ულამაზეს არქიტექტურულ ნიმუშებს წარმოგვიდგენს და საუკეთესოდ შეგაგრძნობინებთ ტუნისის თანამედროვე ატმოსფეროს.