გასაოცარი ხელოვნება, გემრიელი სამზარეულო და ცოცხალი ღამის ცხოვრება – თუ ნორვეგიის კრეატიულ დედაქალაქში ვიზიტი გადაწყვიტეთ, ჩვენ ოსლოში საუკეთესო უიქენდს დაგიგეგმავთ.
დღე 1
დილა
ნორვეგიელებისთვის მოხარშული ყავა ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომაც ოსლოში დილა სწორედ ამით უნდა დაიწყოთ. მიირთვით მოკა ან ესპრესო ქალაქის დასავლეთ ნაწილში. არ დაგავიწყდეთ კრუასანები! დაიწყეთ ბიგდოის/Bygdøy-ს ნახევარკუნძულით. ყავის შემდეგ, გაყევით ავტობუსს. აქ იხილავთ Fram Museum-ს, რომელიც პოლარულ აღმოჩენებს ეძღვნება.
შემდეგ, 15 წუთის გზაზე, ვიკინგების გემების მუზეუმი მდებარეობს, სადაც ვიკინგების დროინდელი გემები საუკეთესოდაა შემონახული და მუზეუმი ნორვეგიის მისტიკურ წარსულში გვეპატიჟება.
შუადღე
დაბრუნდით ქალაქის ცენტრში 30 ნომერი ავტობუსით და მოინახულეთ კარლ იოჰანსის კარიბჭე, ოსლოს მთავარი საფეხმავლო ქუჩა სავსე მაღაზიებით და რესტორნებით. მიდით სამეფო სასახლესთან, სადაც ყოველი შუადღის 2-ის ნახევარზე დაცვის ეკიპაჟი იცვლება.
ლანჩზე შეიარეთ ლეგენდარულ Grand Café-ში, სადაც უგემრიელეს სენდვიჩებს აკეთებენ. აქ ვახშმობდა ედვარდ მუნკი და მისი ნახატი “ყვირილი” აქედან 5 წუთის სავალზე, ოსლოს ეროვნულ მუზეუმში კიდია.
გაიარეთ მერიის შენობასთან, რომელიც ნობელის პრემიის ცენტრის გვერდით მდებარეობს. მის სიახლოვესაა Aker Bryyge, ინდუსტრიული ადგილი შოპინგისთვის.
საღამო და ღამე
ნორვეგიული ვახშმის დაგემოვნების შემდეგ, თუ ცეკვის ხასიათზე იქნებით, პოპულარულ ღამის კლუბს Jaeger-ს მიაკითხეთ. აქ ჰაუსს, დისკოს და ტექნოს უკრავენ. ხშირად ჩამოდიან ცნობილი დიჯეებიც.
დღე 2
დილა
დაიწყეთ მეორე დღე ოსლოს იდილიური და ჰარმონიული პარკით. Vigeland Park დილის პიკნიკისთვისაც მშვენიერი ადგილია. ის მსოფლიოში ყველაზე დიდი სკულპტურების პარკია, აქ უამრავ ქანდაკებას იხილავთ.
შუადღე
თუ ოსლოს შაბათს სტუმრობთ, უზარმაზარი ფლი მარკეტი მოინახულეთ – Vestkanttorvet. აქ ვინტაჟური სამოსი, ხელნაკეთი ნივთები და აქსესუარები დაგხვდებათ. აქვე შეიძენთ ტრადიციულ ნორვეგიულ ვაფლებს.
ამის ნაცვლად შეგიძლიათ ქალაქის სათხილამურო მუზეუმს ესტუმროთ. ეს ნორვეგიის ცნობილი ღირსშესანიშნაობაა, საიდანაც დატკბებით ხედებით ოსლოზე.
საღამო და ღამე
დაბრუნდით ქალაქის ცენტრში და ივახშმეთ. Torggata-ზე და მის გარშემო მდებარე ქუჩებზე ბევრი ძალიან კარგი ბარი მდებარეობს. Angst – საუკეთესო კოქტეილებს გთავაზობთ, Crow Bar – კარგ მუსიკას და წვეულებებს, Torgatta Botaniske – მცენარეებით სავსე ბარია.
დღე 3
დილა
საუზმის შემდეგ, მოინახულეთ ოსლოს ოპერა. მისი ულამაზესი ჭერიდან ქალაქზე პანორამული ხედებით დატკბებით. აქედან მოსჩანს არქიპელაგის, ფერადი ხის სახლებით.
ლანჩის შემდეგ, მოინახულეთ აკერშასის ციხესიმაგრე/Akershus Fortress, ოსლოს მშვენება, რომელიც 700 წლის მანძილზე იცავდა ქალაქს შემოსევებისგან. დაათვალიერეთ ციხის ოთახები და დატკბით ხედებით მდინარეზე.
შუადღე
ოსლოში მოგზაურობა არ იქნება სრულყოფილი თუ ნორვეგიულ ველურ ბუნებას არ მოინახულებთ. მეტროს პირველი ხაზით Frognerseteren-ში გაემგზავრეთ. 35 წუთის გზაზე ულამაზეს პატარა ტბებს და ბუნებას იხილავთ.
საღამო და ღამე
საღამო Grünerløkka-ში გაატარეთ, ყოფილ ინდუსტრიულ უბანში. ის სავსეა დამოუკიდებელი გალერეებით, ვინტაჟური მაღაზიებით და ბარ-რესტორნებით. მდინარეზე მდებარე ამ უბანს “ოსლოს ბრუკლინსაც” ეძახიან. აქ ბევრი გრაფიტი, ქუჩის ხელოვნება და გემრიელი კერძებია. აქვე მდებარეობს უნიკალური კლუბებიც, კარაოკე ბარები და კინოჩვენებების დარბაზები.