იტალიის სანაპირო ზოლის სიახლოვეს მდებარე მალტა, რომელიც ხმელთაშუა ზღვის გულია, თბილი ამინდებით, ულამაზესი სანაპიროებით და უნიკალური ლანდშაფტით გამოირჩევა. აქ აღმოაჩენთ მდიდარ კულტურას და არაჩვეულებრივ ისტორიას, რომელიც 7000 წლით თარიღდება. ამ კუნძულზე სახლობდნენ ბერძნები, კართაგენელები, რომაელები, ფრანგები, ბრიტანელები და აშ. ამ ყველაფერმა მალტა ბრწყინვალე სამოგზაურო მიმართულებად აქცია.

სკუბა დაივინგი და სნორკელინგი ხმელთაშუა ზღვაში

მალტა გარშემორტყმულია თბილი, კრისტალივით სუფთა წყლებით მთელი წლის მანძილზე. ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა სკუბა დაივერებსა და წყლის სპორტის სახეობების მიმდევრებისთვის. არქიპელაგზე ბევრი კლდე და გამოქვაბულია საინტერესო ფორმაციებით დამწყები და პროფესიონალი დაივერებისთვის. ოკეანის სიღრმეში იმდენი რამაა სანახავი, რომ ეს გამოცდილება აქ აუცილებლად უნდა მიიღოთ. გამორჩეული ადგილია Blue Hole, გოზოს დასავლეთ ნაპირზე, სავსე ზღვის მრავალფეროვანი ბინადრებით.

გაცურეთ ნავით ლურჯ ზღვაში

სტრატეგიული ლოკაციის წყალობით, მალტას დიდხნიანი სანაოსნო ისტორია აქვს. მალტაზე ნავით გაცურვისას დატკბებით მშვიდი წყლებით. აიღეთ დღის ან ღამის ექსკურსიები. შეგიძლიათ აიღოთ იახტის მართვის გაკვეთილებიც.

გამოიკვლიეთ კუნძული ველოსიპედით

საველოსიპედო ბილიკები მალტაზე საკმაოდ ბევრია და თანაც განვითარებული. რადგანაც კუნძული არც ისე დიდია, მარტივია მისი ველოსიპედით მოვლა. თითოეული ბილიკი იოლია გასავლელად და ფანტასტიკურ ხედებს გვთავაზობენ კუნძულზე. მალტაზე ველოსიპედის გაქირავებას უამრავ ადგილას შეხვდებით. გთავაზობენ ველო-ტურებსაც.

დალაშქრეთ მალტას ქალაქგარეთ დასახლებები

მალტას მოვლა არამხოლოდ ველოსიპედით, არამედ ფეხითაც შეგიძლიათ. ბილიკების უმეტესობა გაივლის დრამატულ კლდეებზე, ულამაზეს სანაპიროებზე, კანიონებსა და ხეობებში. ზოგიერთი ბილიკი გთავაზობთ მშვიდი სოფლების, ისტორიული ძეგლების და მთების მონახულებას. ლურჯი ლაგუნას ბილიკი კომინოს მონახულებას გპირდებათ.

გადით კანოეთი ან კაიაკით ხმელთაშუა ზღვაში

უამრავი ლამაზი სანაპიროთი და კუნძულით, რომლებიც აქაა აღმოსაჩენი, მალტა ბრწყინვალე მიმართულებაა კაიაკის მოყვარულებისთვის. აქ ბევრი ფარული გამოქვაბული და სანაპიროა, რომელსაც მხოლოდ ნავით მიუდგებით. აქ ბევრ ადგილას ნახავთ მათ გაქირავების სერვისს.

აცოცდით ქვებზე

კლდეების და ქვიანი ბორცვების წყალობით, მალტა ვეროპაში გამორჩეული საცოცი მიმართულებაა. კუნძულზე ნახავთ მარტივ, დამწყებ გზებსაც და რთულ ასაცოც ლანდშაფტებსაც. აქ მცოცავთა კლუბიცაა დაარსებული (Malta Rock Climbing Club), რომლებიც რჩევებს მოგცემენ.

დაეშვით ზიპლაინით

თუ ზიპლაინი არასდროს გიცდიათ ან კიდევ ერთხელ გინდათ რომ სცადოთ, მალტა საუკეთესო ადგილია ამ სათავგადასავლო აქტივობით რომ დაკავდეთ. კუნძულზე უამრავი სახის ზიპლანია გადაჭიმული კანიონებსა და ღია ხეობებზე.

ისწავლეთ ფრენა

პილოტის ლიცენზიის აღება რთული და გრძელვადიანი საქმეა, მაგრამ მალტაზე შეგიძლიათ კონტროლის ქვეშ თქვენი პირველი ფრენა შეასრულოთ და პილოტობის განცდა დაგეუფლოთ. მთელი წლის მანძილზე ფანტასტიკური ამინდის წყალობით, მალტა მშვენიერი ადგილია ფრენის სასწავლად. არჩევანი დიდია, რადგანაც აქ უამრავი სკოლა ასწავლის ფრენას. დატკბით ხედებით ხმელთაშუა ზღვაზე ჩიტის სიმაღლიდან.