კოპენჰაგენის ფანტასტიკურ ხელოვნების სცენას ყველასთვის აქვს რაღაც შესათავაზებელი: თანამედროვე ხელოვნება, კრეატიული სივრცეები, შთამბეჭდავი შენობები ისტორიაში ცნობილი არტისტების ხელოვნებით და აშ. თუ მუზეუმები გიყვართ, ჩვენ აქ მოსანახულებელ რამდენიმე მათგანს გთავაზობთ.
1 არკენის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი
ARKEN Museum of Modern Art
მისამართი: Skovvej 100
ქალაქის სამხრეთით, ულამაზეს ნავსადგურში, ენდი უარჰოლის, დემიენ ჰირსტის დან ანსელმ რეილის თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები ინახება. აქ მუდმივი კოლექციებიც დაგხვდებათ და დროებითი გამოფენებიც, მათ შორის პაბლო პიკასოს, იმპრესიონისტების და აშ. მუზეუმის გარშემო წყლის ნაპირზე სეირნობითაც ისიამოვნებთ.
2 თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ლუიზიანა
Louisiana Museum of Modern Art
მისამართი: Gl Strandvej 13, 3050 Humlebæk, Denmark
ეს მუზეუმი ულამაზეს ტერასას გვთავაზობს ლანჩის მისართმევად და კოქტეილების დასაგემოვნებლად. განსაკუთრებით ლამაზია 60 სკულპტურით მორთული პარკი. აქ იხილავთ ისეთ სახელებს, როგორებიცაა: პიკასო, კანდინსკი, უორჰოლი, ფრიდა კალო და ჰოკნი. ინტერაქციული ოთახები, მათ შორის იაპონური, ბავშვებსაც ძალიან ასიამოვნებთ. მუზეუმის სიახლოვეს ზაფხულის თვეებში წყალში ბანაობენ კიდეც და შეგიძლიათ თვენც წაიღოთ საცურაო კოსტიუმი.
გლიპტოტეკი
Glyptotek
მისამართი: Dantes Plads 7, 1556 København
გლიპტოტეკში დაცული ხელოვნების ნიმუშების შეგროვება კარლ იაკობსენმა 1897 წელს დაიწყო. რამდენიმე ელეგანტურ შენობაში გაერთიანებული მუზეუმი შთამბეჭდავი ბაღით და ტერასით, 1000-ზე მეტი ანტიკურ ნივთს აერთიანებს. მათ შორისაა ეგვიპტური არტეფაქტებიც და ფრანგული მხატვრობაც. თუ ცოტა დრო გაქვთ, ფოკუსირდით როდენის სკულპტურების და სეზანის, მონეს და რენუარის ნამუშევრებიც მონახულებაზე.
ჰირშსფრანგის კოლექცია
Hirschsprung Collection
მისამართი: Stockholmsgade 20
აქ მე-19/მე-20 საუკუნის მხატვრობა დაგხვდებათ, დანიის ოქროს პერიოდიდან. ამ ყველა ხელოვნების ნიმუშს ჰეინრიჰ ჰირშსფრანგი და მისი მეუღლე აგროვებდნენ.
დანიის ეროვნული გალერეა
National Gallery of Denmark
მისამართი: Sølvgade 48-50
მას კანსტის მუზეუმსაც უწოდებენ და ის დანიის ყველაზე დიდი მუზეუმია. აქ ინახება დანიის სამეფო ოჯახის შეგროვებული კოლექციები. ნახავთ ვიკინგების იარაღებს, მუმისებს, ძვირფასს სამოსს და აშ.
კოპენჰაგენ ქონთემფორარი
Copenhagen Contemporary
მისამართი: Refshalevej 173A
აქ მრავალფეროვანი, ინტერაქციული გამოფენები დაგხვდებათ. ყველა ოთახი სხვადასხვა ინსტალაციას წარმოგვიდგენს. ამ მუზეუმს მდიდრული შთაბეჭდილებებით დატოვებთ.
დანიური არქიტექტურის ცენტრი
Danish Architecture Center
მისამართი: Bryghusgade 10
გსურთ გაიგოთ მეტი იმის შესახებ თუ რა აქცევს კოპენჰაგენის “დიზაინის მექად” ან როგორ შეუძლია არქიტექტურას გავლენის მოხდენა, სწორედ ამ მუზეუმს უნდა ეწვიოთ. აქ სამყაროს სხვა გადმოსახედიდან შეხედავთ.
თორვალდსენსის მუზეუმი
Thorvaldsens Museum
მისამართი: Bertel Thorvaldsens Plads 2
ეს მუზეუმი ადგილობრივი გმირის, ბერტელ თორვალდსენის სახელს ატარებს, რომელიც ნეოკლასიკურ პერიოდში გამოჩენილი სკულპტორი იყო. ის ქმნიდა ნამუშევრებს რომის პაპისთვის და ნაპოლეონისთვის.
დანიის დიზაინის მუზეუმი
Design Museum of Denmark
მისამართი: Bredgade 68
ეს მუზეუმი დანიურ და საერთაშორისო დიზაინს და ხელნაკეთ ნივთებს წარმოგვიდგენს. აქ იხილავთ ცნობილი დანიელების მიერ შექმნილ ავეჯს და დიზაინის პროდუქციას, კრეატიული ფორმის სკამებს და სხვა.