ევროპული ზამთარი ყველასთვის სუსხთან, საშობაო ბაზრობებთან, გაყინულ არხებთან და ცხელი სასმელების სურვილთან ასოცირდება. მაგრამ, ევროპელებსაც ენატრებათ ვიტამინი D და მის შესავსებად შორს სულაც არ მიდიან. ჩვენ გაგიმხელთ ადგილებს, სადაც ბიუჯეტურად დაგიგემავთ ზამთრის დასვენებას და ზამთრისთვის უჩვეულო ტემპერატურას გამოგაცდევინებთ.
ჩვენი ტუროპერატორების საკონტაქტო:
✆ 514 861 861 – ნინო
✆ 514 807 807 – თეონა
✆ 514 895 895 – სოფი
✆ 514 866 866 – ნანუკა
✆ 514 803 803 – ანი
1. ალგარვე, პორტუგალია – მუდმივი მზიანი ამინდისთვის
წელიწადში 300 მზიანი ამინდით და 87 “ლურჯი დროშის” ტიტულის მქონე სანაპიროთი, ალგარვე ცნობილი ზამთრის მიმართულებაა. ყველაზე პოპულარული და ხმაურიანი სანაპირო – Quinta do Lago-ც კი, ამ სეზონზე საოცრად მშვიდია. ალგარვეშ ზამთარში სერფინგითაც არიან დაკავებულნი.
2. ფირუზისფერი სანაპირო, თურქეთი
თურქეთის ფირუზისფერი სანაპირო ტურისტების მაგნიტია ზაფხულობით, მაგრამ ზამთარში ის კიდევ უფრო სასიამოვნოა ნაკლები ქაოსით და დღეში 10 საათიანი მზის კაშკაშით. ამ დროს აქ ცნობილი საფეხმავლო ბილიკების დალაშქვრაც სასიამოვნოა. მაგალითად ფეტიესა და ანტალიას შორის მდებარე გზის. თუ რომელიმე დღეს ცუდი ამინდი დაგემთხვათ, თურქულ აბანოებში, ჰამამებში გათბებით.
3. მალტა
მალტა ზაფხულში საკმაოდ მწველია. ზამთარში კი, როცა ოდნავ აგრილდება, იდეალურია მის დასათვალიერებლად. მალტის სიმწვანის შესაგრძნობად დალაშქრეთ მიდამოები. თებერვალში კი დაესწარით მალტურ კარნავალს.
4. სიცილია, იტალია
მაგიური სიცილია ზამთარში ფერებითაა სავსე. ციტრუსის ხეები დამძიმებულია ფორთოხლებით, ლიმნებითა და ლაიმებით. კატანიას და პალერმოს ქუჩის კვების დახლები სავსეა ახალი ბოსტნეულით, თევზით და სეზონური თხილით. თებერვალში ადგილობრივები კარნავალში არიან ჩართულში.
5. კვიპროსი
კვიპროსზე წელიწადის განმავლობაში 340 მზიანი დღეა. ის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე თბილი მიმართულებაა ზამთარში. ლარნაკაში, მარილის ტბაზე მოინახულეთ ფლამინგოები და ანტიკური ისტორიული ძეგლები, მათ შორის კუორიონი.
6. სევილია, ესპანეთი
სევილიაში, ევროპის სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, ზამთარში ძალიან თბილა და დღეში 6 საათით მაინც კაშკაშებს მზე. აქ ბევრი ღირსშესანიშნაობაა მოსანახულებელი, შთამბეჭდავი არქიტექტურა და ფლამენკოს მუზეუმი.
7. კანარის კუნძულები, ესპანეთი
თეთრი ქვიშის დიუნების, ფარული გამოქვაბულების, ვულკანური ეროვნული პარკების და ტყიანი მთების ხასიათზე თუ ხართ, ასევე ფერადი სოფლები და წყლის სპორტი გიზიდავთ, კანარის კუნძულები მთელი წლის მანძილზე გიმასპინძლებთ. ყველაზე თბილი ქალაქებია ტენერიფე და გრან კანარია. ლანცაროტეში ხშირად ქარები იცის.
8. მადეირა, პორტუგალია
მადეირაზე თბილი ზამთრები ჩვეულებრივი ამბავია. ეს პორტუგალიური არქიპელაგი გამოირჩევა კლიმატით, რომელსაც “მუდმივ გაზაფხულს” უწოდებენ. ზღვა თბილია, ამიტომაც წაირეთ საცურაო კოსტიუმი.
9. ბალეარის კუნძულები
ეს ესპანური კუნძულები ზამთარში ვიზიტისთვის ბევრს უყვარს. იბიცა აღარაა ისეთი ხმაურიანი და მშვიდ მზის ჩასვლებს გთავაზობთ, მალიორკა კიდევ უფრო იაფია, მენორკა საოცარ ბუნებას წარმოგვიდგენს და ფორმენტერა არის მათთვის, ვისაც სრული განმარტოება სურს.
10. კრეტა, საბერძნეთი
ზამთარში კრეტაზე მხოლოდ ათენის გავლით მოხვდებით. ჰერაკლიონი და ჰანია მშვიდ ცხოვრების რიტმს გაზიარებთ. ზამთარში აქ ბარ-რესტორნები ისევ ღიაა. დარჩენა კი ბევრად ბიუჯეტური. მოინახულეთ საბერძნეთის ერთ-ერთი საუკეთესო მუზეუმი – ჰერაკლიონი.