კანარის კუნძულების ესპანური არქიპელაგი აფრიკასთან სიახლოვის გამო, შესაბამისი კლიმატით გამოირჩევა. აქ 7 მთავარი კუნძულია, თუმცა 4 მათგანია ტურისტულად პოპულარული. ბევრი ადგილი იუნესკოს ბიოსფეროს დაცული ტერიტორიის სტატუსს ფლობს. ჩვენ გეტყვით თუ რა ადგილები უნდა მოინახულოთ კანარის კუნძულებზე.

ლანცაროტე/Lanzarote

ლანცაროტე კანარის კუნძულების სადღესასწაულო კუნძულის რეპუტაციას ფლობს. ღამის ცხოვრების მოყვარულებს აქ კლუბები დახვდებათ. ასევე, იხილავთ მსოფლიოს უდიდესი წყალქვეშა გვირაბს. მთებიდან კი სიურეალისტური ლანდშაფტის ხედები იშლება. ლანცაროტე ბრწყინვალე ღვინითაცაა ცნობილი. ოლიმპიური ჩემპიონების ნაწილი ცურვაში სწორედ აქ ვარჯიშობენ.

როგორ მოვხვდეთ: ლანცაროტეზე არეციფის აეროპორტი (Arrecife) მდებარეობს, სადაც ესპანეთიდან და ზოგადად ევროპიდან ბევრი ფრენა ხორციელდება. შეგიძლიათ ფუერტევენტურადან გაყვეთ ბორანს, რომელსაც 25 წუთი სჭირდება.

საუკეთესო სანაპიროები ლანცაროტეზე:

  • Playa de Famara
  • Playa de Papagayo
  • Playa del Charco de los Clicos
  • Caletón Blanco

ფუერტევენტურა/Fuerteventura

ვიზიტორები აქ სანაპიროების გამო ჩამოდიან, რომლებიც რეგიონში საუკეთესოებად ითვლებიან. ასევე, დედაქალაქის, პუერტო დელ როსარიოს მდიდარი ისტორიის გამო. შთამბეჭდავმა უდაბნომ კუნძული პოპულარულ მიმართულებად აქცია. აუცილებლად დააგემოვნეთ მაჯორერო, ადგილობრივი ყველი თხის რძისგან. 150 კილომეტრი სიგრძის თეთრი ქვიშის სანაპიროზე ბევრ გასართობს აღმოაჩენთ.

როგორ მოვხვდეთ: ფუერტევენტურას აეროპორტს EL Matorral ეწოდება და ლანცაროტეს მსგავსად, ბევრ ფრენებს იღებს მთელი ევროპიდან. მასსა და გრან კანარიას შორის ბორანებიც დადიან.

საუკეთესო სანაპიროები ფუერტევენტურაზე:

  • Cofete Beach
  • Esmeralda Beach
  • Playa De La Concha De Lobos

გრან კანარია/Gran Canaria

თუ გსურთ ესპანური ქალაქის შეგრძნება მიიღოთ, გრან კანარიას დედაქალაქს, ლა პალმას უნდა ეწვიოთ. აქ საუკეთესო სანაპიროებს და რესტორნებს აღმოაჩენთ. აქედან კუნძულის სხვა ადგილებს ავტობუსებით დაუკავშირდებით. გრან კანარიას მინიატურულ კონტინენტსაც უწოდებენ. ის ტოპ გამაჯანსაღებელი მიმართულებაა, რადგანაც ბევრ სპა სასტუმროს და თერაპიის ცენტრს გვთავაზობს.

როგორ მოვხვდეთ: ლა პალმას საერთაშორისო აეროპორტი კანარის კუნძულებზე ყველაზე დატვირთულია. აქ ხორციელდება ფრენები როგორც ევროპიდან, ასევე აფრიკიდან. ასევე, დადიან ბორანები ტენერიფედან.

საუკეთესო სანაპიროები გრან კანარიაზე:

  • Gran Canaria
  • Playa Guayedra
  • Güigüí Beach

ტენერიფე/Tenerife

კანარების ყველაზე დიდი და პოპულარული კუნძული ტენერიფე, სეზონზე ტურისტებითაა სავსე. სანაპიროებს მიღმა, აქ აუცილებლად უნდა მოინახულოთ შიდა ნაწილი: ხეობები, ველები და ქედები, რომლებიც ულამაზეს ლანდშაფტებს ქმნიან. ტენერიფე თანამედროვე გოლფის მოედნებსაც გვთავაზობს. აქ ესპანეთის უმაღლესი მთაა – ტიდა, რომელიც ვულკანური წარმოშობისაა და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობას წარმოადგენს. ტენერიფეს დედაქალაქი – სანტა კრუზი კოსმოპოლიტური მეტროპოლისია და ელეგანტური არქიტექტურით ხასიათდება. აქ ულამაზეს ბოტანიკურ ბაღს მოინახულებთ.

როგორ მოვხვდეთ: ტენერიფეზე ორი საერთაშორისო აეროპორტია. მათ შორის უდიდესი: Tenerife Sur. აქ ადვილად მოხვდებით გრან კანარიადანაც.

საუკეთესო სანაპიროები ტენერიფეზე:

  • Los Gigantes Beach
  • La Caleta
  • Playa de las Teresitas
  • Playa Jardin