კვიპროსი ხმელთაშუაზღვის ისტორიულ ძეგლებს უყრის თავს, თუმცა მისი ხიბლი ამით არ შემოიფარგლება. ამაში რომ დარწმუნდე, იქ აუცილებლად უნდა ჩახვიდე, ჩვენ კი უფრო მეტად დაგარწმუნებთ თუ რატომ უნდა გააკეთოთ ეს.

საკვები ხმელთაშუაზღვის სამზარეულოების ჩინებული მიქსია

კვიპროსი სამი კონტინენტის გზასაყარზეა, ასე რომ აქ სამხრეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთის და ცენტრალური აზიის გავლენებია. ადგილობრივებს უყვართ ბოსტნეული და ეს ბევრ საფირმო ბოსტნეულის კერძში აისახება. ისინი ბოსტნეულს წვავენ, თუშავენ, ნაყინსა და იოგურტში აზავებენ… არჩევანი თქვენზეა. საუკეთესო ავთენტური გამოცდილებისთვის სცადეთ ტრადიციული ხორცის ან ბოსტნეულის ვრაპები სახელად დურუმი.

თუ ტკბილეული გიყვართ, კვიპროსი იმედს არ გაგიცრუებთ

კვიპროსზე გატარებული არდადეგები ტრადიციული ტკბილეულის გარეშე სრულფასოვანი ვერ იქნება. თურქული და ბერძნული დესერტების მიქსი ყავასთან ან ჩაისთან უნდა მიაყოლოთ. მათ როგორც მაღაზიებში, ასევე ბაზრობებზე და კაფე-ბარებში აღმოაჩენთ.

ეს ისტორიული მოგზაურობა იქნება

აქ ანტიკურ ისტორიას აღმოაჩენთ. კვიპროსი მდიდარი ისტორიით გამოირჩევა. წადით სალამისზე, ქალაქში, რომელსაც ერთ დროს ასირიელები, ეგვიპტელები, სპარსელები და რომაელები სტუმრობდნენ. ასევე, გირჩევთ სოლის. აქ ბევრი უძველესი ტაძარი, მუზეუმი და მონუმენტია.

აქ ლურჯი ცა და მთელი წლის მანძილზე იდეალური ამინდებია

კვიპროსს ხანგრძლივი ზაფხული აქვს. ეს ტიპური ხმელთაშუაზღვის კლიმატი ევროპულ/აზიური ამინდების შემდეგ ნამდვილად მიმზიდველია. შუა ზამთარში აქ დღეში 6 საათი მაინცაა კაშკაშა მზე.

ზღვის სანაპირო ყველანაირ აქტივობას გთავაზობთ

კვიპროსი ლამაზი ქვიშიანი სანაპიროებითა და სუფთა წყლითაა ცნობილი. მისი სანაპიროები ევროპის ყველაზე სუფთა სანაპიროებადაა აღიარებული. ცურვით და წყლის სპორტით თქვენ აქ ნამდვილად ისიამოვნებთ. ლარნაკა, ფამაგუსტა, აია ნაპა, კირენია, ლიმასოლი და პაფოსი – ყველა ქალაქი გამოირჩევა “ცისფერი დროშის” სტატუსით.

კვიპროსი ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი ადგილია დედამიწაზე

ეს უსაფრთხო სამოთხეა, სადაც სულიერი სიმშვიდის მოპოვებას შეძლებთ. ადგილობრივების მეგობრული განწყობა შეუფასებელია.

აქ ყოველთვის გაქვს მიზეზი რაიმეს აღსანიშნად

კვიპროსელები ცნობილები არიან კარგი დროის გატარების სიყვარულით. ჩრდილოეთ კვიპროსში წლის მანძილზე უამრავი ფერადი ფესტივალი და ღონისძიებაა ყველასათვის. წლის ნებისმიერ დროს, ტურისტებს ნამდვილად უნიკალური გამოცდილების მიღება შეუძლიათ.

ბუნების მოყვარულები საოცარ დროს გაატარებთ

თუ დედაბუნებაზე ზრუნავთ, კვიპროსის გულში აგრო-ტურიზმით დატკბებით. ეს ვიზიტორებს საშუალებას აძლევს კვიპროსის კულტურით და სასოფლო ცხოვრებით ისე დატკბეს, თითქოს სხვა ქვეყნიდან სულაც არაა. შეგიძლიათ სცადოთ პურის გამოცხობა, ზეთისხილის შეგროვება ან ცხვრისგან რძის მიღება ბევრ სხვა აქტივობას შორის.

შეგიძლიათ მთელი კუნძული მოკლე დროში დაათვალიეროთ

კვიპროსი პატარა კუნძულია და საშუალებას გაძლევთ უცებ მოიაროთ. შეგიძლიათ დღე დაიწყოთ ტრადიციული საუზმით ჩრდილოეთ კვიპროსში, ლანჩის დროს ნიქოზიის კედლები მოინახულოთ, საღამოს კი სანაპიროდან ხმელთაშუაზღვის ხედით დატკბეთ.

მოკლედ, კვიპროსი ძველი ღმერთების საყვარელი ადგილი იყო, აქ ადამიანები თბილები და მეგობრულები არიან, მზე წლის თითქმის ყოველ დღეს კაშკაშებს, კერძები უნიკალურია და წყალი საბანაოდ ძალიან სუფთაა. ეს ყველაფერი მას იდეალურ მიმართულებად აქცევს. მართლაც, სხვა რა უნდა ინატროთ?