თურქული რივიერის ცნობილი კურორტი ღამით სხვანაირად ცოცხლდება. ლამაზი გადმოსახედები, რომანტიკული სავახშმო კრუიზები და ბარები აქ საღამოს აქტივობების დიდ არჩევანს ქმნიან.

ტუნეკტეპის საბაგირო/Tunektepe Cable Car

ანტალიის საუკეთესო გადმოსახედი

ეს გადმოსახედი ანტალიის საუკეთესო ზედა ხედებს გვთავაზობს, განსაკუთრებით ლამაზია მზის ჩასვლისას. საჰაერო გონდოლას მგზავრები ტუნეკტეპის მთაზე აჰყავს, საიდანაც ანტალიის ყურე მოსჩანს. ღიაა ყოველდღე ორშაბათის გარდა, 10-დან 7-მდე.

ლეგენდების მიწა/The Land of Legends

ღამის შოუ-პროგრამა

ეს ანტალიის თემატური პარკია, სადაც ღამით გასაოცარ შოუებს გვთავაზობენ. კოსტუმირებული პერსონაჟები აუდიტორიას ზღაპრული შატოს წინ ართობენ. შოუს მთავარი მოვლენაა განათებული ნავის მსვლელობა ხელოვნურ არხში.

ანტალიის სავახშმო კრუიზები

გაცურეთ ხმელთაშუაზღვაში და მიირთვით ვახშამი ზღვის ხედებით

ანტალიის სავახშმო კრუიზებზე გემრიელ თურქულ სამზარეულოს დააგემოვნებთ. ტურები ძირითადად მზის ჩასვლამდე გადიან ზღვაში და საოცარ გამოცდილებას შეგძენენ.

დემირჰანის აბანოები/Demirhan Bath

მიიღეთ ავთენტური გამოცდილება

დემირჰანის აბანოები ანტალიის ყველაზე ავთენტური თურქული ჰამამებია. ძველ ბინაში მდებარე ეს პოპულარული აბაზანები 1995 წლიდან ემსახურებიან ვიზიტორებს. ეგზოტიკური თურქული დეკორი განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის. ორთქლის აბანოებით, საუნებით და სარელაქსაციო ზეთის მასაჟით სარგებლობა ღამის 11 საათამდე შეგიძლიათ.

კალეიჩი/Kaleiçi

ანტალიის დატვირთული დასალევი უბანი

კალეიჩი ქალაქის ძველი უბანია, ცენტრალური ტურისტული სივრცე, სადაც ვახშმის შემდეგ გემრიელ კოქტეილებს დააგემოვნებთ. გაისეირნეთ ბულვარში ღამით წყლის ხედებით დასატკბობად.

თიფსი ძველი ქალაქი/Tipsy Old Town

პანორამული ტერასული ბარი

საღამოობით ეს სიცოცხლით სავსე ბარი გვთავაზობს ხედებს ხმელთაშუა ზღვაზე და ქალაქის ძეგლებზე. აქ შეგიძლიათ ისიამოვნოთ ცივი ლუდით და სასმელებით მზის ჩასვლისას.

ანტალიის ეროვნული თეატრი

კულტურული ძეგლი ლაივ შესრულებებისთვის

ანტალიის თეატრი სცენურ წარმოდგენებს გვთავაზობს, როგორც კლასიკურს, ასევე საბავშვოს. ის ანტალიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლია, რომელიც ადგილობრივებს გახსნის დღიდან უყვართ. ბილეთების ფასი საკმაოდ იაფია.

პაბი შეფილდი/Sheffield Pub

მყუდრო ინგლისური სტილის პაბი სასმლის დიდი არჩევანით

თუ ანტალიაში ინგლისური პაბის ატმოსფეროს აღმოჩენა გსურთ, ამ ადგილს მიაკითხეთ. შემოგთავაზებენ თურქულ ლუდის ნაირსახეობებსაც. ღიაა დღს 5 საათიდან.

კლუბი ტიუდორსი/The Tudors Arena

ეს ნატალიის ცნობილი გასართობი ადგილია, სადაც ღამით ცოცხალი მუსიკა დაგხვდებათ. ტიუდორში დადიან ადგილობრივებიც და ტურისტებიც. უიქენდებზე ის ისე ივსება, რომ შეიძლება ადგილიც ვეღარ მონახოთ.

კლუბი ჰოლი სთოუნი/Holly Stone Performance Hall

ესეც ანტალიის მორიგი გასართობი ადგილი ცოცხალი მუსიკით, სადაც ხშირად უკრავენ თურქული ბენდები. ორ სართულიან სივრცეში შოუები კვირაში რამდენჯერმე ტარდება. ღიაა დღის 5 საათიდან.