კრეტა შესაძლოა კუნძულია, მაგრამ ის საბერძნეთის განსაკუთრებული ღირსშესანიშნაობებით და სანაპიროებით გამოირჩევა. ორნამენტული არქიტექტურის და კულტურის მიღმა, კიდევ ბევრია შესაცნობი ქვეყნის ამ უდიდესი კუნძულის გარემოცვაში. არ გამოგრჩეთ კნოსოსის სასახლე – მსოფლიოს ერთ-ერთი ტოპ ანტიკური ძეგლი და გაატარეთ დიდი დრო შთამბეჭდავ სანაპიროებზე. შეუერთდით ვენახის ტურს და დააგემოვნეთ გემრიელი ადგილობრივი სამზარეულო. როგორ ხასიათზეც არ უნდა იყოთ, კრეტა იდეალურ ადგილებს შემოგთავაზებთ მოსანახულებლად.

1. ჰანია – საუკეთესო ქალაქი ვახშმობისთვის და სიერნობისთვის

კრეტას სიდიდით რიგით მეორე ქალაქი ბევრ ბრწყინვალე ადგილს აერთიანებს გემრიელად მირთმევისთვის მე-17 საუკუნის ვენეციური კვარტლის ანტიკური ქუჩების ლაბირინთებში. ჰანია კუნძულის კულინარიული დედაქალაქია. სეირნობის დროს დააგემოვნეთ ბურეკი, მსუყე ყველის ორცხობილა. მოინახულეთ ვენეციური ნავსადგური პასტელური შენობებით და ციხესიმაგრეებით, რომლებსაც საუკუნეების მანძილზე აგებდნენ.

2. კრეტას სამხრეთ სანაპიროები – საუკეთესო ქვიშისთვის, ზღვისთვის და მზისთვის

კრეტას საუკეთესო ნაპირებზე მოგზაურობა მისი მთებით და პატარა საპორტო ქალაქით – ჰორა სფაკიონით იწყება. ლიბიის ზღვის ნაპირებზე, ქვებიან კრეტის სანაპირო ზოლი პანორამული ხედებით დაგაჯილდოვებთ. მაისიდან სექტემბრამდე აქ სანაპირო ბორნებით მოხვდებით.

3. კნოსოსის სასახლე – საუკეთესო მინოსური ისტორიის გაცოცხლებისთვის

ირაკლიოს სამხრეთით მდებარე ეს სასახლე არ უნდა გამოგრჩეთ. ერთ დროს ის მინოსური ცივილიზაციის კერა იყო, შთამბეჭდავი ფრესკებით, დიდი ოთახებით, ბაზრობებით, ფარული კუნჭულებით და აშ. აქაურობის დათვალიერებაში რამდენიმე საათს მარტივად გაიყვანთ. დატვირთული ზაფხულის დროს გაექეცით ხალხმრავლობას და იპოვნეთ მშვიდი კუთხე.

4. ბალის სანაპიროები – საუკეთესო ოჯახური სანაპირო დასვენებისთვის

არა, ინდონეზიის ბალის არ ვგულისხმობთ! კრეტას ჩრდილოეთ ნაპირზეც მდებარეობს ბალის დასახელების კურორტი, რომელიც თურქეულად თაფლს ნიშნავს. ერთ დროს აქ ადგილობრივი თაფლი იწარმოებოდა დღეს კი პოპულარული დასასვენებელი ადგილია კრეტაზე. ლივადის სანაპირო იდეალური ადგილია წვეულებების ატმოსფეროსთვის, კაფეებით სანაპიროზე.  ვარკოტოპოს სანაპიროზე კი რომანტიკული საღამოებისთვის მიდიან. კარავოსტასი მშვიდი ნაპირია პატარა ბავშვებიანი ოჯახებისთვის.

5. სამარიას ხევი – ბუნების სილამაზის მოყვარულთათვის

Samaria Gorge – ევროპის ერთ-ერთი ტოპ გეოლოგიური საოცრებაა, 150 მ სიმაღლის ქვის კედლებით და დრამატული ხევებით. ღიაა მაისიდან ოქტომბრამდე. საფეხმავლო ბილიკი 16 კმ სიგრძისაა. თუ ბევრი სიარული არ გსურთ, უბრალოდ ეწვიეთ ხევს შესასვლელ ნაწილში.

6. მონი არკადიოუ – საუკეთესო კრეტის ისტორიაში ჩასაძირად

1866 წელს ახლომდებარე სოფლებიდან ბევრმა ადამიანმა უსაფრთხოებისთვის ამ მონასტერს (Moni Arkadiou) მიაშურა. ისი იმ ოტომანური იმპერიის ჯარისკაცებს გაურბოდნენ, რომლებიც კუნძულზე ამბოხს უშლიდნენ ხელს. როდესაც ჯარისკაცებმა ტაარს ალყა შემოარტყეს, შიგ მყოფმა ხალხმა, კაცებმა, ქალებმა, ბავშვებმა, დანებების ნაცვლად, ასაფეთქებელი ნივთიერებები ააფეთქეს და საკუთარი სიცოცხლის ფასად 2000-ზე მეტი ჯარისკაცის სიცოცხლეც შეიწირეს. დღეს ეს ძეგლი კრეტის დამოუკიდებლობის და თავისუფლების სიმბოლოა.

7. ჰერაკლიონი ღვინის ქვეყანა – ღვინის მოყვარული წყვილებისთვის

კრეტაზე წარმოებული ღვინო ცნობილია კუნძულის მიღმაც. Heraklion – ვენახებით და ველებით მორთული დასახლებაა, სადაც უგემრიელეს ღვინოს დააგემოვნებთ. აქ ყველგან მარანი, დასაგემოვნებელი ოთახი და ტავერნაა. შეუერთდით ღვინის ტურებს და დაათვალიერეთ პატარა სოფელი პეზა.

8. მონი პრეველი – საუკეთესო სანაპიროების და ისტორიის შერწყმისთვის

Moni Preveli – კრეტას ყველაზე ლამაზი და ისტორიული მონასტერია, კუნძულის ერთ-ერთი საუკეთესო სანაპიროთი. გაისეირნეთ ერთი დღით მის შემოგარენში. აქ მეორე მსოფლიო ომის დროს თავშესაფარიც კი იყო მოწყობილი. შემდეგ ჩაისეირნეთ კრიალა წყლის აუზებში, პალმების ხეებთან.