სევილია ცნობილია ცეკვა ფლამენკოთი და შთამბეჭდავი არქიტექტურით. ის სამხრეთ ესპანეთის უდიდესი ქალაქია. ლეგენდის თანახმად, სევილია ჰერკულესმა ააშენა. ჩვენ მის ღირსშესანიშნაობებს წარმოგიდგენთ:
მაესტრანსა
მაესტრანსა (Plaza de Toros de la Maestranza) – ესპანეთში უძველესი არენაა კორიდის ჩასატარებლად. ის 14 ათას მაყურებელს იტევს, მისი აღორძინება XVIII საუკუნეში დაიწყო და შემდგომი ასწლეულების მანძილზე სხვადასხვა ცვლილებას განიცდიდა არქიტექტურაში. მაესტრანსა დღესდღეობით მუზეუმია, სადაც შეგიძლიათ კორიდის ხელოვნების ისტორიას არენაზე ყოფნის პარალელურად გაეცნოთ. აქ მდებარე ექსპოზიცია კი მოგიყვებათ ტორედოს ტრადიციებსა და წესებზე.
აპრილიდან ოქტომბრამდე მუზეუმი ღიაა 9:30 საათიდან 21:00 საათამდე. შესასვლელი ბილეთის ღირებულება შეადგენს 8 ევროს, ბავშვებისათვის კი (7-დან 11 წლამდე) – 3 ევრო.
ოქროს კოშკი
ოქროს კოშკი (Torre del Oro) – ერთ-ერთი უძველესი ღირსშესანიშნაობაა. 36 მეტრიანმა აღჭურვილობამ სახელწოდება ფილების ფერების გამო მიიღო, რომელიც ჯერ კიდევ მავრიტანული მმართველობის დროს იყო აშენებული. წინა საუკუნის ნახევრიდან აქ მდებარეობს ზღვის მუზეუმი, სადაც წარმოდგენილია დოკუმენტები ნავიგაციურ რუკებსა და საზღვაო ინსტრუმენტებზე.
სამუშაო დღეებში შესვლა შესაძლებელია 9:30-დან 18:45 საათამდე, არასამუშაო დღეებში კი – 10:30-დან 18:45 საათამდე. შესვლის ღირებულება შეადგენს 3 ევროს, ბავშვებისათვის 14 წლამდე და პენსიონერებისათვის – ფასი ორმაგად იაფია. ორშაბათს კი შესვლა უფასოა. 2 ევროდ აქ შეგიძლიათ აუდიოგიდის გამოყენებაც.
ტრიანას რაიონი
ტრიანას რაიონი ცნობილია ჯერ კიდევ რომაული პერიოდიდან. ლეგიონერები აქ ბანაკს ხსნიდნენ დასვენებისათვის. აქედან, გვადალკვივირას სანაპიროებიდან კრისტოფერ კოლუმბმა დაიწყო მოგზაურობა. მავრიტანული მმართველობის დროს აღნიშნული რაიონი დაკავშირებული იყო ხიდით ქალაქის ისტორიულ ცენტრთან. აქ შეგიძლიათ გაისეირნოთ და შეიცნოთ სევილიას სხვანაირი მხარე, უფრო მხიარული და ხმაურიანი; ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ აქ ფლამენკოს მოცეკვავეები ცხოვრობენ.
ტრიანას რაიონი ცნობილია კერამიკისა და ფოლადისაგან შექმნილი სუვენირებითა და საავტორო ნამუშევრებით, რომლის შეძენაც სამახსოვროდ შეგიძლიათ.
სან-ტელმოს სასახლე
სან-ტელმოს სასახლე (Palacio de San Telmo) XVII საუკუნეში მარეანტესის უნივერსიტეტის კოლეჯისათვის აშენდა. აქ სტუდენტები მეზღვაურობას სწავლობდნენ. დღეს სასახლე შელამაზებულია 12 ცნობილი სევილიანელების სკულპტურებით, რომელთა შორის არიან დიეგო ველასკესი და ესტებან მურილიო.
სასახლეში შესვლა უფასოა ხუთშაბათს, შაბათსა და კვირას, თუმცა აუცილებელია ადგილის დაჯავშნა წინასწარ.
ესპანეთის მოედანი
ესპანეთის მოედანი (Plaza de Espana) 100 წლის წინ აშენდა, სპეციალურად იბერო-ამერიკული გამოფენისთვის. მისი არქიტექტურა მავრიტანული და ესპანური არქიტექტურის სინთეზს წარმოადგენს. დღესდღეობით ეს საყვარელი ადგილია სევილიანელებისთვისაც და ტურისტებისათვის. მოედნის სივრცე წარმოადგენს ოვალურ ფორმას, რომელიც გარშემორტყმულია არხით, რომლის გარშემოც შეგიძლიათ ნავით სეირნობა. ოთხი ხიდი, რომელიც ასახავს ესპანეთის შუასაუკუნეების სამეფოს, მიგიყვანთ შენობებამდე, რომელიც ადრე საგამოფენო პავილიონებად გამოიყენებოდა. დღეს აქ სახელმწიფო დაწესებულებები მდებარეობს. ყველაზე დიდი შენობის, ანდალუსიის სამმართველოს კერამიკული პანო დღემდე რჩება კინორეჟისორების შთაგონების წყაროდ.
სევილიის ალკასარი
სევილიის ალკასარის (Real Alcazar de Sevilla) აღორძინება დაიწყო ალმოხადების დინასტიის მმართველობის დროს. დღეს აქ უდიდესი კომპლექსის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია დარჩენილი. მავრიტანული რეჟიმის დაცემის შემდეგ ქრისტიანმა მეფეებმა დაიწყეს ამ ადგილის შევსება სასახლეებითა და ბაღებით. ამ სასახლის არქიტექტურაში შერწყმულია არაბული სტილი და გოთიკა, რომლებიც ერთმანეთს აბალანსებენ. ალკასარი – უნიკალური კომპლექსია: ეგზოტიკური მცენარეებით, შადრევნებით, მყუდრო ბუჩქნარებითა და ალეებით.
ზაფხულის პერიოდში (აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით) სასახლე ვიზიტორთათვის გახსნილია ყოველდღე, 09:30 საათიდან 20:00 საათამდე. შესასვლელი ბილეთის ღირებულება 11.5 ევროს შეადგენს, სამეფო ოთახების სანახავად კი ბილეთის ღირებულება 4.5 ევრო ღირს.
სანტა-კრუზის რაიონი
სანტა-კრუზის რაიონი (Barrio de Santa Cruz) მდებარეობს ალკასარის კედლების მოპირდაპირე მხარეს. ზუსტად ამ ადგილს „ნამდვილ“ სევილიას ეძახიან. აქ მდებარეობს ქალაქის მერია, ინდოეთის არქივი, სადაც ესპანელების მიერ ამერიკის დაპყრობის დოკუმენტები ინახება, შენობა, სადაც ცნობილი მხატვარი მურილიო ცხოვრობდა. სანტა-კრუზი – ვიწრო ქუჩების ლაბირინთია, სადაც სეირნობის დროს შეგიძლიათ ჩაუწვდეთ ქალაქის ატმოსფეროს. ამ რაიონს ასევე ეკუთვნის სევილიის საკათედრო ტაძარი, დონი ელვირას მოედანი, რომელიც მოცულია ფორთოხლის ხეებით, და გველების ქუჩა, ქალაქის კომერციული ცენტრი.
სევილიას საკათედრო ტაძარი
სევილიას საკათედრო ტაძარი (Catedral de Sevilla) – უდიდესი გოთიკური რელიგიური აღჭურვილობაა ესპანეთში. მავრიტანელების მმართველობის დროს ამ ადგილას მეჩეთი იყო, რის შემდეგაც საუკუნეების შემდეგ დაიწყო ეკლესიის მშენებლობა. ტაძარში ინახება მურილიოს, ვალესკესისა და გოიას ნამუშევრები და ქრისტოფერ კოლუმბის საფლავი.
ტაძრის მონახულება სრული წლის მანძილზე შესაძლებელია, შესვლის ღირებულება ზრდასრულებისათვის 9 ევროს შეადგენს, სტუდენტებისა და პენსიონერებისათვის – 4 ევროს. ორშაბათობით 16:30 საათიდან 18:00 საათამდე შესვლა ტაძარში უფასოა, აუდიოგიდის აღების შემთხვევაში კი ღირებულებას 3 ევრო ემატება.
ფლამენკოს მუზეუმი
ფლამენკოს მუზეუმი (Museo del Baile Flamenco) ააშენა მსოფლიოში ცნობილმა მოცეკვავემ, კრისტინა ოიოსმა. ექსპოზიციის ნაწილი მის პირად კოლექციებს ინახავს. აქ ვიზიტორებს შეუძლიათ ცეკვის ისტორიის გაცნობა (სევილიანელები დარწმუნებული არიან, რომ ამ ცეკვის სამშობლო ზუსტად მათი ქალაქია), კოსტიუმების და ატრიბუტიკის ხილვა და ასევე, სურვილისამებრ შეუძლიათ მონაწილეობის მიღება მასტერ-კლასებში. ამ ხელოვნებასთან გაცნობის შემდეგ, ტურისტებს ელით თვალწარმტაცი წარმოდგენა, ადგილობრივი შოუ-პროგრამა, რომელიც ესპანეთში ყველაზე განთქმულია.
მუზეუმის ექსპოზიციის ხილვა შესაძლებელია ყოველდღე 10:00 საათიდან 19:00 საათამდე (ბოლო შესვლა 18:15). წარმოდგენები იწყება 17:00, 19:00, 20:45 საათებში, ზაფხულობით კი დამატებით 22:45 საათზე. კომბინირებული ბილეთის ღირებულება შეადგენს 26 ევროს, სტუდენტებისთვისა და პენსიონერებისათვის კი 19 ევროს, 6-12 წლის ბავშვებისათვის – 15 ევროს და 6 წლამდე ბავშვებისათვის შესვლა უფასოა.
მეტროპოლი პარასოლი
მეტროპოლი პარასოლი (Metropol Parasol) – არის ადგილი, რომელზეც შეყვარებული არიან ადგილობრივები, ხოლო ტურისტები აღფრთოვანებას ვერ მალავენ. სევილიის კლასიკური აღჭურვილობის ფონზე კომპლექსი თანამედროვედ გამოიყურება. ქვედა ნაწილში მდებარეობს მუზეუმი „ანტიკვარიუმი“ – ძველი რომაული და არაბული აღჭურვილობით. პირველ ნაწილს იკავებს ცენტრალური ბაზარი. ბოლო სართულზე მდებარეობს სადამკვირებლო მოედანი. აქ ამოსვლისთანავე შეგიძლიათ სევილიას თვალი გადაავლოთ 28 მეტრის სიმაღლიდან.
მუზეუმი მუშაობს სამშაბათიდან შაბათამდე 10:00 – დან 20:00 საათამდე, კვირასა და დღესასწაულებზე – 14:00 საათამდე. შესასვლელი ბილეთის ღირებულება 2 ევროს შეადგენს.