რომში ბევრი რამაა სანახავი, მაგრამ ღირსშესანიშნაობები მის საზღვრებში არ მთავრდება. თუ მთლიანად ლაციოს რეგიონს გამოიკვლევთ, რომლის დედაქალაქიცაა რომი, მდიდარი შთაბეჭდილებებით ნამდვილად დაჯილდოვდებით. ისტორიული ღირსშესანიშნაობები, ყველა სეზონის გარე აქტივობები, გემრიელი სამზარეულო – ფლორენცია, ნეაპოლი და პომპეი რომთან ახლოს მდებარეობს. ჩვენ ერთდღიანი ვიზიტისთვის რომიდან საუკეთესო ლოკაციებს გთავაზობთ:
1. გამოიკვლიეთ ოსტია ანტიკას ანტიკური ნანგრევები
მგზავრობის დრო: 30 წთ
რომიდან ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გასაქცევია – Scavi Archeologici di Ostia Antica, საოცრად შემონახული ანტიკური რომის საზღვაო პორტი. არ გამოგრჩეთ – Terme di Nettuno, მეორე საუკუნის აბანოს კომპლექსი იატაკის მოზაიკებით და ამფითეატრი. აქ ნახავთ ანტიკურ კაფესაც.
როგორ მოხვდებით ოსტია ანტიკაში რომიდან: გაყევით ოსტია ლიდოს (Ostia Lido)-ს მატარებელს რომის სან პაოლოს სადგურიდან პირდაპირ ოსტია ანტიკამდე.
2. ეწვიეთ ეტრუსკების ქალაქს ჩერვეტერიში
მგზავრობის დრო: 55 წთ
ეტრუსკებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს რომის ცივილიზაციების განვითარებაში, მაგრამ მათი კულტურა მაინც მისტიკითაა მოცული. ერთ-ერთი საუკეთესოდ შემონახული ეტრუსკების ნანგრევები რომის სიახლოვესაა (Necropoli di Banditaccia in Cerveteri). იუნესკოს ეს დაცული ტერიტორია “მკვდრების ქალაქია” ქუჩებით, მოედნებით და ტერასებით.
როგორ მოხვდებით ოსტია ანტიკაში რომიდან: რეგულარული ავტობუსი Cotral – მეტროსადგურ კორნელიადან დადის. თუ მანქანას იქირავებთ გასავლელი მხოლოდ 45 კილომეტრია.
3. მოინახულეთ პომპეი
მგზავრობის დრო: 2.5 საათი
თუ ისტორია გიყვართ, პომპეის არქეოლოგიურ პარკს მიაკითხეთ ვესუვიუსის მთაზე, ნეაპოლის სამხრეთით. აქ თითქოს ქალაქი გაიყინა. მისი ულამაზესი ნაშთები წარმოგვიდგენს ამ ანტიკური ქალაქის უწინდელ ცხოვრებას.
როგორ მოხვდებით ოსტია პომპეიში რომიდან: სწრაფმავალ მატარებელს უნდა გაყვეთ ტერმინის სადგურიდან ნეაპოლში. შემდეგ გადაჯდეთ მატარებელში – Circumvesuviana და პირდაპირ პომპეის გაჩერებაზე ჩამოხვალთ. ამბობენ, რომ 2024 წლისთვის პირდაპირი მატარებლებიც ივლიან.
4. დაგეგმეთ ვიზიტი ტივოლის ორი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სანახავად
მგზავრობის დრო: 50 წთ
პატარა ქალაქი ტივოლი ვიზიტორებს სთავაზობს რაღაც განსხვავებული ნახონ. აქ რომის ცენტრიდან, ვილა ესტედან მარტივად მოხვდებით. რენესანსის დროინდელი რეზიდენცია მთებში მდებარეობს. დატკბით მისი ბაღის შადრევნებით და ფრესკებით.
როგორ მოხვდებით ოსტია ტივოლიში რომიდან: ამ შემთხვევაშიც უნდა გაყვეთ ავტობუსს – Cotral, პონტე მამოლოს მეტროსადგურიდან. ასევე, შეგიძლიათ გაყვეთ მატარებელს ტერმინის სადგურიდან ტივოლიში, რომელიც ყოველ 15 წუთში დადის. ტივოლის ისტორიული ცენტრიდან ვილა ადრიანაში მოსახვედრად, დაგჭირდებათ ადგილობრივი ავტობუსი ნომერი 4 ან 4X.
5. ჩაიძირეთ თერმულ აბანოებში და შეეგებეთ მონასტრებს ტუსკიაში
მგზავრობის დრო: 1.5/2 საათი
რომის ჩრდილოეთით კიდევ ერთი კარგად შემონახული საიდუმლო მდებარეობს, რომელსაც რომში ვიზიტისას ძალიან ცოტა თუ ითვალისწინებს. დაიწყეთ დღე ბომარზოს პარკის გამოკვლევით – Parco dei Mostri in Bomarzo. ეს მე-16 საუკუნის სკულპტურების ბაღია, რომელიც მფლობელმა ცოლის დაკარგვის სევდას მიუძღნა.
ტუსკია უმბრიას და ტოსკანას ესაღვრება და ბრწყინვალე ადგილია რომ თერმულ წყლებში ჩაიძიროთ, რომელიც ვულკანური წარმოშობის ნიადაგიდან მოედინება. The Terme dei Papi – პაპების პირადი აბანო იყო შუა საუკუნეების დროს. შემდეგ გაისეირნეთ ვიტერბოს უძველეს ცენტრში.
როგორ მოვხვდეთ ტუსკიაში რომიდან: ვიტერბო რომს მატარებლით უკავშირდება ტერმინის ან ოსტიენსეს სადგურებიდან. მოსტრის პარკში მოსახვედრად ჩამოდით Attigliano-Bomarzo-ს სადგურზე.
6. დალაშქრეთ სიმბრუინის მთა
მგზავრობის დრო: 1 სთ
თუ რომის 7 მთა თქვენი ადრენალინისთვის საკმარისი არ იქნება, იტალიის ერთ-ერთ გამორჩეულ ეროვნულ პარკს ეწვიეთ – Monti Simbruini. აქ ველოსიპედის ბილიკები, სალაშქრო გზები და ისტორიული ძეგლებია. საკმაოდ მარტივია ნავიგაციისთვის და გზად პატარა დასახლებებსაც აღმოაჩენთ. დატკბით აქაური ფლორით და ფაუნით და მოიწვეთ პიკნიკი უცნაური ფორმაციების კლდეების ფონზე.
როგორ მოვხვდეთ სიმბრუინიში რომიდან: პარკის ყველა ქალაქი რომთან ავტობუსებითაა (Cotral) დაკავშირებული. იქიდან კი გაუყვებით სურვილისამებრ.
7. გაატარეთ დღე ბოჰო ბორგოში, კალკატაში
მგზავრობის დრო: 1 სთ
იტალიაში უამრავი ლამაზი მთის ქალაქია. ეს კონკრეტული რომთან მდებარეობს. კალკატას (Calcata) ისტორიული ცენტრი 1930 წლის მთავრობამ დაცალა, რადგანაც ეშინოდათ არ დანგრეულიყო. ის მიტოვებული ქალაქი იყო 1960 წლამდე. შემდეგ კი არტისტებმა სიცოცხლე დაუბრუნეს და მთავრობამაც ანტიკური შენობების აღდგენა დაიწყო. აქ კაფეები, ხელოვნების გალერეები და სხვა სასიამოვნო სივრცეებია.
როგორ მოვხვდეთ კალკატაში რომიდან: გაყევით 32 ნომერ ავტობუსს ფლამინოს სადგურიდან.
8. იხილეთ დუომო და შუასაუკუნეების საოცრებები ორვიეტოში
მგზავრობის დრო: 1.25 სთ.
რომსა და ფლორენციას შორის მდებარე კლდოვანი ქალაქი ორვიეტო, კლასიკური ერთდღიანი მოგზაურობის ვარიანტია დედაქალაქიდან. აქ არაჩვეულებრივი რესტორნები დაგხვდებათ ადგილობრივი კერძებით და რაც მთავარია, ყველგან საოცარი ხედებით. ორვიეტოს გასაოცარს ხდის მისი გოთიკური ტაძრები. იხილეთ დუომო და გადმოიხედეთ ტორე დელ მოროს კოშკიდან. ორვიეტოს მიწისქვეშა ტურებით ეტრუსკების უძველეს ქალაქსაც დაათვალიერებთ.
როგორ მოვხვდეთ ორვიეტოში რომიდან: მატარებლები ტერმინის სადგურიდან დადიან.
9. იხილეთ რენესანსის შედევრები ფლორენციაში
მგზავრობის დრო: 1.5 სთ
მართალია ერთ დღეში ფლორენციის ღირსშესანიშნაობებს ვეერ დაათვალიერებთ, მაგრამ 1 დღე მაინც კარგია ეს ქალაქი რომ შეიგრძნოთ. მატარებლის სადგურიდან მიდით დელ დუომოს პიაცაზე, სადაც ქალაქის სამი მთავარი ძეგლი დაგხვდებათ. შემდეგ გზა განაგრძეთ სინორიას მოედანზე, იხილეთ მერიის შენობა და პალაცო ვეკიო, ასევე უფიცის გალერეა.
როგორ მოვხვდეთ ფლორენციაში რომიდან: მატარებლები ფლორენციის სანტა მარია ნოველას სადგურში ტერმინის სადგურიდან დადიან.
10. კასტელი რომანი ბრწყინვალე მიმართულებაა გურმანებისთვის
მგზავრობის დრო 40 წთ
რომთან ახლოს მდებარე ეს მიმართულება ერთვარი კულინარიული ტურია საინტერესო ისტორიით. დააგემოვნეთ ადგილობრივი საკვები და თეთრი ღვინო, რომელსაც აქვე, ქალაქის ისტორიულ ვენახებში ამზადებენ.
როგორ მოვხვდეთ კასტელი რომანიში რომიდან: პირდაპირი მატარებლები ფრასკატის (Frascati) ემსახურებიან. რომში მიაკითხეთ ტერმინის სადგურს.
11. დაგეგმეთ ქუჩის კვების ტური ნეაპოლში
მგზავრობის დრო: 1/1.5 სთ
ნეაპოლი არანაკლებ შთამბეჭდავია, ვიდრე რომი. აქ შეიგრძნობთ ნამდვილ, ავთენტურ იტალიას ქალაქის ქუჩებში. ნეაპოლში ჩასვლისას აუცილებლად უნდა მიირთვათ ქუჩაში და აქ ქუჩის გემრიელ კვებას ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით.
როგორ მოვხვდეთ ნეაპოლში რომიდან: ეს ორი ქალაქი ერთმანეთთან დაკავშირებულია მატარებლებით.