Წარსულის ქალაქი, ფლორენცია – ისტორიითა და ხელოვნებით სავსე იტალიის ქალაქია – რომლის თითოეულ ქუჩასა და შენობას საკუთარი ისტორია და მნიშვნელობა გააჩნია. Ასობით წლის ხელოვნებას აქ ყველგან შეხვდებით! Წარმოგიდგენთ ათ ყველაზე მნიშვნელოვან და შთამბეჭდავ არქიტექტურულ ძეგლს ფლორენციაში, დაწყებული შუასაუკუნეებიდან იტალიის დამოუკიდებლობის დღემდე. 

ფლორენციის საკათედრო ტაძარი – დუომო

ფლორენციის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი არქიტექტურული ძეგლი ფილიპო ბრუნელესკის ტაძარი სიამაყით ატარებს ყველაზე დიდი “დუომოს” ტიტულს იტალიაში. Ის იმდენად დიდია, რომ მის დასრულებას 140 წელი დასჭირდა. Ფლორენციის არქიტექტორებმა დაიწყეს მასიური ქმნილების შექმნა 1294 წელს და იცოდნენ რომ პირველ რიგში მათ იტალიაში ყველაზე დიდი გუმბათის შექმნა სურდათ, ისეთი, რომლის აშენების ტექნიკა და ტექნოლოგია კოლოსალურ დაგეგმვარებას საჭიროებდა. Მისი მშენებლობა 1436 წელს დასრულდა, მისი ფასადი კი რამოდენიმეჯერ იყო რესტავრირებული 1870 წლამდე და მუდმივად იცვლებოდა, თუმცა, დღესდღეობით მას უკვე არავინ არ კიდებს ხელს და ისეთივე გრანდიოზულ ქმნილებად რჩება, როგორც 600 წლის წინ. 

Სან ლორენცოს ბაზილიკა

ტაძრის პირველი სტრუქტურა ერთ-ერთი ყველაზე ძველია ფლორენციაში, ეს ჩანს იმ შიშველ ქვის ფასადზეც, რომელიც ხელშეუხებელი დარჩა. Ბაზილიკა იყო მედიჩის ოჯახის ეკლესია აღორძინების მთელი პერიოდის მანძილზე, და 1400-იან წლებში ჯოვანი დე ბიჩი-დე-მედიჩიმ ექსპლუატაციაში გაუშვა ახალი ეკლესია, რომელიც შეიცვალა მასზე მომუშავე მხატვრების მეშვეობით. Ყველაზე დიდი ცვლილება კი მიქელანჯელოს ოთახმა და მედიჩის საათმა განაპირობა, რომელიც მოგვიანებით დაემატა. Სან ლორენცოს ბაზილიკა ცნობილია აღორძინების ეპოქის არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნიმუშებით, მისი სიმეტრიითა და ჰარმონიით. Მიქელანჯელოს ქმნილება კი საუკეთესო მაგალითია ინოვაციური და თანამედროვე არქიტექტურის გამო, რომელიც კიდევ უფრო ცნობილი ხდებოდა 1520-იან წლებში. 

Სანტა-მარია-ნოველას ბაზილიკა

სანტა-მარია-ნოველას ეკლესია დომინიკანის ორდენის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ბაზილიკაა, რომლის მშენებლობაც მე-13 საუკუნეში დაიწყო. Ძირითადი სტრუქტურა დასრულებული იყო, ფასადი კი საჭიროებდა დასრულებას, თითქმის 200 წელიწადში ლეონე ბატისტა ალბერტიმ დაამუშავა ინკრუსტირებული ფასადი შავი და თეთრი მარმარილოსაგან და დაამატა ანტიკურობის არქიტექტურის ელემენტები, რომელიც მალევე გახდა მთავარი აღორძინების ეპოქის სათავე არქიტექტურაში. Დღეს სანტა-მარია-ნოველას ეკლესია მდებარეობს მთავარ რკინიგზის სადგურთან იგივე სახელწოდებით, გვერდით კი მასაჩოს შედევრი “წმინდა სამება” მდებარეობს. 

Პიტის სასახლე

Პირველად შექმნილი როგორც ფლორენციის ბანკირის ლუკი პიტის სახლი 1458 წელს, პალაცო პიტი აღორძინების ეპოქის არქიტექტურის მშვენიერ მაგალითს წარმოადგენს მისი სიმეტრიული სტრუქტურის, მძიმე ფართო თაღების და ქვის კოლონებისა და კედლების გამო. Მოგვიანებით კოზიმო მედიჩის მეუღლემ, ელეონორა დი ტოლედომ შეიძინა ეს სახლი და ეს სასახლე ეკუთვნოდა მის ოჯახს საუკუნეების მანძილზე, ივსებოდა უამრავი საგანძურით და ხელოვნების ნიმუშებით, რომელსაც მედიჩი იძენდა წლების მანძილზე. Დღეს ის ფლორენციის ყველაზე დიდი მუზეუმია, სადაც მდებარეობს სხვადასხვა სამხატვრო გალერეები, ლამაზი ბობოლის ბაღები და ელეონორა დი ტელოდის ცნობილი კაბა მისი პორტრედიდან, რომელიც ანიოლო ბრონზინომ შექმნა. 

Პალაცო-ვეკიო

Პალაცო ვეკიო, ან “ძველი სასახლე”, ფლორენციის რატუშად არის ქცეული და ყველაზე შთამბეჭდავი ქმნილებაა ტოსკანაში. Ის 1299 წელს აშენდა როგორც ციხე-სიმაგრე პოლიტიკური არეულობით დროს, მისი მონუმენტალური სიდიდე და სტრუქტურა, და ასევე მაღალი გოთიკური-რომაული სამრეკლო ფლორენციის სიძლიერესა და გრანდიოზულობას ასახავდა და აშინებდა პოტენციურ მტრებს. Სასახლის წინა ნაწილში მდებარეობს ყველაზე ძლიერი და მნიშვნელოვანი გილდიების ემბლემმები, რომელიც ფლორენციის სიმდიდრესა და მრავალფეროვნებას წარმოადგენს. Პიაცა დელ სინიორაზე მდებარე პალაცო-ვეკიო რჩება როგორც პოლიტიკურად, ასევე არქიტექტურულად მნიშვნელოვანი ობიექტი ფლორენციის ისტორიაში, სადაც ნიკოლო მაკიაველის კაბინეტიც მდებარეობს. 

Ბარჯელო

1255 წელს შექმნილი ბარჯელო სტილით პალაცო ვეკიოს გავს მისი გრანდიოზული ციხე-სიმაგრისა და მაღალი სამრეკლოს გამო. თავდაპირველად ის აშენდა ქალაქის კომუნისათვის განკუთვნილ შენობად და წარმოადგენს ფლორენციაში ერთ-ერთ ყველაზე ძველ საზოგადოებრივ შენობას. Მე-16 საუკუნის ბოლოს მედიჩის ოჯახმა ბარჯელო პოლიციის დეპარტამენტად და ციხედ გადააქცია, რომელიც ინარჩუნებდა სტატუსს 1859 წლამდე, შემდგომ ის სამხატვრო მუზეუმად გადაიქცა. Დღესდღეობით აქ ინახება რამოდენიმე მნიშვნელოვანი ანტიკურობის ქანდაკება და სკულპტურა აღორძინების პერიოდიდა, მათ შორის მიქელანჯელოს და დონატელოს ნამუშევრებიც. 

Სანტა კროჩეს ბაზილიკა

Სანტა კროჩეს ბაზილიკა ყველაზე დიდი ფრანცისკანული ეკლესიაა მსოფლიოში, სადაც მდებარეობს 16 სხვადასხვა სამლოცველო. Ბევრი ცნობილი და კულტურულად მნიშვნელოვანი ფლორენციელი და იტალიელი მოღვაწის მემორიალი ზუსტად აქ მდებარეობს, მაგალითად დანტესი, გალილეო გალილეისი, მაკიაველის და მიქელანჯელოს. ეკლესიის ფასადი მნიშვნელოვნად დაზიანდა 1966 წლის წყალდიდობის დროს, თუმცა მალევე აღორძინდა და მე-19 საუკუნიდან მოყოლებული იზიდავს ტურისტებს მისი გრანდიოზულობის შესაცნობად. 

Სანტო სპირიტოს ბაზილიკა

Სანტო სპირიტოს ბაზილიკა ასევე აღორძინების ეპოქის მაგალითია, თუმცა სანტა-მარია-ნოველასა და სანტა კროჩესგან განსხვავებით, სანტო სპირიტოს ფასადი შეუმუშავებელი დარჩა, მარმარილოსა და სკულპტურების გარეშე. Დღეს ის მთლიანად თეთრად არის შეღებილი და სადად გამოიყურება. ინტერიერში ბევრი ფრესკა და მიქელანჯელოს ხის ჯვარცმა მდებარეობს. Როცა მიქელანჯელო 17 წლის იყო, მას უფლება მისცეს შეეცნო საავადმყოფოში მყოფი პაციენტები, თუმცა ეს პრაქტიკა არალეგალური იყო და ამიტომაც ის ქმნიდა პატარა ხის ქრისტეს ქანდაკებებს მის რეალისტურ ნამუშევრებში. 

Პონტე-ვეკიო

Პონტე-ვეკიო, ან “ძველი ხიდი” ფლორენციის ყველაზე ძველი ხიდია, ის რომაულ პერიოდში თარიღდება. Პატარა, ზღაპრული მაღაზიები ხიდის გასწვრივ მოჩანს მდინარიდან და ხიდს კიდევ უფრო უნიკალურს ხდის. ის ასევე ერთადერთი ხიდია, რომელიც გადაურჩა მეორე მსოფლიო ომს. 

Პიაცა რეპუბლიკა

Პიაცა რეპუბლიკა ფლორენციის არქიტექტურული ძეგლების ერთ-ერთი ახალი ნიმუშია. Დიდი და ფართო სივრცე გამოიყოფა აღორძინების ეპოქის არქიტექტურას შორის. Პარიზის ოსმანური კონცეფციის მაგალითად, 1880-1890-იან წლებში, პიაცა რეპუბლიკა იმისათვის იყო აღორძინებული, რომ გარდაექმნა ქალაქი “თანამედროვე” სივრცედ გახსნილი ადგილების, დიდი ნეოკლასიკური თაღებისა და პატრიოტული ძეგლების ხარჯზე.