აგროტურიზმი ევროპაში საკმაოდ პოპულარულია და ბევრ ტურისტს იზიდავს. ის განსაკუთრებით განვითარებულია იტალიაში და აქ ნახავთ უმშვენიერეს ადგილებს სანაპიროების და კულინარიული მოგზაურობის გაერთიანებისთვის.

ბარანი, ლიგურია

ჩინკე ტერე იტალიის ერთ-ერთი ტოპ მიმართულებაა, სადაც წლის მანძილზე ბევრი ადამიანი ჩადის. მაგრამ, საოჯახო ფერმები წყნარ სოფელ კორნილიაში (Corniglia) მდებარეობს, სადგურიდან 15 წუთის სავალ გზაზე. კორნილიას ქვიანი სანაპიროც აქვე მდებარეობს და სოფელში ბევრი სალაშქრო ბილიკია.

გლი აგრუმეტი სულ მარე, სიცილია

ეტნას მთასა და ზღვას შორის მდებარე ძველ ფერმებში გარშემო სულ ლიმნის და ფორთოხლის ხეებია. სანაპიროც აქვე, 100 მეტრში მდებარეობს, ხოლო დატვირთული კატანია და ტაორმინა 1 საათის გზაზე არიან. გამორჩეული ფერმაა – Gli Agrumeti sul Mare, რომლის მფლობელიც თავად იღებს სტუმრებს და ტურებს უტარებს.

ლასასია, ტოსკანა

ტირენეის სანაპიროსთან მდებარე ეს ფერმა სახლში მომზადებულ საჭმელ-სასმელს შემოგთავაზებთ. აქ ჩოგბურთის კორტი, აუზი, სათამაშო ზონა და გასაქირავებელი ველოსიპედებია. აქედან პიზა 1 საათის გზაზეა, სიენა და ფლორენციაც ახლოსაა.

ტენუტა ვინია კორალო, პუგლია

ოტრანტო პუგლიის ადრიატიკის სანაპიროა ლამაზი პორტით, ციხესიმაგრით და კათედრალით მე-12 საუკუნის მოზაიკებით. Tenuta Vigna Corallo აუზიანი ფერმაა ვენახებით, 300 მეტრში კი სანაპიროს ნახავთ. სტუმრებს სთავაზობენ ღვინის დაგემოვნებას.

პოდერე გიულიო, ლაციო

ეს ფერმა (Podere Giulio) მარემას სანაპიროსთან მდებარეობს ვერანდით და ბოსტნეულის ბაღით. იუნესკოს სიაში შესულ ტარკინიაში 3000-წლოვან ეტრუსკულ ნანგრევებს ნახავთ, მატარებლით კი რომს და ვატიკანს მოინახულებთ.

ტორე კანიანი, კამპანია

ამალფის სანაპირო პოპულარულია ფერადი სოფლებით, კლდეებით და ვილებით. სორენტოს დასავლეთით მდებარე ეს ორგანული ფერმა (Torre Cangiani) მე-17 საუკუნეში აშენდა. სორენტოში და პოზიტანოში აქედან ავტობუსები დადიან. დი პუოლოს სანაპირო ფერმასთან ძალიან ახლოს მდებარეობს.

ციო კრისტოფორო, სილენტო

ამალფის სანაპიროს სამხრეთით მდებარე სილენტო (Cilento) მთებით, მშვიდი სანაპიროებით, დაბალი ფასებით და ცხოვრების ნელი ტემპით გამოირჩევა. ფერმას (Zio Cristoforo) პალმების ჩრდილში მდებარე აუზები აქვს. სანაპირო ფეხით ნახევარი საათის, ხოლო ველოსიპედით 5 წუთის გზაზეა. აქ ნახავთ პაესტრუმის გასაოცარ ბერძნულ ნანგრევებსაც.

აქუა დი ფრისო, კალაბრია

მზის, ქვიშის და საკვების მოყვარულებს, იონიის ზღვის ნაპირთან მდებარე ეს ფერმა (Acqua di Friso), თავისი ორგანული ბაღით, სასიამოვნო დასვენებას ჰპირდება. აქ თეთრი ქვიშის ულამაზესი სანაპირო მდებარეობს.

ფიორი დელ კონერო, ლო მარში

კონეროს რეგიონული პარკი ადრიატიკის სანაპიროზეა გაჭიმული თეთრი გამოქვაბულებით კლდეების ქვეშ. ეს ფერმაც (Fiori del Conero) ჩრდილოეთ კუთხეში მდებარეობს, ანკონას კათედრალიდან ავტობუსით მოხვდებით. მეპატრონე აუცილებლად გირჩევთ ახლომახლო ადგილებს მოსანახულებლად, დაგათვალიერებინებთ ციტრუსის და ზეთისხილის ხეებს და ველებს.

ლა კასა დი სპინოსელა, სარდინია

სარდინიას ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარე ეს ფერმა (La Casa di Spinosella) ახლოსაა ქვიშიან სანაპიროსთან და გამოქვაბულებთან და ულამაზეს ხედებს გვთავაზობს. აქ საუზმე და სადილი ნატურალური, ფერმის პროდუქტებით მზადდება. ალგეროში კი აქედან 1 საათში მოხვდებით.