1982 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, ფლორენციის ისტორიული ნაწილი, რენესანსის ხელოვნების და არქიტექტურის სიმდიდრეს წარმოგვიდგენს. აქ ყველა უბანი იმ მოედნის გარშემო მდებარეობს სადაც ბაზრები და საჯარო ღონისძიებები ტარდება. მას შემდეგ, რაც ტურიზმის ინდუსტრიამ ქალაქის ტრანსფორმაცია მოახდინა და ყოველწლიურად აქ მილიონობით ტურისტის ჩამოსვლის გამო საერთაშორისო ატმოსფერო იქმნება, ფლორენციის უბნები მაინც განაგრძობენ ავთენტური იდენტობის გამოხატვას და საშუალებას გაძლევენ ქალაქის განსხვავებული ხასიათი აღმოვაჩინოთ.

პიაცა დელ დუომო & პიაცა დელა სინორია

საუკეთესო ხელოვნებისა და არქიტექტურისთვის

ფლორენციის გლობალურად ცნობილი ძეგლები ქალაქის ცენტრშია თავმოყრილი. ეს არეალი პიაცა დელ დუომოდან პიაცა დელა სინორიამდე გრძელდება. პიაცა დელ დუომოში მოინახულეთ სანტა მარია დელ ფიორეს შთამბეჭდავი კათედრალი, რომელსაც 140 წელი აშენებდნენ და ფლორენციის მთავარი რელიგიური ნაგებობაა. ამ ორ უბანს ერთმანეთთან ვია დეი კალზაიუოლის ქუჩა აკავშირებს, ფლორენციის დატვირთული ადგილი. პიაცა დელა სინორიაში ციხესიმაგრის მსგავს პალაცო ვექიოს ჩრდილში მოექცევით. ის ქალაქის ძალაუფლებას 7 საუკუნის მანძილზე წარმოგვიდგენდა. აქ ნახავთ ფლორენციის ყველაზე მნიშვნელოვან მუზეუმს, უფიცის, სადაც კარავაჯოს, და ვინჩის, ბოტიჩელის და მიქელანჯელოს ნამუშევრებია.

სანტა მარია ნოველა

საუკეთესო ტრანსპორტის თვალსაზრისით

სანტა მარია ნოველას სარკინიგზო სადგურთან მდებარე უბანი ფლორენციის სატრანსპორტო ჰაბია. მაღალსიჩქარიანი მატარებლები იტალიის ყველაზე დიდი ქალაქებიდან სწორედ აქ ხვდებიან. ეს მრავალფეროვანი უბანი 10 წუთის ფეხით სავალ გზაზეა დუომოდან და ცენტრალური ბაზრიდან. მოინახულეთ სანტა მარია ნოველას ბაზილიკა უბნის შუაგულში. გოთიკური და რენესანსის შედევრების სანახავად ეწვიეთ პირველ ურბანულ არტ გალერეას ფლორენციაში Street Levels Gallery.

სან ლორენცო და სან მარკო

საუკეთესო ბაზრის ატმოსფეროთი და რენესანსის ძეგლებით

ფლორენციის სარკინიგზო სადგურიდან ვია ნაციონალეთი სან ლორენცოს საყვარელ უბანში ადვილად მოხვდებით და თავს ქალაქის უდიდეს ბაზრობაზე აღმოაჩენთ, დატვირთულზე, ხმაურიანზე და მულტიკულტურულზე. ქალაქის ამ კომერციულ კუთხეში მასიურად წარმოებულ სუვენირებს შეიძენთ. ცენტრალური ბაზრის დახურული და ღია სივრცეც ტყავის ნაწარმს, ხელნაკეთ ნივთებს და ადგილობრივ საკვებ პროდუქციას ეძღვნება. თუმცა, სან ლორენცოში მხოლოდ შოპინგი არაა მთავარი აქტივობა. ამ უბანშ მედიჩის ოჯახის ისტორიას გაეცნობით, რომლებიც ფლორენციას 300 წლის მანძილზე მართავდნენ და მემკვიდრეობაზე დიდი კვალი დატოვეს.

სან მარკოს უბანი, რომელიც სან ლორენცოს ჩრდილოეთით გრძელდება, ფლორენციის საუნივერსიტეტო ჰაბია. აქ პიაცას კიბეებზე სტუდენტები იყრიან თავს და მოინახულებთ საუნივერსიტეტო მუზეუმებს, ბოტანიკურ ბაღებს და ბუნების ისტორიის მუზეუმს. სან მარკოში მიქელანჯელოს ყველაზე ცნობილი შედევრი – დავითი ინახება.

სანტა გროსი & სან’ამბროჯიო

საუკეთესო გვიან საღამოს სასმელებისთვის

პიაცა სანტა გროსი შთამბეჭდავი სანტა გროსის ბაზილიკის ჩრდილშია მოქცეული. საღამოობით მის გარშემო ათასობით სტუდენტი იყრის თავს და უბანს აცოცხლებს. ესტუმრეთ აქაურ პაბებს. სან ამბროჯიო ფლორენციის უძველესი ბაზრობის ადგილია. ეწვიეთ დღისით ახალი ხილის და ბოსტნეულის მისამრთმევად.

სან ფრედიანო & სანტო სპირიტო

საუკეთესო აპერეტივისთვის და ხელნაკეთი ნივთებისთვის

ეს უბნები სავსეა ბარებით, ვინტაჟ მაღაზიებით, ატელიებით და რესტორნებით. ომის შემდეგ, ბევრმა ფლორენციელმა ხელოვანმა აქ სახელოსნოები გახსნა, რადგანაც ამ უბნებში ქირის ფასი ნაკლები იყო. თვის ყოველ მეორე შაბათს აქ ანტიკური ნივთები და ავეჯი იყიდება.

ბობოლი, სან ნიკოლო & სან მინიატო

საუკეთესო ბაღებისთვის და ქალაქის ხედებისთვის

პალაცო პიტის უკან ბობოლის ბაღები დაგხვდებათ, იტალიური ლანდშაფტის არქიტექტურის საოცარი ნიმუში, რომელმაც ევროპის სხვა არისტოკრატიული ბაღები შთააგონა. პიაცლე მიქელანჯელო ქალაქის უმაღლესი ადგილია, საიდანაც ხედებით დატკბებით.