პუგლია ყველაფერია, რაც სამხრეთ იტალიაში იზიდავთ და ძალიან ხიბლავთ: სუფთა სანაპიროები, თეთრი სოფლები და გემრიელი ადგილობრივი ღვინო. აქ ძალიან ბევრი აქტივობის დაგეგმვა შეიძლება, მაგრამ თუ არ იცით საიდან უნდა დაიწყოთ, გამოგვყევით:
1. გადადით კუნძულზე ტრემიტის არქიპელაგზე
ტრემიტის კუნძულებზე კრისტალივით სუფთა წყალი, ფიჭვის ტყეები და ულამაზესი სანაპიროები დაგხვდებათ. საუკეთესო ამინდებისთვის და ნაკლები ხალხმრავლობისთვის ისე როგორც ეს ივლისსა და აგვისტოში ხდება, ტრემიტის ივნისში ან სექტემბერში ეწვიეთ. ბორნები აქ რამდენიმე ადგილიდან მოდიან. გაითვალისწინეთ, რომ ზამთარში თითქმის ყველაფერი დახურულია.
2. დალაშქრეთ გარგანოს ეროვნული პარკი
ეს იტალიის ერთ-ერთი ულამაზესი ეროვნული პარკია, შესული იუნესკოს დაცული ტერიტორიების სიაში, სალაშქრო ბილიკებით, პანორამებით და სხვადასხვა სახეობის ორქიდეებით. ვიესტე პუგლიას ყველაზე ატმოსფერული სანაპირო ქალაქია, იდეალური გარგანოს პარკის გამოსაკვლევად.
3. მოილხინეთ როგორც ადგილობრივმა მასერიაში
წამოწექით აუზთან ფორთოხლის ხის ჩრდილში, დააგემოვნეთ ზეთისხილი და დაესწარით პასტას დამზადების ვორქშოფებს. მასერიაში ბევრი არჩევანი გელოდებათ.
4. იპოვნეთ თქვენი იდეალური პუგლიური სანაპირო
აქაური სანაპიროები იტალიაში საუკეთესო სანაპიროების სიაში შედიან. აირჩიეთ ქვის ფორმაციები ბაია დელე ზაგარიში, სალენტოს კარიბის ზღვის მსგავსი ნაპირები, ქვიანი დელაკუავივა ან პუნტა დელა სუინა.
5. აღნიშნეთ სანაპირო მემკვიდრეობა ტრაბუკოში
პუგლიას ნაპირებს, პესიჩის და ვიესტეს შორის, უზარმაზარ ტიმ ბარტონისეულ ნაგებობას აღმოაჩენთ წყალში. ეს ტრაბუჩია, ისტორიული სათევზაო კომპლექსური სისტემა, რომელიც რამდენიმე წელია რაც მიტოვებულია და ადრიატიკის მნიშვნელოვან კულტურულ ძეგლს წარმოადგენს.
6. გაისეირნეთ ველოსიპედით ვალე დიტრიაში
Valle d’Itria ფანტასმაგორიული ქალაქია ვენახებით, ზეთისხილის ხეებით, ჰობიტონის მსგავსი სახლებით და უნიკალური, იუნესკოს დაცული ალბერობელოთი. იქირავეთ ველოსიპედი და გამოიკვლიეთ ეს მისტიკური დასახლება. გირჩევთ: e-Bike Puglia.
7. მოიხიბლეთ პიზიცათი
pizzica ისტერიული ფოლკლორული ცეკვაა, რომლის ყურებაც ჰიპნოზურ სპექტაკლს ჰგავს. მისი ლამაზი რიტმი უბრალოდ ათავისუფლებს სხეულს და გონებას. საუკეთესო ადგილი მის შესაგრძნობად სალენტოა. აგვისტოში აქ ამ ცეკვის ფესტივალებიც იმართება.
8. შეიგრძენით ბაროკო ლესეში
Lecce – არქიტექტურული საოცრებაა ულამაზესი ბაროკოს ეკლესიით, რომლის ფასადზეც ალეგორიული გამოსახულებები დაგხვდებათ. მოინახულეთ გასაოცარი პიაცა დელ დუომოც, განსაკუთრების მზის ჩასვლის პერიოდში. კაფე ალვინოში კი უგემრიელეს იტალიურ სამზარეულოს დააგემოვნებთ.