პიზა იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი ქალაქია, სადაც ბევრ რამეს ნახავთ და გააკეთებთ. რა თქმა უნდა, მისი მთავარი ღირსშესანიშნაობა დახრილი კოშკია, მაგრამ პიზა მის მიღმა სხვა ბევრ საინტერესო რამესაც გთავაზობთ.
-
იმიტომ, რომ ახვიდეთ დახრილ კოშკზე
ყველამ იცის, რომ პიზას აქვს კოშკი, რომელიც გადახრილია. ის პიაცა დეი მირაკოლიზე მდებარეობს, იტალიის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ მოედანზე. ფოტოების გადაღების შემდეგ, აუცილებლად ადით მის წვერზე. ამისათვის, დაახლოებით 300 მარმარილოს კიბის გავლა მოგიწევთ, მაგრამ იქ დახვედრილი ხედის გამო ამის გაკეთება ნამდვილად ღირს. მდინარე არნოზე, მთებით გარშემორტმული ქალაქის მოშორებით, თუ გაგიმართლათ, ზღვასაც შენიშნავთ.
-
იმიტომ, რომ დატკბეთ დუომოთი
პიაცა დეი მირაკოლიზე პიზის კოშკის გარდა, იტალიის უმშვენიერესი კათედრალი, დუომო სანტა მარია ასუნტა მდებარეობს. ეს ეკლესია რომაულ-პიზური გოთიკური აქიტექტურის უბადლო ნიმუშია და მთლიანად თეთრი მარმარილოთია აგებული. დუომოს თეთრ ფასადსა და გარშემო არსებულ სიმწვანეს შორის არსებული ფერთა კონტრასტი ნამდვილად შთამბეჭდავია.
-
იმიტომ, რომ იხილოთ გალილეოს დაბადების ადგილი
ცნობილი იტალიელი მეცნიერი გალილეო გალილეი პიზაში, 1654 წელს დაიბადა. მისი სახლი ჯუზეპე გიუსტის 24 ნომერში მდებარეობს. სამწუხაროდ, აქ მუზეუმი არაა და არც სახლის კარია საჯაროდ ღია, თუმცა დაათვალიერეთ ლამაზი ფასადი და გაისეირნეთ ბორგო სტრეტოზე, პიზას უძველეს ქუჩაზე.
-
იმიტომ, რომ იცხოვროთ კოლეჯის ატმოსფეროში
ბევრმა ტურისტმა არ იცის, რომ პიზა იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტუდენტური ქალაქია. პიზას უნივერსიტეტი 1343 წელს დაარსდა და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ყველაზე დაფასებული სასწავლებელია. სტუდენტების საყვარელი ადგილია პიაცა დეი კავალიერი, სადაც ნაპოლეონის დაარსებული უნივერსიტეტი მდებარეობს.
-
იმიტომ, რომ გაოცდეთ კიტ ჰარინგის გრაფიტით
კიტ ჰარინგის გრაფიტის ტუტომონდო ეწოდება. ცენტრალურ სადგურთან ახლოს მდებარე ეს ქუჩის ხელოვნება ჰარმონიისა და მშვიდობის რეპრეზენტირების სიმბოლოა.
-
იმიტომ, რომ ნახოთ სანტა მარია დელა სპინა
პიზის კოშკის მოპირდაპირე სანაპიროზე, მდინარე არნოს გადაღმა, გასაოცარ გოთიკურ ტაძარს იხილავთ. სამწუხაროდ, მნახველებისთვის ღია არაა, თუმცა ლამაზი ფოტოების გადაღების საშუალებას მაინც მოგცემთ.
-
იმიტომ, რომ მიირთვათ ჟელატო
პიზა სავსეა ნაყინის კაფეებით, მაგრამ საუკეთესო La Bottega del Gelato-აა, პატარა სანაყინე პიაცა გარიბალდიზე. შეუკვეთეთ ცნობილი იტალიური ნაყინი სეზონური ტოპინგებით და შემდეგ დაუყევით რიყის ქუჩებს.
-
იმიტომ, რომ შეიგრძნოთ ნამდვილი იტალია
იტალიელებს ყველანაირი ბაზრობა უყვართ, თუმცა საკვების ბაზარი მათთვის შეუცვლელად პრიორიტეტულია. პიაცა დელ ვეტოვაგლიაზე უძველესი ბოსტნეულის და ხილის ბაზრებია. ივაჭრეთ და მიირთვით სწრაფი ლანჩი, ავთენტური იტალიური ცხოვრების შესაგრძნობად.
-
იმიტომ, რომ გამოსცადოთ რომანტიკული მზის ჩასვლები
არნოს თავისებური ჯადოქრობა გააჩნია, განსაკუთრებით მზის ჩასვლის დროს. პიზის მთავარი მდინარე ქალაქის ისტორიულ ნაწილს გადის და ის ფერადი შენობებითა და სასახლეებითაა გარშემორტყმული. ეს შესანიშნავი ადგილია მზის ჩასვლით დასატკბობად, განსაკუთრებით მაშინ, თუ საყვარელ ადამიანთან ერთად იმყოფებით.
-
იმიტომ, რომ გამოიკვლიოთ ქალაქი ველოსიპედით
პიზა ძალიან პატარა ქალაქია, ასე რომ, მას ერთ დღეში ადვილად დაათვალიერებთ. ამისათვის საუკეთესო გზა ველოსიპედით სიარულია. აქ მის ქირაობას მარტივად მოახერხებთ.
-
იმიტომ, რომ მონაწილეობა მიიღოთ პიზას წიგნის ფესტივალზე
ყოველწლიურად, პიზა წიგნის იტალიური დედაქალაქი ხდება. ამ დროს აქ 100-ზე მეტი გამომცემელი ჩამოდის და დაახლოებით 200 ღონისძიება ეწყობა. წიგნის ფესტივალი როგორც წესი, სექტემბერი/ოქტომბრის თვეში იგეგმება.
-
იმიტომ რომ, მიიღოთ რელაქსაცია თერმო-კურორტზე
პიზას პროვინციაში ტოსკანას უძველეს ცხელ წყაროებს აღმოაჩენთ: კასკიანას. ეს თერმო კურორტი საუკეთესო მიმართულებაა მათთვის, ვისაც რელაქსაცია სჭირდება. აქ შეძლებთ რამდენიმე საათი სიმშვიდეში გაატაროთ, ქალაქის ქაოსისგან მოშორებით.
-
იმიტომ, რომ წახვიდეთ სანაპიროზე
ზაფხულობით საუკეთესო რამ, რასაც აქ საკუთარ თავს გაუკეთებთ, სანაპიროზე ვიზიტია. ამას საჯარო ტრანსპორტითაც მოახერხებთ. სანაპიროები ქალაქიდან 15-20 წუთის სავალზე მდებარეობენ. უახლოესი მათგანია მარინა დი პიზა, თუმცა უკეთესი გამოცდილებისთვის, ეწვიეთ პატარა ქალაქ კასტიგლიონჩელოს, რომელსაც როგორც ქვიანი, ასევე ქვიშიანი სანაპიროები აქვს. იქ მოსახვედრად გირჩევთ მატარებელს, სულ 30 წუთის გზას.