რა ვნახოთ

ევროპის გამორჩეული სასაფლაოები როგორც ღირსშესანიშნაობა

ევროპის სასაფლაოები ამავდროულად ულამაზესი ადგილებია მოსანახულებლად. დროდადრო ისინი ტურისტულ ღირსშესანიშნაობებად იქცნენ. ზოგი აქ საყვარელი ცნობილი ადამიანის საფლავის მოსანახულებლად ზოგი კი უბრალოდ გასასეირნებლად მოდის. ჩვენ საუცხოო სასაფლაოებს გირჩევთ:

პერ-ლაშეზის სასაფლაო (Cemetiere du Pere Lachaise),

პარიზი

ეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მონახულებადი სასაფლაოა. ამ მთაზე გაშენებულ სასაფლაოზე ცნობილი ადამიანები განისვენებენ. მათ შორის არიან: ოსკარ უაილდი, მარსელ პრუსტი, ჯიმ მორისონი, შოპენი და ედიტ პიაფი.

ძველ ებრაული სასაფლაო

პრაღა

ეს კი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთული სასაფლაოა. აქ დაახლოებით 100 000 სხეულია დამარხული. ძველ ებრაული სასაფლაო პრაღის ებრაული ნაწილის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

Merry Cemetery

სოფელი საპანტა, რუმინეთი

ამ სასაფლაოზე ფერადი საფლავის ქვებია ჩამწკრივებული და ის ღია ცის ქვეშ მუზეუმად და ეროვნულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობად იქცა.

ამერიკული სამხედრო სასაფლაო,

ნორმანდია საფრანგეთი

ამ სასაფლაოზე 10 000 ამერიკელი სამხედროა დაკრძალული. მისი დიზაინი საკმაოდ მარტივია: აქ ერთნაირი ზომის თეთრი ჯვრებია ჩამწკრივებული.

მსიდას ბაღი

ვალეტა, მალტა

ეს ცნობილი სასაფლაო მალტას დედაქალაქის, ვალეტას ნავსადგურს გადაჰყურებს. ის საუკუნეების წინ ნაპოლეონის შემოტევებისგან თავდასაცავ ადგილად აშენდა, მაგრამ შემდეგ განსასვენებელ ადგილად იქცა. 1993 წლიდან სასაფლაო ტურისტებისთვის პოპულარულ მიმართულებად იქცა. ის გამორჩეულია მცენარეებითაც.

ჰიეტანიემის სასაფლაო/Hietaniemi Cemetery

ჰელსინკი

ეს სასაფლაო ცენტრალური რკინიგზის სადგურიდან 15 წუთის ფეხით სავალ გზაზე მდებარეობს, ჰელსინკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სანაპიროს მიღმა. ხეებს შორის დამალულ სასაფლაოზე ომში დაღუპული ჯარისკაცები განისვენებენ.

მიროგოჯის სასაფლაო/Mirogoj Cemetery

ზაგრები, ხორვატია

ამ უმშვენიერეს ადგილას 106 ნომერი ავტობუსით მოხვდებით. აქ ხორვატიის ისტორიას და კულტურას გაეცნობით და ქვეყნის ისტორიაში ბევრი ცნობილი ადამიანის საფლავს მოინახულებთ.

პრაზერესის სასაფლაო/Prazeres Cemetery

ლისაბონი, პორტუგალია

ბევრი ადამიანი ადის ტრამვაის 28 ნომერში ლისაბონის ქუჩების გასავლელად, მაგრამ ცოტა თუ რჩება ბოლომდე. ეს სასაფლაო გვთავაზობს მშვენიერ ხედებს და გაგაცნობთ ცნობილ პორტუგალიელ მოღვაწეებს. პრაზერესში ევროპის უდიდესი მავზოლეუმია.

შენი მეგზური

ქართული ტურისტული კომპანია და სამოგზაურო ბლოგი. ვაწყობთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს.

მსგავსი ბლოგები

ევროპაევროპა
ევროპა1 აგვ 2026

საუკეთესო სადღეღამისო მატარებლების მარშრუტები ევროპაში

ევროპის ღამის მატარებლები: მიუნხენი-ვარშავა, რომი-ვენეცია, ბრიუსელი-ბერლინი, ციურიხი-ზაგრები, ბუდაპეშტი-ბუქარესტი. სიხშირე და მგზავრობის დრო.

ხორვატიახორვატია
ხორვატია12 მარ 2025

3 დღე ზაგრებში: როგორ გაატარებთ ბრწყინვალე უიქენდს ხორვატიის დედაქალაქში

3 დღე ზაგრებში: ზედა ქალაქი და სან მარკის ეკლესია, გატეხილი გულების მუზეუმი, ბაზარი დოლაცი, ნაივური ხელოვნების მუზეუმი და მედვედნიცას ბუნების პარკი.

ხორვატიახორვატია
ხორვატია19 ნოე 2024

3 საუკეთესო სამოგზაურო მარშრუტი ხორვატიის დასათვალიერებლად

სამი მარშრუტი ხორვატიაში: ზაგრები, სპლიტი, ჰვარი და დუბროვნიკი; ისტრიის ქალაქები; კვარნერი, ზადარი და პლიტვიცეს ტბები. 7–10 დღე.

გინდა ამ მიმართულებით წასვლა?დაგიგეგმავთ ტურსმოგვწერე