ხორვატიის დედაქალაქის მშვიდი ქუჩების მიღმა ცოცხალი ღამის ცხოვრება იმალება. მისი შუასაუკუნოვანი შარმი და სამზარეულო მოხიბლულს დაგტოვებთ. ზაგრებს ბევრი ფარული მარგალიტი აქვს და აქ იდეალურ შაბათ-კვირას გაატარებთ. აქ ყველა სეზონს თავისი ხიბლი აქვს და ღირსშესანიშნაობებიც მთელი წელია ღია. ესტუმრეთ პარასკევს დილით, აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში ავტობუსების ღირებულებაა 6€, შეგიძლიათ ბილეთი მძღოლთან შეიძინოთ. ტაქსის ღირებულებაა 15-20 €.
პარასკევი
დილა: ეწვიეთ ესპლანადს (Esplanade), გლამურს, რომელიც 1925 წელს აშენდა. ეს მშვენიერი ადგილია დილის ყავისთვის. ზაგრები ორ არეალად იყოფა: ზედა ქალაქი, რომელიც უძველესი ნაწილია, ქალაქის ისტორიული გული და ქვედა ქალაქი, ზაგრების კულტურული და კომერციული ჰაბი. ზედა ნაწილში ფუნიკულიორის რკინიგზით მოხვდებით. ის მსოფლიოს ყველაზე მოკლე ფუნიკულიორია, ამიტომაც თვალიც არ დაახამხამოთ!
შუადღე: ადით ზედა ქალაქის ქვაფენილიან ქუჩებში და დატკბით მე-13 საუკუნის სან მარკის ეკლესიით, რომელსაც ფერადი სახურავი მოზაიკებით აქვს გაფორმებული. აქედან კი გაეშურეთ კოშკურისკენ (Lotrščak Tower) ქალაქზე ხედებისთვის. ეწვიეთ “გატეხილი გულების მუზეუმს”, რომელიც ერთ-ერთი უნიკალური მუზეუმია სიყვარულზე და დაშორებაზე.
საღამო: ქალაქის ქვედა ნაწილში კი იხილავთ შუასაუკუნეების ქვის კარიბჭეს ღვთისმშობლის აკლდამით. სავახშმოდ გირჩევთ Bistro 96-ს, ხოლო ღამით Kino Tuškanac-ს, ფარულ არტ-ჰაუს კინოთეატრს კლასიკური და ინდი ფილმებით. ბარები – Stay Swanky და Dezmen Mini Bar კოქტეილებით და აქ მოხარშული ლუდით შემოგეგებებათ.
შაბათი
დილა: საუზმისთვის გირჩევთ საცხობს Korica bakery, სადაც გემრიელი პურ-ფუნთუშეულია. შემდეგ დაიძარით ზაგრების ცენტრალური დოლაჩ ბაზრობისკენ (Dolac Market), რომელიც ღიაა დილის 7 საათიდან ღამის 1 საათამდე. გადატვირთულ მოედანზე მდებარე ბაზრობა აქ 1926 წლიდან არსებობს.
შუადღე: მოინახულეთ ხორვატიული ხელოვნების მუზეუმი (Croatian Museum of Naïve Art,), სადაც აქაური მხატვრების ნამუშევრებია გამოფენილი და აქედან გაისეირნეთ ქალაქის მწვანე სივრცეებში. შემოგეგებებათ Zrinjevac Park და ბოტანიკური ბაღი.
საღამო: ავთენტური ხორვატიული ვახშმისთვის ეწვიეთ ლანტერნა ნა დოლჩუს (Lanterna na Dolcu). ამ სამი საუკუნის დროინდელ შენობაში საოჯახო რესტორანია. ზაგრებში ბევრი კარგი პაბია გემრიელი ლუდის დასალევად. ერთ-ერთი საუკეთესოა: Tolkien House, “ბეჭდების მბრძანებლის” ესთეტიკით და Old Pharmacy. ელექტრონული მუსიკისთვის კი გირჩევთ: Aquarius და Boogaloo-ს.
კვირა
დილა: მიირთვით საუზმე La Štruk-ში სადაც ტრადიციულ ადგილობრივ ცომეულს მიირთმევთ, სტრუკლის (štrukli). ავთენტური ხორვატიული გამოცდილებისთვის დაიწყეთ დღე მისი მირთმევით.
შუადღე: მოინახულეთ მედვედნიცას ბუნების პარკი (Medvednica), რომელსაც სალაშქრო ბილიკები აქვს. აქ საუკუნოვანი ციხესიმაგრე, გამოქვაბულები და გვირაბებია. აქედან ხიილავთ ხედებს ქალაქზე, განსაკუთრებით თვალწარმტაცს მზის ჩასვლისას.