ევროპაში ჰელოუინი ნიშნავს  ტექნოს პარიზში, ვამპირების დაბადების ადგილს ტრანსილვანიაში და გოთიკურ მასკარადებს ვენეციურ არხებში. თუ მოგზაურობას ჰელოუინის დროს გეგმავთ, ჩვენ ევროპის მასშტაბით საუკეთესო მიმართულებებს შემოგთავაზებთ:

1. ტრანსილვანიის რეგიონი, რუმინეთი

გაატარეთ ოქტომბრის ერთი უიქენდი ტრანსილვანიის რეგიონში და დარწმუნდებით რომ ის იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ ჰელოუინის სტანდარტული ატმოსფერო. ამ დღესასწაულის მახასიათებლები მის იდენტობასა და დნმ-შია თავმოყრილი. ეწვიეთ ბრანის ციხესიმაგრეს, დრაკულას სასახლეს, აიღეთ სპეციალური ჰელოუინის ტური ან დაესწარით კოსტიუმირებულ დღესასწაულს სიგიშოარას შუასაუკუნეების ციტადელში, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. შეგიძლიათ ივახშმოთ ვლად დრაკულას სახლშიც, რომელიც რესტორნადაა გადაკეთებული.

2. პარიზი, საფრანგეთი

პარიზში ჰელოვინსაც მოდურად აღნიშნავენ. ეწვიეთ მის კატაკომბებს, შემდეგ მიირთვით ლანჩი გამბეტას უბანში და მოინახულეთ პერ ლაშეზის სასაფლაო, სადაც ოსკარ უაილდის, მარსელ პრუსტის, მოლიერის თუ ედიტ პიაფის სულები შემოგეგებებიან. გამოეწყვეთ კოსტიუმში და შეუერთდით კოსტიუმირებულ ადამიანებს მეტროში, რომლებიც უბან მარეში მიდიან კოქტეილის დასალევად. ღამით კი შეგიძლიათ წახვიდეთ თემატურ რეივზე. (ღონისძიებები შეგიძლიათ აკონტროლოთ ფეისბუქ გვერდზე: Le Bonbon Nuit)

3. ზუგარამურდი, ესპანეთი

ზუგარამურდი ცნობილია მისი გამოქვაბულებითა და ფოლკლორით. ეს სოფელი ყოველ ზაფხულს თავის წარსულს ჯადოქრების ფესტივალით აღნიშნავს. მაგრამ ამ სოფლის ისტორიას შემოდგომაზეც გაეცნობით. მოინახულეთ ჯადოქრების მუზეუმი (Witch Museum) და გამოქვაბულები. გიდის ტურებისთვის შეგიძლიათ მიაკითხოთ ადგილობრივ ტურისტულ ოფისებს.

4. იორკი, ინგლისი

იორკი ერთ-ერთ ყველაზე მოჯადოებულ ქალაქად ითვლება ევროპაში. მთელი წლის მანძილზე ვიზიტორებს შეუძლიათ აღმოაჩინონ მოჯადოებული ქუჩები შუასაუკუნეების კედლებს მიღმა, შეუერთდნენ “მოჩვენებების ტურებს” და თეატრალურ წარმოდგენებს. ეწვიეთ ქალაქის გამორჩეულ შეპყრობილ შენობას: “ხაზინადარის სახლს”. იკითხეთ ჰელოუინის თემატური ღონისძიებების შესახებ ტურისტულ ოფისში.

5. დერი, ჩრდილოეთ ირლანდია

დერი ჰელოუინის მხიარულად აღნიშვნას გპირდებათ. ყოველ ოქტომბერს ეს ქალაქი ჰელოუინის ფესტივალს აწყობს და ის ევროპაში ყველაზე დიდ ფესტივალად ითვლება: სინათლის შოუები, აკრობატიკა და საცირკო წარმოდგენები ვიზიტორებს ყველა წერტილიდან იზიდავენ. შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ ვორქშოფებში და დაესწროთ ლაივ მუსიკის შესრულებებს.

6. ჩესკი კრუმლოვი, ჩეხეთი

ოქტომბრის ბოლოს, ჩესკი კრუმლოვი ჰელოუინის თემატური წიგნაკის ფოტოებს ემსგავსება: მდინარისპირა მე-13 საუკუნის სასახლით თუ მითებით, რომლებიც მის ქუჩებს მოიცავენ. შეუერთდით ღამის ტურს ძველ ქალაქში და შეიგრძენით შაუსაუკუნეების ატმოსფერო.

7. ამსტერდამი, ნიდერლანდები

ნიდერლანდების დედაქალაქში ჰელოვინის ფანტასმაგორიული სამყაროს გაცოცხლება არ უჭირთ. ყოველწლიურად, ვესტველდეს გამზირი უზარმაზარ ჰელოუინის წვეულებას მასპინძლობს. თანაც, თემა ყოველ წელს იცვლება. ამასთან, ყველა კლუბი აწყობს საჰელოუინო წვეულებას. ვესტველდეს ივენთისთვის ბილეთები ონლაინ შეიძინეთ.

8. ვენეცია, იტალია

ვენეციაში კი გოთიკური გლამური დაგხვდებათ. ჰელოუინზე ეს ქალაქი მუქ ზღაპრულ გარემოს ემსგავსება ნისლიანი არხებით და გოთიკური სასახლეებით. საუკეთესო წვეულება პალაცინა გრასიზე იმართება, სასტუმროს კლუბში.