ამსტერდამის ცოცხალი ენერგია აქ ჩამოსულ ვიზიტორთა უმრავლესობას ხიბლავს. ნიდერლანდების დედაქალაქში შოპინგისთვის ბევრ საინტერესო მაღაზიას აღმოაჩენთ ქვაფენილიანი ქუჩების გასწვრივ. თუ სამომავლოდ ამსტერდამში მოგზაურობას გეგმავთ, ჩვენ უნიკალური გამოცდილებისთვის რამდენიმე ლოკაციას გირჩევთ:

საუკეთესო სუვენირებისთვის: The Maker’s Store

ამსტერდამი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მონახულებადი ქალაქია და აქ ბევრი სუვენირების მაღაზიაც მდებარეობს. მაგრამ თუ ამ ქალაქიდან უნიკალური საჩუქრის წაღება გსურთ, ეს მაღაზია განსაკუთრებულ ნივთებს შემოგთავაზებთ. აქ ადგილობრივი წარმოების, ეკომეგობრულ და ხელნაკეთ ნივთებს აღმოაჩენთ: წიგნებს, სამოსს, საყოფაცხოვრებო ნივთებს, სანთლებს, სამკაულს და საკვებსაც კი.

საუკეთესო ადგილობრივი დიზაინისთვის: X Bank

ამსტერდამის ქალაქის ცენტრში მდებარე ეს მაღაზია ცნობილი მოდის ბრენდებს აერთიანებს. გუნდი ძალიან მეგობრულია და სურვილის შემთხვევაში სიამოვნებით გაგესაუბრებათ.

საუკეთესო ვინტაჟ ნივთებისთვის: Penny Lane Vintage

ამსტერდამის გარშემო რამდენიმე ფლი მარკეტი და მეორადების მაღაზიაა, მაგრამ ეს კონკრეტული მაღაზია განსაკუთრებით გამოირჩევა. აქ აღმოაჩენთ ნეიტრალური ფერის მანტოებს, ფერად ნაქსოვებს, უნიკალურ სათვალეებს და აბრეშუმის კაშნეებს. პენი ლეინში აღმოაჩენთ ბარბერის, მაქსმარას, ჟან-პოლ გოტიეს და აშ. აუცილებლად დაათვალიერეთ უბანი, სადაც ეს მაღაზია მდებარეობს.

საუკეთესო წიგნებისთვის: American Book Center

ეს მაღაზია ამსტერდამში ინგლისურენოვანი მკითხველისთვის 40 წელია რაც არსებობს. დღეს ეს საოჯახო წიგნის მაღაზია მასპინძლობს სხვადასხვა ღონისძიებებს. აქვე მდებარეობს კაფეც, სადაც წიგნების დათვალიერებას და წაკითხვას ყავასთან ერთად შეძლებთ.

საუკეთესო საკვებისთვის: De Kaaskamer

ჰოლანდიელებს ყველის დამზადების დიდხნიანი ტრადიცია აქვთ და ამსტერდამში ყველის საუკეთესო არჩევანს ამ მაღაზიაში მიაგნებთ. მისი სახელი ითარგმნება როგორც “ყველის ოთახი”. აღმოაჩენთ 350 ყველის ჰოლანდიურ სახეობას, ევროპულ ყველს, ზეთისხილს და სხვა პროდუქტებს. თანამშრომლები აუცილებლად დაგეხმარებიან თქვენთვის სწორი ვარიანტის არჩევაში.

საუკეთესო შოკოლადისთვის: Chocolátl

ეს “შოკოლადის გალერეა” შოკოლადით სავსე თაროებს გვთავაზობს მთელი მსოფლიოდან. მისი მფლობელის მისაა, რომ შოკოლადის კულტურა განავითაროს. ნუ შეგრცხვებათ იაფი ვარიანტების დაგემოვნება. ეს არის ადგილი, სადაც “დაგემოვნება შეძენამდე” უბრალოდ წესია! აქ აუცილებლად აღმოაჩენთ თქვენს გემოს.