რა ვნახოთ

სიგიშოარა: რუმინეთის ზღაპრული ქალაქი

ეს ლამაზი ევროპული ქალაქი ზღაპრიდან გადმოტანილს მოგაგონებთ. თუმცა, მის შესახებ ბევრს ჯერ კიდევ არ სმენია. სიგიშოარა ცენტრალური რუმინეთის ქალაქია, გაშენებული მდინარე ტარნავა მარეზე. ის ისტორიულ რეგიონ, ტრანსილვანიაში მდებარეობს. სიგიშოარას საუცხოოდ შემონახული ძველი ქალაქი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია 1999 წლიდან.

სიგიშოარაში მდებარე 164 ფერადი სახლის უმეტესობა 300 წელზე მეტს ითვლის და ისტორიულ მონუმენტებად განიხილება. მის მთავარ ციტადელის მოედანზე მხოლოდ დიდგვაროვანი ოჯახის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ, მაგრამ საუკუნეების მანძილზე ეს ფაქტი შეიცვალა.

სიგიშოარა ვლად დრაკულას დაბადების ადგილია, მე-15 საუკუნის პროვინციის მმართველის, რომელმაც სტოკერი შთააგონა დრაკულას პერსონაჟი შეექმნა. ვლად დრაკულას სახლი აქ ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. მასში ასევე მდებარეობს შუა საუკუნეების სტილის რესტორანი და იარაღების პატარა მუზეუმი.

სიგიშოარას ციხესიმაგრეების სისტემა რამდენიმე კოშკურას აერთიანებს, მათ შორისაა საათის კოშკი, რომელიც სიმაღლეში 64 მეტრს აღწევს. მე-13 საუკუნეში აგებული ეს კოშკი დღეს ისტორიის მუზეუმია.

სიგიშოარაში გამორჩეულია ეკლესიებიც. ერთ-ერთი, რომელსაც მთაზე მოკრავთ თვალს, ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვანი არქიტექტურული მონუმენტია. ის მთელი ტრანსილვანიის უმნიშვნელოვანესი ტაძარია 500 წლიანი ფრესკებით.

შენი მეგზური

ქართული ტურისტული კომპანია და სამოგზაურო ბლოგი. ვაწყობთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს.

მსგავსი ბლოგები

ავსტრიაავსტრია
ავსტრია19 მარ 2026

ევროპის 10 ბრწყინვალე მიმართულება სამანქანო მოგზაურობისთვის

მანქანით ევროპაში: ამალფის სანაპირო, ინტერლაკენი, ფარერის კუნძულები, ვერდონის ხეობა, ტრანსილვანია, მეტეორა, ჰალშტატი და ლოხ ნესი. 10 ლამაზი მარშრუტი.

ალბანეთიალბანეთი
ალბანეთი19 მარ 2026

ევროპის 10 ქალაქი, სადაც ისტორია ცოცხლდება

ავინიონი, ვალეტა, ბათი, ტალინი, სიბიუ, კრაკოვი, დუბროვნიკი, ბრიუგე და სეგოვია: ევროპის ისტორიული ქალაქები შუასაუკუნეების ქუჩებით და იუნესკოს ძეგლებით.

ბულგარეთიბულგარეთი
ბულგარეთი2 მარ 2026

საუკეთესო ადგილები ევროპაში ყვავილების სანახავად

ლავანდა ვალენსოლეში, ტიტები ბოლენსტრეეკში, ვარდები კაზანლაკში: სად და რომელ თვეში ნახოთ აყვავებული ველები ევროპაში.

გინდა ამ მიმართულებით წასვლა?დაგიგეგმავთ ტურსმოგვწერე