შემოდგომაზე ევროპაში მოგზაურობა ბევრ განსხვავებულ შთაბეჭდილებას გპირდებათ. ესტუმრებით მზიან სამხრეთ კუნძულებს, დალაშქრავთ ყვითლად და ნარინჯისფრად შეღებილ ტყეებს და გაისეირნებთ ქუჩებში იმაზე ნაკლები ხალხით, ვიდრე ზაფხულში. ჩვენ საუკეთესო მიმართულებებს გირჩევთ:

1. სევილია, ესპანეთი

სევილიაში ოქტომბერში იმაზე შესაშური ტემპერატურაა, ვიდრე ევროპის ზოგ ქალაქში ზაფხულის თვეებში. აქ ბევრი რამეა სანახავი ულამაზესი არქიტექტურით, მსოფლიოს უდიდესი გოთიკური კათედრალით და საოცარი მუზეუმებით. საუკეთესო დროა ოქტომბერი – თბილი და სასიამოვნო. სექტემბერში იცის სიცხეები, ხოლო ნოემბერში ზომიერი კლიმატია.

2. დოდეკანესი, საბერძნეთი (Dodecanese)

ამ სამხრეთ კუნძულზე შემოდგომაზე მშვენიერი ამინდები, დაბალი ფასები და ცოტა ვიზიტორია. მოხვდებით ბორნებით როგორც საბერძნეთიდან, ასევე თურქეთიდან. დაისვენეთ სიმის სანაპიროზე, მოინახულეთ როდესი, ავთენტური კარპატოსი და ტრადიციული სოფლები. საუკეთესო დროა სექტემბერი და ოქტომბერი. ამ დროს აქ მზეა და თბილა. ნოემბერში უკვე გრილი ამინდები იცის.

3. უმბრია, იტალია

იტალიის ეს რეგიონი შემოდგომის სეზონზე განსაკუთრებით ლამაზია და გასტრონომიულ მოგზაურობასაც გპირდებათ. აგროტურიზმით თუ ხართ დაინტერესებული, შეგიძლიათ დარჩეთ ადგილობრივ ფერმებში. საუკეთესო დროა სექტემბერი-ოქტომბერი სასიამოვნო ამინდით.

4. მონტენეგრო

თუ სალაშქრო მოგზაურობა გიყვართ, მონტენეგრო ბევრ ბილიკს გთავაზობთ უსაფრთხოს და სასიამოვნოს ნოემბრის თვემდე. ეწვიეთ მის ეროვნულ პარკებს სექტემბერსა და ოქტომბერში.

5. კოპენჰაგენი, დანია

კოპენჰაგენის სანახაობები განსაკუთრებით შთამბეჭდავია ოქტომბერსა და ნოემბერში. ჩრდილოეთ კლიმატიდან გამომდინარე აქ ოქტომბერში უკვე გრილა, მაგრამ საოცარი სიმშვიდეა. საუკეთესო სამოგზაურო პერიოდია სექტმბერი – მზიანი და ცოცხალი. ეწვიეთ ნოემბერში თუ გიყვართ ჯადოსნური საშობაო ბაზრობები.

6. მალტა

პატარა მალტას ხმელთაშუაზღვის კლიმატი აქვს და ნოემბერშიც კი სითბოს ინარჩუნებს. აღმოაჩინეთ იუნესკოს სიაში შესული ვალეტა და “ჩუმი ქალაქი” მდინა რენესანსის ხეივნებითა და საოცარი ეკლესიებით. ლურჯი ლაგუნა შემოდგომაზე ბევრად დაცლილია ტურისტებისგან. სექტემბერში ცხელა და ტურისტების რაოდენობა ისევ მაღალია. საუკეთესო სამოგზაურო პერიოდია ოქტომბერი და ნოემბერი.

7. ტენერიფე, კანარის კუნძულები, ესპანეთი

ტენერიფეზე ტემპერატურა ნოემბერში 24 გრადუსამდე ნარჩუნდება. ეს ევროპის ის ადგილია, სადაც მაქსიმალურად შეგიძლიათ გადადოთ მოგზაურობა გვიანი შემოდგომისათვის. სექტემბერში აქ ჯერ კიდევ ცხელა, საუკეთესო სამოგზაურო პერიოდია ოქტომბერი, ნოემბერი. ამ დროს ტენერიფეზე თბილა და ხალხის რაოდენობა იკლებს.

8. ლატვია

ოქტომბერი მშვენიერი პერიოდია ლატვიის დათვალიერებით რომ დატკბეთ. დღეები ამ დროს საკმარისად გრძელია და ზამთრის სუსხი ჯერ კიდევ არ იგრძნობა. დაათვალიერეთ მისი დედაქალაქი სექტემბერსა და ოქტომბერში.

9. ბურგუნდია, საფრანგეთი

ეს ღვინის რეგიონი მევენახეობის სეზონზე განსაკუთრებით მომხიბვლელია. მოინახულეთ დიჟონის შატოები და სანახაობები. საუკეთესო პერიოდია სექტემბერი და ოქტომბერი სიგრილით და სიმშვიდით.

დაჯავშნეთ ტური შენს მეგზურთან ერთად!