მალტაზე ერთი ულამაზესი ქალაქი – მდინა მდებარეობს, რომელიც ვალეტამდე, დაახლოებით 4000 წლის წინ, მალტას დედაქალაქი იყო. მდინას “ჩუმ ქალაქს” უწოდებენ, რადგანაც აქ მანქანები არ მოძრაობენ, გარდა იმ ლიმიტირებული რაოდენობისა, რომელიც აქაურ რამდენიმე მაცხოვრებელს ეკუთვნის. ეს ფაქტი ქალაქს სარელაქსაციო ატმოსფეროს უქმნის და ვიზიტორებიც მშვიდად დასეირნობენ წვრილ ქუჩებსა და ხეივნებში.

დატკბით არქიტექტურით

მდინას ქუჩებში სეირნობა წარსულში შებიჯებას ჰგავს. აქ აღმოაჩენთ ფერად კარებებს, უნიკალურ შუასაუკუნოვან და ბაროკოს არქიტექტურას, ცხოველების სკულპტურებს, ლამაზ აივნებს, მიმალულ კაფე-რესტორნებს და იმ შთამბეჭდავ დეტალებს, რომლებიც ანტიკურ მდინას შეგაყვარებენ. ქალაქის მთავარ შესასვლელში მდინას კარიბჭე შემოგეგებებათ და უკვე შეგექმნებათ მკაფიო შთაბეჭდილება იმაზე, თუ რა გელოდებათ ქალაქის შიგნით. Game of Throne-ის მოყვარულები ამ ადგილს პირველი სეზონის მესამე სერიიდან იცნობენ.

მოინახულეთ წმ. პავლეს კათედრალი

წმ. პავლეს კათედრალი ბაროკოს სტილშია აგებული და მე-17 საუკუნით თაღიღდება. მას 5 წლის მანძილზე აშენებდნენ. შთამბეჭდავი ინტერიერი ბრწყინვალე ორნამენტებს და დეკორაციებს აერთიანებს. მისი კოშკურები მთელს მდინაში მოსჩანს. არანაკლებ შთამბეჭდავია ინტერიერიც. კათედრალია ღიაა 5 საათამდე, შესვლის ღრებულებაა 10 ევრო და მისი საშუალებით მუზეუმშიც შეძლებთ შესვლას.

შედით კათედრალის მუზეუმში

კათედრალის მოედანზე მუზეუმიც მდებარეობს, რომელიც მე-18 საუკუნით თარიღდება. აქ ძვირფასი კოლექციები ინახება, მათ შორის ნუმიზმატიკური, ვერცხლის ქანდაკებები და ცვილის ფიგურები.

დაისვენეთ ფონტანელას ჩაის ბაღში

ამ პოპულარულ ადგილას მდინაზე ყოფნისას აუცილებლად უნდა ეწვიოთ. Fontanella Tearooms – კაფეა, რომელიც გასაოცარ ხედებს გვთავაზობს გემრიელ სასმელთან და საჭმელთან ერთად.

ეწვიეთ ბუნების ისტორიის ეროვნულ მუზეუმს

მე-18 საუკუნის სასახლეში მდებარე ეს მუზეუმი ერთ დროს საავადმყოფო იყო ქოლერასა და ტუბერკულიოზის სამკურნალოდ. 1973 წლიდან კი აქ ბუნების ისტორიის მუზეუმი გახისნა და ეგზოტიკური ცხოველების ფიტულებს წარმოგვიდგენს.

მოინახულეთ წმ. პავლეს კატაკომბები

მდინას მეზობელ სოფელ რაბათში წმ. პავლეს კატაკომბები მდებარეობს. მიწისქვეშა ოთახებში საფლავებს ანთავსებდნენ. ეს კუნძულის უდიდესი მიწისქვეშა სასაფლოა, რომელიც ვიზიტორებისთვის საჯაროდაა ღია დღის 5 ის ნახევრამდე. ფასი: 6 ევრო.

დაისვენეთ ბასკეტის ბაღებში

მეზობელ რაბათში ეს მშვენიერი ბაღებიც დაგხვდებათ: Buskett Gardens – მალტის ულამაზესი მწვანე არეალი. ის მალტის მეფეებმა გააშენეს და იდეალური ადგილია პიკნიკებისთვის. დატკბით ფორთოხლის და ლიმნის ხეებით, კაქტუსებით, წყაროებით, ვენახებით და ფიჭვებით.

დაბრუნდით უკან დროში ფალსონის სასახლეში

მე-13 საუკუნეში აშენებული ეს სასახლე მდიდარი ისტორიით გამოირჩევა. აქ საუკუნეების მანძილზე რამდენიმე გამოჩენილი მალტელი ოჯახი ცხოვრობდა. დღეს აქ მუზეუმი და კულტურის ცენტრი მდებარეობს, სადაც ბევრი ხელოვნების ნიმუში და ისტორიული ნივთი ინახება. დაათვალიერეთ სასახლის ოთახები ანტიკური ავეჯით. ტერასიდან ქალაქსაც გადახედავთ. სასახლე ღიაა დილის 10 საათიდან საღამოს 5 საათამდე ორშაბათის გარდა. შესვლის ღირებულებაა 10 ევრო.

გადმოიხედეთ ბასტიონის მოედნიდან

მდინაზე საუკეთესო ხედისთვის ბასტიონის მოედანი საუკეთესო ადგილია. ეს გადმოსახედი ტერასა მალტაში ერთ-ერთ განსაკუთრებულ პანორამულ ხედებს გვთავაზობს. ბასტიონის მოედანი ქალაქის მაღალ წერტილში მდებარეობს. აქედან დაინახავთ რაბათის დასახლებას და ხმელთაშუა ზღვას. დაისვენეთ აქ მდებარე კაფე-რესტორნებში.