თუ მსოფლიოს ყველაზე ისტორიული ადგილების მონახულება გინდა, საბერძნეთს უნდა მიაშურო. უძველესი არქიტექტურა, 6000-მდე კუნძული, გასაოცარი კულტურა, ხმელთაშუაზღვისპირული კლიმატი და საუცხოო ბუნების ხედები – ამ ყველაფერს სწორედ აქ იპოვნი. არქეოლოგიის, ისტორიის, ხელოვნების და ფილოსოფიის მოყვარულებს საბერძნეთი დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით სავსე მოგზაურობას ჰპირდება. თუ აქტიური დასვენების მოყვარული ხარ, გაეცანი ადგილებს, რომელთა მოვლაც ამ შესანიშნავ ქვეყანაში შეგიძლია:

1. ათენი

საბერძნეთის კოსმოპოლიტური დედაქალაქი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადგილია მსოფლიოში. 3000 წლიანი ისტორიის მქონე ქალაქი ბევრ ღირსშესანიშნაობას იტევს. დღის ბოლოს სასიამოვნოდ დაღლილებს შეგიძლიათ ბარში სასმელი მიირთვათ და ერთი დღე ათენის რივიერას დაუთმოთ.

2. თესალონიკი

ქვეყნის მეორე უდიდესი ქალაქი, ჩრდილოეთ საბერძნეთის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მდიდარი ისტორია, მაკედონიის პატარა სოფლები, ეგეოსის კუნძულები და ბიზანტიური ეკლესიები თესალონიკს შთამბეჭდავ ხიბლს სძენს. ამ უძველეს ქალაქს ბევრი კულტურისა და რელიგიის ნაკვალევი ეტყობა.

3. ოლიმპია

პირველი ოლიმპიური თამაშების ნავსაყუდელი – ოლიმპია, ნამდვილად ღვთაებრივ განწყობაზე დაგაყენებთ. აქ მოხვედრილი ვიზიტორები შორეულ წარსულში მოგზაურობას იწყებენ, იგებენ მეტს ოლიმპიურ თამაშებზე, ზევსსა და ჰერაზე; ათვალიერებენ უძველეს სტადიონსა და სკულპტორების ნამუშევრებს. მუზეუმის მახლობლად მდებარე მაღაზიაში მნიშვნელოვანი არტეფაქტების შეძენაცაა შესაძლებელი.

4. დელფი

მას მსოფლიოს ცენტრად აღიქვამდნენ! პარნასოსის მთის ძირას, საბერძნეთის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადგილი – დელფი მდებარეობს. ის წლების მანძილზე ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნების პილიგრიმებს ეგებებოდა, რომლებიც ღმერთ აპოლოს ძღვენს ჩუქნიდნენ და სთხოვდნენ, პითიას (დელფის „ორაკულს“) მათთვის ეწინასწარმეტყველა.

5. მეტეორა

აქ უძველესი ბიზანტიური მონასტრები და სიურეალისტური ფორმის კლდეები დაგხვდებათ. ცენტრალურ საბერძნეთში მდებარე მეტეორა იმ ადამიანების თავშესაფარი იყო, რომლებსაც სამყაროსგან გაქცევა და ღმერთთან დაახლოება სურდათ. 6 ეკლესია კვლავ მოქმედია და ყველასთვის ღია. განიხილეთ აქ ერთი ღამის გათევა, თქვენ პატარა სასტუმროები და საოჯახო რესტორნები გიმასპინძლებენ.

6. სანტორინი

საბერძნეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულება ამასთანავე ყველაზე რომანტიკულიცაა. ამიტომაც, სანტორინის ხშირად მიმართავენ საქორწილო მოგზაურობებისთვის ლოკაციის არჩევისას. ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ოდესღაც კუნძულს უნიკალური ფორმა მიეცა. წითელი და შავი ქვიშა აქ მდებარე სანაპიროებს განსაკუთრებით შთამბეჭდავს ხდის. ასევე, სანტორინი გამორჩეული ადგილია ლამაზი ფოტოების გადაღების მოყვარულთათვის.

7. პატმოსი

„აპოკალიფსის კუნძული“ – სულიერი ქარიზმის მქონე ადგილია. ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით, წმ. ჯონს პატმოსის კუნძულზე ეწვია ინსპირაცია დაეწერა წიგნი აპოკალიფსზე მას შემდეგ, რაც ხილვა ჰქონდა. ქორაში, კუნძულის მთავარ ქალაქში, სწორედ მისი სახელობის მონასტერი დგას. ქორა ლამაზი ადგილია ეგეოსის ზღვის ხედებით დასატკბობად და სასეირნოდ, მაგრამ კუნძულის ყველაზე ტურისტული ადგილი სოფელი სკალაა.

8. კრეტა

საბერძნეთის უდიდესი კუნძული თითქოს ერთი მომცრო მინიატურული ქვეყანაა. საოცარი სანაპიროები, უძველესი ცივილიზაციების კვალი, მდიდრული გასტრონომიული კულტურა და სამარიას ხეობა – კრეტა ნამდვილად ბევრი რამით დაიკვეხნის.

9. ზაკინტოსი

„მწვანე კუნძული“ დაჯილდოებულია ბუნების სილამაზით და ფირუზისფერი ზღვით. კუნძულის მთავარ ქალაქს ბევრი ისტორიული ადგილის შემოთავაზება შეუძლია, მაგრამ მთავარი სანახაობა ნავაჯიოს სანაპიროა, რომელსაც თეთრი ნაპირით და კრისტალივით სუფთა წყლით იცნობენ. წყალთან არსებული გამოქვაბულები წყლისა და ცის სილურჯეს ირეკლავენ და კედლებზე მაგიურ ბრწყინვალებას ქმნიან. შეგიძლიათ დაკავდეთ სკუბა დაივინგითაც.

10. დელოსი

ამ მითიურ ადგილას ტყუპები: არტემისი და აპოლო დაიბადნენ. ლეგენდის თანახმად, ლეტო, ტყუპების დედა, ზევსმა შეაცდინა და ცოლისგან რომ დაეცვა, დელოსზე დასახლება აიძულა. კუნძული იმ დროს წმინდა ადგილად ითვლებოდა. დღეს დელოსი ღია ცის ქვეშ არსებული მუზეუმია, რომლის დათვალიერებაც ტურისტებს ერთდღიანი ტურით შეუძლიათ.

11. პრესპას ტბები

პრესპას კუნძულები ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ჭარბტენიანი ადგილია. ამ სამოთხეში ვიზიტორებს შეუძლიათ დააკვირდნენ მიგრირებულ ჩიტებს ზღვიდან 850 მეტრზე. ტბები იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც სიმშვიდე და წყნარი ამოსუნთქვა უნდა.

12. კორფუ

იონიის ზღვაში მდებარე ეს შესანიშნავი კუნძულიც თავისებურად უნიკალურია. კორფუ ვენეციური არქიტექტურით, პატარა ქუჩებით და ბევრი ღირსშესანიშნაობებით შეგეგებებათ. იტალიური გავლენა ვენეციელთა რამდენიმესაუკუნოვანი ბატონობით იხსნება. აქ ლამაზი სოფლები და სანაპიროებია. ამასთან, გეძლევათ საშუალება იონიის ზღვის კუნძულები შემოიაროთ. აუცილებლად მოგხიბლავთ საცალფეხო ქუჩები და ძველებური კაფეები.

13. როდესი

იუნესკოს სიაში შესული, ციხესიმაგრეებით გარშემორტყმული პატარა ქალაქი როდესი რაინდებმა მე-14 საუკუნეში ააგეს. დაათვალიერეთ ქვაფენილიანი ქუჩები ფეხით და მოინახულეთ სანაპირო ქალაქი ლინდოსი, მასზე მდებარე აკროპოლისით. აქაურ სანაპიროებზეც შეგიძლიათ მზეს მიეფიცხოთ, მონუმენტური კოშკების მიღმა. ლინდოსზე საინტერესო ექსკურსიისთვის ნავის დაქირავებასაც შეძლებთ.

14. იკარია

იკარია არის ადგილი, სადაც ადამიანებს სიკვდილის არსებობა ავიწყდებათ. ოქროსფერი ქვიშის სანაპიროები და ლურჯი ზღვა კუნძულს სარელაქსაციო სამოთხედ აქცევს. იკარიაზე განსხვავებულად დაისვენებთ, ისწავლით აწმყოთი ტკბობას და ისიამოვნებთ.

15. მელისანის გამოქვაბული

ეს გამოქვაბული 4 კილომეტრი სიგრძისაა და ადგილმდებარეობის გამო საუკუნის მანძილზე ფორმირდებოდა. გამოქვაბულის შიგნით მელისანის ტბაა, რომელიც 1951 წელს აღმოაჩინეს. შეგიძლიათ ჩახვიდეთ გამოქვაბულში გვირაბით, შემდეგ ტბაზე ამოხვიდეთ და ნავით გაისეირნოთ.

16. კორინთი

უძველესი კორინთი შთამბეჭდავია იმით, რომ ანტიკური ხანისა და თანამედროვეობის შერწყმას საუცხოოდ ახერხებს. ეს იყო ცნობილი არგონავტის, იასონის სახლი, რომელმაც  ოქროს საწმისი მოიპარა. აქ ნახავთ მუზეუმს, სადაც ისტორიას უკეთ გაეცნობით.

17. მიკონოსი

მიკონოსს საბერძნეთის ყველაზე გლამურულ ადგილად მიიჩნევენ. ბუტიკ-სასტუმროები, ზღვის პროდუქტების რესტორნები და ლაივ მუსიკის საღამოები – მიკონოსი ნამდვილად დაუვიწყარ მოგონებებს გაჩუქებთ.