მიკონოსის კუნძული იმაზე მეტია, ვიდრე მხოლოდ კლუბები და სანაპიროები. პატარა ვენეციის უცნაური ქუჩებიდან პალეოკასტროს მონასტრამდე, ჩვენ მიკონოსის საუკეთესო ღირსშესანიშნაობებს წარმოგიდგენთ.
კოსმოპოლიტური მიკონოსი ყოველწლიურად ათასობით ტურისტს იზიდავს. ზაფხულში ის მცურავი დისკო-მოედანია ეგეოსის ზღვაზე, რადგანაც მას ბევრი ადამიანი სწორედ ცნობილი დიჯეების საღამოების გამო სტუმრობს. ასევე, მიკონოსი საუკეთესო LGBTQ+ დამცველი ადგილია მთელ საბერძნეთში.
დააკვირდით ვარხვებს
ვარხვი სახელად პეტრე მიკონოსის ერთგვარი სიმბოლო იყო. ადგილობრივმა მეთევზემ ის დაჭრილი იპოვნა. შემდეგ მას მოუარეს, გაზარდეს და სახელი სიტყვა პეტრასგან უწოდეს, რაც ბერძნულად ქვას ნიშნავს – მიკონოსის არქიტექტურის დომინინანტურ ელემენტს. ტურისტები მუდამ მისდევენ კუნძულის თილისმას ფოტოების გადასაღებად. მთავარი ვარხვი – პეტრე, სამწუხაროდ მანქანამ შეიწირა. დღეს მიკონოსზე 3 ვარხვი ცხოვრობს, ერთ-ერთ მათგანს პეტრე ჰქვია – კუნძლის სიმბოლოს პატივსაცემად.
ეწვიეთ პატარა ვენეციას
მიკონოსის ყველაზე მიმზიდველი ადგილი ალეფკანტრაა, ანუ პატარა ვენეცია. ის თითქოს მართლაც ცნობილ იტალიურ ქალაქს მოგვაგონებს. აქ ელეგანტური სახლები დაგხვდებათ პირდაპირ ზღვაზე. დღის ბოლოს დასხედით კაფეში და დატკბით მზის ჩასვლით ეგეოსის ზღვაში.
გადაუღეთ ქარის წისქვილებს
მიკონოსის ქარის წისქვილები ეგეოსის ზღვის დამამშვენებელია. შთამბეჭდავი თეთრი ნაგებობები პატარა ვენეციის დასახლებასა და ნიოქორის უბანს შორის მდებარეობს. მე-17/მე-18 საუკუნეებში კუნძულს 20-ზე მეტი ქარის წისქვილი ჰქონდა. დღეს მხოლოდ 7 მათგანი გამოიყურება ძველებურად.
შეიხედეთ ლენას სახლში
ლენას სახლი ქორაზე, ტრია პიგადიას სიახლოვეს მდებარეობს. ის მე-19 საუკუნის საშუალო კლასის ოჯახის სახლის ავთენტური მაგალითია. აქ იხილავთ 2 საუკუნისწინანდელ ევროპულ და უშუალოდ ბერძნულ ავეჯს და დეკორატიულ ნივთებს. აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით, სახლ-მუზეუმი ვიზიტორებისთვის ყოველდღე ღიაა, კვირა დღის გარდა.
შეისწავლეთ კუნძულის ისტორია მიკონოსის ფოლკლორის მუზეუმში
კუნძულზე ფოლკლორის მუზეუმი კასტროში მდებარეობს, ცნობილი პარაპორტიანის სიახლოვეს. ამ ორსართულიან ტრადიციულ შენობაში კლასიკური ავეჯი, ხელნაკეთი კერამიკა, ბიზანტიური ფოტოები და მნიშვნელოვანი მანუსკრიპტები ინახება. ამ მუზეუმში კუნძულის კულტურულ იდენტობას შეისწავლით.
დატკბით დიდებული პალეოკასტროს მონასტრით
პატარა ქალაქ ანო მერადან 15 წუთის სავალზე, ამ ტაძარს აღმოაჩენთ. ეს ქალთა მონასტერი მე-18 საუკუნეში აიგო. პალეოკასტრას კედლებში სეირნობით თითქოს ცხადად შეიგრძნობთ იმას, თუ როგორი იქნებოდა აქ ცხოვრება 250 წლის წინ. თეთრი კედლები და წითელი კარებები ესთეტიკურ ფოტოებსაც გადაგაღებინებთ. მიირთვით ყავა იქვე მდებარე კაფეტერიაში.
გამოიკვლიეთ მიკონოსის არქეოლოგიური მუზეუმი
ეს პატარა არქეოლოგიური მუზეუმი კუნძულის გულში, პორტის სიახლოვეს მდებარეობს. ის ცნობილია ლარნაკების მდიდრული კოლექციით, რომლებიც 2000 წლით თარიღდება. აქ ასევე წარმოდგენილია უნიკალური სკულპტურები, კერამიკა და სამკაული. გაეცნობით ისტორიას ტროას ცხენის შესახებ. მუზეუმი ვიზიტორებისთვის ყოველდღე ღიაა ორშაბათის გარდა.
გაისეირნეთ ეგეოსის საზღვაოსნო მუზეუმში
ლენას სახლთან, ტრია პიგადიაზე მდებარე ამ მუზეუმის მიზანია ბერძნული ზღვაოსნობის ისტორიას და ტრადიციებს პოპულარიზაცია გაუწიოს. ის წარმოგვიდგენს გემების რეპლიკებს პრეისტორიული დროიდან დღემდე. აქ ასევე იხილავთ რუკების, უძველესი მონეტების და სკულპტურების კოლექციებს, ყველაფერს გაერთიანებულს საზღვაოსნო ქოლგის ქვეშ. დაინტერესებული პირებისთვის მუზეუმი ღიაა აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით.
იხილეთ პარაპორტიანის ორთოდოქსული ეკლესია
მიკონოსზე 70-ზე მეტი ბერძნული ორთოდოქსული ტაძარია. მათი უმრავლესობა ბიზანტიური პერიოდის შემდეგ, მდიდარმა მოსახლეობამ ააგო. არაა აუცილებელი იყოთ რელიგიური, უბრალოდ ესტუმრეთ ამ ულამაზეს ტაძრებს. პარაპორტიანი ყველაზე პოპულარულია, რადგანაც ქალაქის ცენტრში მდებარეობს. მზის ჩასვლას აუცილებლად დააკვირდით აქედან.