სამი ქვეყანა: ნორვეგია, დანია და შვედეთი სკანდინავიას ქმნიან, რეგიონს ჩრდილოეთ ევროპაში, სადაც ნახავთ ფიორდებს, ტყეებს, კუნძულებს, ულამაზეს ლანდშაფტს და მინიმალისტურ სახლის დეკორს. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ქვეყანას თავისი ინდივიდუალურობა აქვს, მათ ბუნების სიყვარული და ვიკინგების ისტორიები აერთიანებთ. შენი მეგზური აქ სამოგზაუროდ საუკეთესო ადგილებს გირჩევთ:
1. კოპენჰაგენი, დანია
აქ პირველად მოხვედრისას ქალაქის ტურისტული მხარე უნდა შეიგრძნოთ: გაყვეთ ნავის ტურს ნიჰავნიდან, ქალაქის ცენტრალური ფერადი ნავსადგურიდან და შეხედოთ კოპენჰაგენს წყლიდან. შემდეგი გაჩერებაა ქალაქის სასახლეები. ამალიენბორგში ნახავთ თუ როგორ ცხოვრობდა სამეფო ოჯახი. ასევე, არ გამოგრჩეთ როზენბორგის სასახლის ვარდის ბაღები. შემდეგ კი ეწვიეთ ტივოლის ბაღებს. კოპენჰაგენი ფეხით მოსავლელი ქალაქია არაჩვეულებრივი საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ბევრ სასტუმროში შეძლებთ ველოსიპედის ქირაობასაც.

2. ბერგენი, ნორვეგია
ბერგენი, ნორვეგიის მეორე ქალაქი განსაკუთრებული შარმით გამოირჩევა. მის ნავსადგურში სულ ხის ნაგებობები და პატარა ხეივნებია, გარშემორტყმული მთებით. გაიარეთ თევზის ბაზრობაზე, ადით საბაგიროთი მთაზე და აიღეთ ნახევარდღიანი ტური ნორვეგიის ფიორდებისკენ. ქალაქში მუსიკა, ხელოვნება და კულინარია ყვავის.

3. ლოფოტენის კუნძულები, ნორვეგია
ეს კუნძულები ნორვეგიის არქტიკული სანაპირო ზოლის სიმბოლო გახდა. აღმოაჩინეთ მთები, სანაოსნო დასახლებები და თეთრი ქვიშის ნაპირები. თავიდან აიცილეთ პიკი სეზონი და იმოგზაურეთ აგვისტომდე.

4. სტოკჰოლმი, შვედეთი
შვედეთის დედაქალაქი გვთავაზობს კულტურას, საკვებს, შუა საუკუნეების ქუჩებს, სამეფო ისტორიას და ბევრ კუნძულს. 14 კუნძულს შორის მდებარე სტოკჰოლმის ქვაფენილიანი ქუჩები სასიამოვნო ადგილია სასეირნოდ. აქ იდილიურ სკანდინავიას აღმოაჩენთ. ეწვიეთ ხელოვნების გალერეებს, განმარტოვდით ბუნებაში, გაისეირნეთ კაიაკით და დალაშქრეთ სტოკჰოლმის სალაშქრო ბილიკი.

5. ნორვეგიის ფიორდები
ნორვეგიის საკულტო ფიორდები დრამატულ, სუნთქვაშემკვრელ ლანდშაფტს წარმოგიდგენთ. ნორვეგიის სანაპირო ზოლზე 1700-ზე მეტი ფიორდია. დაათვალიერეთ ისინი წყლიდან, აიღეთ კრუიზი ქალაქ ბერგენში.

6. შვედური ლაპლანდია
ლაპლანდია შვედეთშიც, ნორვეგიაშიც და ფინეთშიც მდებარეობს. ის ზაფხულში ბუნების მოყვარულების სამოთხეა, ზამთარში კი საუკეთესო ადგილი ჩრდილოეთ ციალის სანახავად.

7. დანიური რივიერა
კოპენჰაგენის ჩრდილოეთ სანაპირო ზოლი ცნობილია როგორც დანიური რივიერა და სანაპირო კურორტებს აერთიანებს ქვიშიანი სანაპიროებით და საზაფხულო სახლებით. ეწვიეთ ლუიზიანას ხელოვნების გალერეას სკულპტურების ბაღით და საკუთარი სანაპიროთი. ჰელსინგორში აღმოაჩენთ ჰამლეტის სასახლეს. დანიურ რივიერამდე გაყევით სანაპირო მატარებელს კოპენჰაგენიდან.

8. აარჰუსი, დანია
დანიის მეორე ქალაქს მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქალაქის რეპუტაცია აქვს. აარჰუსი მშვენიერი ადგილია უიქენდის გასატარებლად. გაისეირნეთ მის ქვაფენილია ქუჩებში და მოინახულეთ თანამედროვე გალერეა (ARoS).

9. ოსლო, ნორვეგია
ოსლო სკანდინავიის კიდევ ერთი დიდებული ადგილია ნავსადგურით, ხელოვნების გალერეებით და გემრიელობებით. გაყევით კუნძლებამდე ელექტრო კრუიზს, გაისეირნეთ ეკებერგპარკენში, რომელმაც ედვარდ მუნკი შთააგონა “კივილი” დაეხატა. საკვების დახლებზე ადგილობრივი და საერთაშორისო გემოების მრავაფეროვნებაა. შეგიძლიათ შეიძინოთ ქალაქის ბარათი, რომელიც საშუალებას მოგცემთ შეხვიდეთ მუზეუმებში უფასოდ და გამოიყენოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

10. გოთლანდი, შვედეთი
შვედეთის უდიდესი კუნძული, სადაც ბორნით მოხვდებით, ცნობილია ვიკინდების მდიდარი ისტორიით. ამ კუნძულზე 700-ზე მეტი ვიკინგური საგანძური და სამხილია აღმოჩენილი. იხილეთ მისი დრამატული ლანდშაფტი, სუფთა ზღვა და სალაშქრო ბილიკები. ბორნები გადიან შემდეგი ნავსადგურებიდან: Nynäshamn და Oskarshamn.

11. ოდენსე, დანია
დანიის სიდიდით რიგით მესამე ქალაქი, ჰანს კრისტიან ანდერსენის სახლია. ამ ცნობილ მეზღაპრეს ეძღვნება ულამაზესი მუზეუმიც. ამ პატარა ქალაქში ულამაზეს ქვაფენილიან ხეივნებს და საერთაშორისო სამზარეულოს აღმოაჩენთ. კოპენჰაგენიდან გაყვებით მატარებელს.











