თუ დანიიდან ბრუნდებით და მეგობრებისა თუ ოჯახის წევრებისთვის სუვენირების წაღება გინდათ, კოპენჰაგენი საუკეთესო ადგილია მათ შესაძენად. ჩვენ გირჩევთ მაღალი ხარისხის და ბიუჯეტურ სუვენირებს.

  • ფიგურები

ყველაზე პოპულარული სუვენირები ფიგურებია. ეს საყვარელი სკულპტურები ყველა ასაკის ადამიანს მოეწონება და ხელმისაწვდომობითაც გამოირჩევა. აქ ბევრნაირი ფორმის ფიგურებს ნახავთ, თითოეული მათგანი მდიდრულ დანიურ კულტურას გამოხატავს. ყველაზე ცნობილია ქალთევზას სკულპტურაა, რომელიც კოპენჰაგენის ნავსადგურში მდებარეობს. ის ჰანს კრისტიან ანდერსენის ცნობილი ზღაპრიდანაა და დანიის მდიდარ ისტორიას გამოხატავს.

  • ტრადიციული დანიური ოსტატობა

დანიური დიზაინი, ავეჯი, კერამიკა და მოქსოვილი ნივთები აქედან სახლში აუცილებლად უნდა წაიღოთ. კოპენჰაგენი ცნობილია დანიური სკამებით, რომელიც მთელ მსოფლიოში იყიდება. გირჩევთ აქედან წაიღოთ რაიმე სახის ჭურჭელი: ჯამები, დახვეწილი ჭიქები ან სხვა ნივთები რაც თქვენს სამზარეულოს უფრო მრავალფეროვანს გახდის. ბიუჯეტურ მოგზაურებს გირჩევთ ადგილობრივად მოქსოვილ შარფებს დანიის ტრადიციულ ფერებში. ისინი სხვადასხვა მესიჯს და სიმბოლოს ატარებენ დანიის ისტორიის შესახებ.

  • ვიკინგების სამკაული

თუ აქსესუარების ფანი ხართ, კოპენჰაგენში ერთ-ერთი საუკეთესო სუვენირი რასაც შეიძენთ, ვიკინგების სამკაულია. მას აქ დიდი ისტორია აქვს. უნიკალური ადგილობრივი სამკაული თითქმის ყველა სამკაულის მაღაზიაში შეგხვდებათ.

  • შოკოლადი და სხვა ტკბილეული

არ უნდა დატოვოთ კოპენჰაგენი შოკოლადის ყიდვის გარეშე. ეს სასიამოვნო და უნიკალური სუვენირი იქნება. დანიური შოკოლადი მსოფლიოში გამორჩეულია და კოპენჰაგენში ბევრ გემრიელ საკონდიტროს და მაღაზიას მიაგნებთ. ჩვენ გირჩევთ Flodeboller-ს, ეს ტკბილი, პატარა ბურთულებია შოკოლადით და ორცხობილის ტექსტურით.