დანიის დედაქალაქი სპა გამოცდილების დიდ არჩევანს გვთავაზობს მათთვის, ვისაც თბილი ან ცივი წყალი, საუნა და სარელაქსაციო ატმოსფერო ხიბლავს. მიიღეთ ენერგია მასაჟით, სახის ნიღბებით, მარილის თუ ლავანდას სკრაბებით და დაბრუნდით სახლში დასვენებულები.
კასტრაფის ზღვის აბაზანები/Kastrup Søbad
იცურავეთ ზღვის აბაზანებში და დატკბით ორესუნდის მაგიური ხედებით
ეს არქიტექტურული საოცრება ნამდვილად ღირს მონახულებად რათა დასვენების პარალელურად, არაჩვეულებრივი ხედებით ტკბობის საშუალება გქონდეთ. აქ სამივეთი დატკბებით: სანაპიროთი, ზღვით და სუფთა ჰაერით. ღამით აქაურობა ნათდება და ჯადოსნური ატმოსფერო იქმნება. ღიაა ყოველდღე 11:00/20:00.
მისამართი: Amager Strandvej 301
ჰელგოლანდის აბანოები/Helgoland Badeanstalt
ჩახტით ფირუზისფერ წყალში
მიიღეთ სპა გამოცდილება ამაგერის პარკში (Amager Strandpark) მდებარე ზღვის აბაზანებში. ეს ლოკაცია კუნძულ ჰელგოლანდის სახელს ატარებს. აქ ქალებისა და მამაკაცებისთვის განცალკევებული აუზები და ერთი საერთო აუზიცაა.
მისამართი: Øresundsstien 11
სოფის აბაზანები/Sofiebadet
სპა, გამაჯანსაღებელი და ორგანული კვება ერთ ჭერქვეშ
კრისტიანშავნის მეტროს გაჩერებიდან 200 მეტრში მდებარე ეს ულამაზესი აბაზანები სხეულის და სული საუცხოო რელაქსაციას გპირდებათ. სოფის აბაზანები 1909 წლით თარიღდება და მასაჟებსაც გვთავაზობს. სპა-პროცედურები შუა აღმოსავლური ტრადიციების მიხედვით ტარდება. მის კაფეში კი ჯანსაღ საკვებს მიირთმევთ. სამუშაო დღეებში აბაზანები 8-9 საათამდე მუშაობს, შაბათ კვირას 3-4-მდე.
მისამართი: Sofiegade 15
სანდკაჯის აბაზანები/Sandkaj Bathing Zone
გაცურეთ რომანტიკული ბულვარის გასწვრივ ნორდჰავნში
გამოინთავისუფლეთ შუადღე და მოემზადეთ ურბანული რელაქსაციისთვის ნორდჰავნის უბანში. აქ რომანტიკული ბულვარი მდებარეობს ლამაზი კაფეებით და ხალხით, რომელიც მზის გულზე რელაქსაციას იღებს. აქ საუნაც მდებარეობს. სანდდკაჯი მთელი წელია ღია. ცურაობა ნებადართულია მხოლოდ სპეციალურად აღნიშნულ ადგილებში.
მისამართი: Sandkaj 27
ობრო სპა/Øbro Kurbad
ბიუჯეტური სპა ლოკაცია კოპენჰაგენის ცენტრში
აიღეთ საცურაო კოსტიუმი და ეწვიეთ კოპენჰაგენის პირველ საჯარო აუზს, რომელიც ოსტებროში მდებარეობს. ერთი ბილეთით აქ მდებარე ყველა სპა განყოფილებით ისარგებლებთ: “თუხთუხა” აუზით, ორთქლის აბაზანით, თერაპიის ოთახით, საუნით და აშ. ღიაა სამუშაო დღეებში 8 საათამდე, შაბათს 3-მდე.
მისამართი: Gunnar Nu Hansens Pl. 3
DGI Byen Aufguss
აქ სასიამოვნო განტვირთვის დღეს მოიწყობთ. აქ ხშირად ეწყობა სხვადასხვა გამაჯანსაღებელი საერთო პროცედურები და თავისუფლად შეგიძლიათ შეუერთდეთ.
მისამართი: Ingerslevsgade, 1704
ბავნეჰოჯის ღია ცის ქვეშ აუზი/Bavnehøj Friluftsbad
გაატარეთ დღე ღია ცის ქვეშ აუზზე
ეს სასიამოვნო ადგილი პოპულარულია ბავშვებიანი ოჯახებისთვის. აქ ნახავთ 25 მეტრიან აუზს 6 განყოფილებით და სათამაშო აუზს პატარებისთვის. შესვწლა უფასოა, უბრალოდ კარადის ჩასაკეტად თავად უნდა იქონიოთ ბოქლომი ან ნივთები თან ატაროთ.
მისამართი: Enghavevej 90
ლა ბანჩინა/La Banchina
ეს იტალიური რესტორანია ავთენტური იტალიური ატმოსფეროთი. ის წყალთან მდებარეობს და შეგიძლიათ პირდაპირ ცხელ წყალშიც ჩახტეთ. ღიაა ძირითადად 8 საათიდან 8 საათამდე.
მისამართი: Refshalevej 141