გთავაზობთ იმ საუკეთესო სანაპირო მიმართულებებს ევროპაში, სადაც ზაფხულის გატარება შეგიძლიათ დაგეგმოთ. შენი მეგზური ნებისმიერ ადგილას დაგიგემავთ თქვენთვის შესაფერის სამოგზაურო ტურს:
თბილისი: გალაკტიონ ტაბიძის 18
✆ 514 861 861 – ნინო
✆ 514 807 807 – თეონა
✆ 514 895 895 – სოფი
ალიკანტე, ესპანეთი
ესპანეთის კოსტა ბლანკას ეს ქალაქი ქვეყნის საუკეთესო სანაპიროებს და მდიდრულ არქიტექტურულ სტილებს წარმოგვიდგენს. ალიკანტე ევროპელების ერთ-ერთი საყვარელი დასასვენებელი მიმართულებაა.
მალაგა, ესპანეთი
მალაგა საუკეთესო ქალაქად მიიჩნევა საცხოვრებლად მათთვის, ვინც დისტანციურად მუშაობს. მალაგა კოსტა დელ სოლის რეგიონის დედაქალაქია, რომელიც 2000 წლით თარიღდება და მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. მალაგა პიკასოს დაბადების ადგილია და მნიშვნელოვან ხელოვნების ცენტრს წარმოადგენს.
ვალენსია, ესპანეთი
ვალენსიაში წლის მანძილზე 300-ზე მეტი დღეა მზიანი და ტემპერატურაც რეგულარულად მაღალია. პაელას დაბადების ადგილას ბევრი სანაპირო ზოლი და კულტურული მონუმენტია.
ლისაბონი, პორტუგალია
პორტუგალიის დედაქალაქი მზიანი ამინდებით, ფანტასტიკური სამზარეულოთი, მდიდრული კულტურული ცხოვრებით და მშვიდი ატმოსფეროთი გამოირჩევა.
კარვოეირო, პორტუგალია
ალგარვე პორტუგალის ის კუთხეა, საითკენაც სარელაქსაციოდ მიეშურებიან. აქ მაღალი ცხოვრების ხარისხი და მზიანი სანაპიროებია. სანაპირო ზოლზე ბევრი საკურორტო ქალაქი და სოფელია კლდეებით, თეთრი სახლებით და მშვენიერი რესტორნებით.
ნიცა, საფრანგეთი
მსოფლიოში ცნობილი კინო ფესტივალის ჩატარების ადგილი, ევროპის საუკეთესო სანაპიროებით გამოირჩევა. ნიცა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია მუზეუმებით, პარკებით, შთამბეჭდავი უბნებით და ულამაზესი ბულვარით.
სპლიტი, ხორვატია
ხორვატიის ეს ულამაზესი სანაპირო მიმართულება ქვეყანაში სიდიდით რიგით მეორეა დედაქალაქი ზაგრების შემდეგ. დატკბით ადრიატიკის ფირუზისფერი წყლებით, ძველი ქალაქის ქუჩებით და დამამშვიდებელი ატმოსფეროთი.
ანტიბე, საფრანგეთი
ანტიბე არის ქალაქი, რომელიც ყველა ტიპის მოგზაურს მრავალფეროვან გამოცდილებას სთავაზობს. კანის წვეულებების ატმოსფეროსგან განსხვავებით, ანტიბეს განსხვავებული შარმი აქვს. ბევრი მას საზაფხულო კურორტად მიიჩნევს ცნობილი ბულვარით.
სტოკჰოლმი, შვედეთი
მიუხედავად იმისა, რომ როცა სანაპირო დასვენებაზე ვფიქრობთ, შვედეთის დედაქალაქი არავის აფიქრდება, ის მაინც სასიამოვნო სანაპიროებს წარმოგვიდგენს მის 14 კუნძულზე. მაგალითად ლანგოლმენი (Långholmen) რეკრეაციული ზონაა ნაპირებით და საპიკნიკო ზონებით. სტოკჰოლმი ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქია ცხოვრებისა და სამსახურის დაბალანსების შესაძლებლობით.
ნეაპოლი, იტალია
ვის არ უნდა დაისვენოს პიცის დაბადების ადგილას, იტალიის ულამაზეს მხარეში, რომელსაც ათასობით წლის ისტორია და კულტურა აქვს? დალაშქრეთ მთა ვესუვიუსი, გაისეირნეთ კრუიზით ამალფიზე და მოიწყვეთ ნამდვილი იტალიური არდადეგები.