ბარსელონაში ვიზიტისთვის ნებისმიერი შანსი უნდა გამოიყენოთ, იქნება ეს რამე ფესტივალი, მეგობრებთან ერთად დროის გატარება თუ სოლო მოგზაურობა. ამ ესპანურ ქალაქს განსაკუთრებული შარმი აქვს. აქ ცხოვრება ჩქეფს მის მოედნებზე, ქუჩებსა და ტერასებზე. თუ ბარსელონაში ბევრ დროს ვერ ატარებთ, ჩვენ აქ საუკეთესო უიქენდს დაგიგემავთ. ეწვიეთ მას არასეზონზე.
როგორ მოხვდებით აეროპორტიდან ქალაქში: აეროპორტის მეტრო ელ პრატიდან პირდაპირ ნებისმიერ ცენტრალურ მეტროს სადგურზე მიგიყვანთ. ბილეთის ღირებულება იქნება 5.50 ევრო. ქალაქის ცენტრამდე შეგიძლიათ გაყვეთ აეროპორტის ავტობუსსაც სულ რაღაც 2.40 ევროდ. ის კატალონიას მოედანზე გაჩერდება.
პარასკევი
გაეშურეთ სანტა კატერინას ბაზარში. ამ ადგილობრივი პროდუქტების ბაზრობაზე ბოსტნეულს და მზა კვების პროდუქციასაც შეიძენთ უცებ რომ წაიხემსოთ. შემდეგ, დაისვენეთ ციტადელას პარკში ან გაისეირნეთ ბარსელონეტას სანაპიროზე. შემდეგ მოინახულეთ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (Moco), სადაც ბასკიას და სალვადორ დალის ნამუშევრები დაგხვდებათ. არ გამოგრჩეთ კუსამას სარკეების ოთახი. შემდეგ გადაინაცვლეთ პიკასოს მუზეუმში იმავე ქუჩაზე. თვითონ შენობაც კი ხელოვნების ნიმუშია. შემდეგ დასხედით სადმე ყავის მისართმევად და დაისვენეთ.
სადილი/ვახშამი: ბარსელონაში გირჩევთ ბარს დელ პლა (Bar del Pla), სადაც უგემრიელესი ტაპასები და მენიუ დაგხვდებათ. საღამოს კი ეწვიეთ რომელიმე კოქტეილის ბარს.
შაბათი
საუზმის შემდეგ, ღია ავტობუსების ტურები ბარსელონას მოკლე დროში მოსავლელად იდეალურია. აქაური არქიტექტურა ისეთი უნიკალურია, რომ მთელი ქალაქი ღია ცის ქვეშ მუზეუმს წააგავს. თუ მათ შეუერთდებით დაიწყეთ ლურჯი ხაზით და ნახავთ კამპ ნოუს, შემდეგ გადადით წითელ ხაზზე და იხილეთ კატალონიის ეროვნული ხელოვნების მუზეუმი. სანამ, მონჯუიჩის გაჩერებაზე ავტობუსის ტურს შეუერთდებით, გაიარეთ მარსელინოს ბართან (Bar Marcelino), ეს იაფი ღია ბარია, ხეებით გარშემორტყმული, რომელიც ადგილობრივებში პოპულარულია. აქედან ბარსელონაზე პანორამული ხედები იშლება.
სადილი/ვახშამი: Bar Cañete კატალონიური, ანდალუსიური და ფრანგული კერძებით გამოირჩევა. საღამოს კი რომელიმე კლუბს ეწვიეთ. ერთ-ერთი საუკეთესოა El Born, კოქტეილის ბარი საიდუმლო შესასვლელით. აქ სურსათის მაღაზიიიდან, ჰარიბოს ჟელიბონების სტენდის უკან მდებარე კარით მოხვდებით. ღია სივრცისთვის გირჩევთ Poble Espanyol-ს, დიჯეით და ლაივ მუსიკით.
კვირა
საუზმის შემდეგ გაისეირნეთ Eixample-ს გარშემო ქუჩებზე, რომლებიც კვირაობით საფეხმავლო ხდება. ამ დროს მაღაზიების უმრავლესობა დაკეტილია, მაგრამ ეწვიეთ გაუდის მუზეუმს (Casa Vicens). მას შემდეგ, რაც არქიტექტურული საოცრებებით დატკბებით, გრასიას უბანში გადაინაცვლეთ ყავაზე და ლანჩზე.
სადილი/ვახშამი: ჩვენ გირჩევთ ბარს Bar Salvatge in Gràcia, რომელიც ცნობილია პატარა გემრიელი ულუფებით და საუკეთესო ღვინით.
ორშაბათი
ორშაბათობით, საგრადა ფამილიასთან შედარებით ნაკლები ხალხი იყრის თავს, ვიდრე შაბათ-კვირას. ეწვიეთ ამ მონუმენტურ არქიტექტურულ საოცრებას. შემდეგ, დაკავდით შოპინგით. შეიძინეთ უნიკალური ნივთები. დაიწყეთ Cereria Subirà-თი, ეს ქალაქის უძველესი სანთლის მაღაზიაა, ტრადიციული სანთლებით. La Manual Alpargatera – ვინტაჟურ ნივთებს დაგახვედრებთ და აშ.
სადილი/ვახშამი: ამ ადგილობრივ ბარში – Bodega Gol, ტურისტები იშვიათად არიან. დააგემოვნეთ კატალანური სოსისი, ბოსტნეულის და ხორცის კერძები.