ბარსელონაში თავისუფლად გაატარებთ კვირეებს და არ გექნებათ სურვილი გაიქცეთ სხვაგან, თუმცა კატალონიური ცხოვრების გემოს გასაგებად აუცილებლად უნდა მოიწყოთ ერდღიანი ტურები მთებზე, სანაპიროებსა თუ პატარა ქალაქებში, რომლებიც ბარსელონასთან ახლოს მდებარეობენ. ჩვენ 10 ულამაზეს ლოკაციას გირჩევთ:
1. დატკბით მონსერატის ულამაზესი ხედებით
სამოგზაურო დრო: 1 სთ, 20 წთ
მონსერატის მთა კატალონიის წმინდა ადგილია. ხედები ნამდვილად სუნთქვაშეკრულს დაგტოვებთ. აქ ყველა სეზონი ულამაზესია. მოინახულეთ მონსერატის ბაზილიკა და ადით ფუნიკულიორით სანტა კოვაზე.
როგორ მოხვდებით ბარსელონადან მონსერატში: R5 ხაზის მატარებლები ყოველ ნახევარ საათში ან ერთ საათში დადიან ბარსელონას სადგურიდან: Plaça d’Espanya. შემდეგ გაყევით საბაგიროს მონასტრამდე.
2. გაექეცით ქალაქს ტყეში – Collserola
სამოგზაურო დრო: 15 წთ
ადგილობრივები კოლსეროლას პარკში ხშირად გარბიან, რათა ქალაქის ქაოსს განერიდონ. საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკები მთელ პარკშია მოწყობილი.
როგორ მოხვდებით კოლსეროლაში ბარსელონადან: გაყევით FGC-ს მატარებლებს შემდეგი ლოკაციებიდან: Plaça de Catalunya, Carrer de Provença ან Gràcia to Baixador de Vallvidrera.
3. მიეფიცხეთ მზეს და გაერთეთ სითჯში
სამოგზაურო დრო: 40 წთ
ეს ულამაზესი პატარა ქალაქი (Sitges) მომხიბვლელი წყლისპირა ბულვარით და სანაპიროებით თბილ ამინდში სასიამოვნო დასასვენებელი მიმართულებაა. თუ თანამედროვე ხელოვნება გაინტერესებთ, მოგეწონებათ მისი ელეგანტური შენობები და მუზეუმები. აქ ბევრი ფესტივალი ტარდება და ცოცხალი ღამის ცხოვრებაა.
როგორ მოხვდებით ბარსელონადან: დილის 5 საათიდან საღამოს 10 საათამდე, მატარებლები რეგულარულად დადიან ბარსელონას სადგურიდან: Passeig de Gràcia Sants. დადიან ასევე ავტობუსებიც.
4. გაიარეთ ცისარტყელას ქვეშ ჟირონაში
სამოგზაურო დრო: 1 სთ 15 წთ
ჟირონას ძველი ქალაქი ანტიკური სახლების, დიდი ეკლესიების, ქვაფენილიანი ქუჩების ქალაქია, რომელიც თავის ამბავს ყვება. ეწვიეთ მე-12 საუკუნის არაბულ აბაზანებს (Banys Àrabs), სადაც Game of Thrones-ის სცენებია გადაღებული.
როგორ მოხვდებით ბარსელონადან: მატარებლები ყოველ 30 წუთში დადიან.
5. დაისვენეთ მეგობრულ ვილანოვაში
სამოგზაურო დრო: 45 წთ
Vilanova i la Geltrú სათევზაო ინდუსტრიას უფრო ეძღვნება ვიდრე დასვენებას, თუმცა აქ სუფთა ჰაერს ნამდვილად ჩაისუნთქავთ. თუ გინდათ, რომ 1 დღე სანაპიროზე გაატაროთ, ეს იდეალური არჩევანია. მოინახულებთ რკინიგზის მუზეუმსაც.
როგორ მოხვდებით ბარსელონადან: დილის 5 საათიდან საღამოს 10 საათამდე, მატარებლები რეგულარულად დადიან.
6. აღმოაჩინეთ რომაული ნანგრევები ტარაგონაში
სამოგზაურო დრო: 1 სთ
ტარაგონა ცნობილია რომაული მემკვიდრეობით. დაიწყეთ მისი დათვალიერება ამფითეატრის და ფორუმის მონახულებით. შემდეგ დაათვალიერეთ ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმი და დიდი კათედრალი. აქ ბევრი ზღვის პროდუქტების რესტორანია.
როგორ მოხვდებით ტარაგონაში ბარსელონადან: მატარებლის სადგური ძველი ქალაქის სამხრეთით 10 წუთის ფეხით სავალზე მდებარეობს, სანაპიროსთან და აქ მატარებლები ყოველ ნახევარ საათში დადიან.
7. შეიგრძენით სიურეალიზმი ფიგუერეში
სამოგზაურო დრო: 2 სთ
ამ ქალაქს (Figueres) მომხიბვლელი თანამედროვე არქიტექტურა აქვს, მე-18 საუკუნის ციხესიმაგრით, პატარა თოჯინების მუზეუმით და დალის თეატრ-მუზეუმით. ყოფილი თეატრი დალიმ თავად აქცია სიურეალისტურ სასახლედ. შიგნით ნახავთ მის ნახატებს და საკმაულებს.
როგორ მოხვდებით ბარსელონადან: ფიგუერესის მატარებლის სადგური ცენტრიდან 800 მეტრში მდებარეობს და მატარებლები ყოველ ნახევარ საათში მიდიან და მოდიან.
8. გადაინაცვლეთ უკან დროში შუასაუკუნოვან მონბლანში
სამოგზაურო დრო: 2 სთ
მონბლანი (Montblanc) შუასაუკუნეების კედლებით დაცული ქალაქია, რომელიც ნამდვილად ღირს მონახულებად.
როგორ მოხვდებით ბარსელონადან: 5 პირდაპირი მატარებელი დადის ბარსელონას სადგურიდან: Passeig de Gràcia and Sants. პირველი რეისი სრულდება დილის 7 საათზე.
9. იშოპინგეთ ვიცის ბაზრობაზე
სამოგზაურო დრო: 1 სთ, 30 წთ
Vic – შთამბეჭდავი ისტორიული ცენტრია კარგი რესტორნებით, სადაც ბარსელონადან ძალიან მარტივად მოხვდებით. Plaça Major – კატალონიის ცენტრალურ მოედნებს შორის უდიდესია, ბაროკოს და რენესანსის დროინდელი შენობებით. აქ იმართება ბაზრობაც.
როგორ მოხვდებით ბარსელონადან: გაყევით მატარებლებს ხაზის ნომრით R3.
10. იპოვნეთ დამარხული საგანძური კოლონია გუელში
სამოგზაურო დრო: 40 წთ
საგრადა ფამილიასთან ერთად, გაუდის უკანასკნელი დიდი პროექტი უტოპიური კომპლექსის შექმნა იყო ბარსელონას სიახლოვეს. სამწუხაროდ მან მხოლოდ ერთი ნაწილის დასრულება შეძლო და ისაა ახლა ღია ვიზიტორებისთვის.
როგორ მოხვდებით ბარსელონადან: გაყევით FGC-ს მატარებლებს: S4, S8 ან S33.