აზია ბევრ ლამაზ და ეგზოტიკურ კუნძულს აერთიანებს და მათგან საუკეთესო ათეულის გამოვლენა ყოველწლიურად ხდება. სია წარმოადგენს საუკეთესო მიმართულებებს, სადაც მაღალი ხარისხის მომსახურეობა და სამოგზაურო სერვისებია. მას ათიათასობით მოგზაურის გამოკითხვის შემდეგ ადგენენ. პრიორიტეტია ტურისტების კმაყოფილება. ჩვენ 2025 წლის მონაცემებს გაგიზიარებთ:

ბალი

ბალი სიის სათავეში მოექცა. ის უკვე მიყოლებით 18 წელია რაც ინდონეზიის ყველაზე პოპულარული ტურისტული ჰაბია. აქ რბილი ქვიშის სანაპიროები, ბრინჯის ტერასები, თანამედროვე კურორტები, სერფინგის ხელშემწყობი ტალღები და ანტიკური საყდრებია.

მალდივები

მეორე ადგილოსანი მალდივები, რომელიც ინდოეთის ოკეანეში ათასობით კუნძულს აერთიანებს, ცნობილია სუფთა წყლითა და ლამაზი სანაპიროებით. იდეალური დრო მალდივებს რომ ეწვიოთ, დეკემბრიდან აპრილამდე პერიოდია. ამ დროს ამინდი ყველაზე სასიამოვნოა.

ბორექეი

ბორექეი პატარა კუნძულია ფილიპინებში. მას გრძელი თეთრი ქვიშის სანაპირო ზოლი, კრისტალივით სუფთა წყალი და თვალისმომჭრელი მზის ჩასვლები ახასიათებს. პიკი სეზონია მარტიდან მაისამდე.

ფუკეთი

მეოთხე ადგილზე ტაილანდის სამოთხე, ფუკეთი გავიდა, ის ქვეყნის უდიდესი კუნძულია ცოცხალი ღამის ცხოვრებით, ბრწყინვალე სანაპიროებით და საკულტო “დიდი ბუდათი”. კუნძულს გასულ წელს მინიმუმ 13 მილიონი ტურისტი ეწვია.

ფუ კუკი

Phu Quoc – ვიეტნამის უდიდესი კუნძულია, რომელმაც მხოლოდ ამ წლის პირველი ორი თვის მანძილზე მინიონნახევარ სტუმარს უმასპინძლა.

პალავანი

ფილიპინების კუნძული პალავანი სიის მეექვსე ადგილს იკავებს. ვიზიტორებს აქ შეუძლიათ მოინახულონ ბუნების საოცრებები, მაგალითად პუერტო რივერს ეროვნული პარკი, იუნესკოს დაცული ტერიტორია.

კოჰ სამუი

ტაილანდის მორიგი კუნძული კოჰ სამუი განსაკუთრებით პოპულარული გახდა სერიალის “თეთრი ლოტუსის” გამოსვლის შემდეგ. ის ქვეყნის სიდიდით რიგით მესამე კუნძულია თეთრი ქვიშით, ტროპიკული ტყით, მდიდრული კურორტებით და წმინდა ბუდისტური საყდრებით. სერიალის მესამე სეზონის გამოსვლის შემდეგ, ინტერნეტში კოჰ სამუიზე დასვენების პირობების ძებნა 40%-ით გაიზარდა.

ლანგკავი

ტაილანდის საზღვართან ახლოს მდებარე ლანგკავის კუნძული კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურით გამოირჩევა. 1990 წლიდან მოყოლებული აქ სასტუმროების თუ ცენტრების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს რათა განვითარდეს როგორც მსხვილი ტურისტული მიმართულება.

პენანგი

მალაიზიის პენანგი, იუნესკოს ცნობილი მემკვიდრეობის ძეგლით, ჯორჯია თაუნით, სუფთა სანაპიროებით და საოცარი ხედებით გამოირჩევა. ის გვთავაზობს ლამაზ ბუნებას, არქიტექტურას და რელიგიურ ძეგლებს. ასევე ბევრ ფესტივალს და მდიდარ სამზარეულოს. პენანგს მალაიზიის “კულინარიულ დედაქალაქსაც” კი უწოდებენ.

ლომბოკი

ათეულს ლომბოკი ასრულებს. ის ბალის აღმოსავლეთით მდებარეობს და ცნობილია მრავალფეროვანი სანაპიროებით, მაგიური მთებით და მდიდარი ზღვისქვეშა ცხოვრებით.