პენანგის კუნძულზე მდებარე ჯორჯიათაუნი აუცილებლად მოსანახულებელი ადგილია მალაიზიაში. მისი ქუჩები კულტურის, ქუჩის ხელოვნების და ქვეყნის საუკეთესო სამზარეულოს ცენტრია. გვერდიგვერდ მდებარე ჩინური სახლები და ცათამბჯენები უნიკალურ ატმოსფეროს ქმნიან. პენანგში ნახავთ ჯუნგლებს, საყდრებს და თეთრ ქვიშიან სანაპიროებსაც. დაუთმეთ 2-4 დღე იუნესკოს დაცული ტერიტორიის, პენანგის გამოკვლევას.

1. დაათვალიერეთ ქუჩის ხელოვნება ჯორჯიათაუნში

ჯორჯიათაუნი ქუჩის ხელოვნების მეფეა. ათასობით ქუჩის ნახატი აქ ძველი ქალაქის პატარა არეალშია მოქცეული. გაყევით მათ დასათვალიერებელ ბილიკს ველოსიპედით ან ფეხით.

2. აღმოაჩინეთ პენანგის ველური ცხოვრება პენანგის ეროვნული პარკი

პენანგი მხოლოდ ჯორჯიათაუნი არაა. ამ კუნძულზე ულამაზესი ბუნებაა აღმოსაჩენი. პენანგის ეროვნული პარკი სასიამოვნო ადგილია ხალხმრავლობას რომ გაექცეთ. ეს ყველაზე პატარა ნაციონალური პარკია მსოფლიოში, მაგრამ ასობით მცენარის სახეობებს აერთიანებს. აირჩიეთ რომელიმე სალაშქრო ბილიკი და დაისვენეთ ლამაზ სანაპიროებზე.

3. კეკ ლოკ სის საყდარი

Kek Lok Si Temple – მალაიზიის უდიდესი ბუდისტური საყდარია. მისი სახელი ითარგმნება როგორც “სამოთხის საყდარი” და ბუდისტებისთვის განსაკუთრებით წმინდა ადგილია.

4. ადით ფუნიკულიორით პენანგის მთაზე

პენანგის მთა კუნძულის ბოლო ტროპიკული ნაწილია. ადით ფუნიკულიორით ხედების სანახავად. თუ ამ ადგილს დილით ეწვევით, ხალხმრავლობას თავიდან აირიდებთ.

5. ლურჯი სახლი (Cheong Fatt Tze Mansion)

ეს მე-19 საუკუნის ნაგებობა ჩინურ სტილშია აგებული და ულამაზესი ლურჯი შეფერილობა აქვს. გიდის ტურების დახმარებით შეგიძიათ დაათვალიეროთ ინტერიერი.

6. კონგსი

ეს ანტიკური ჩინური სახლი ჯორჯიათაუნის ცენტრში მდებარეობს და მშვენიერი ადგილია მას ტურიზმს რომ გაექცეთ. ულამაზესი ჩინური სტილის არქიტექტურა აერთიანებს თაღებს, ჩნურ ოქროს სიმბოლოებს, დრაკონებს და მისტიკურ ქმნილებებს ჩინური ამბებიდან.

7. ჯორჯიათაუნის ფერადი ქუჩები

აქ ფერადად შეღებილი შენობები, დეტალური ორნამენტები და სხვადასხვა ფერის ფილების გაფორმება დაგხვდებათ.

საუკეთესო კაფე რესტორნები პენანგში:

  • Street food markets
  • Sushi Kitchen
  • Laksalouicios
  • Lily’s vegetarian kitchen
  • The Loft
  • Holy Guacamole
  • Purple Stone Vegetarian