ტაილანდის ყველაზე პოპულარული კუნძულები ყველა ბიუჯეტის და ინტერესის მოგზაურს დააკმაყოფილებენ. აქ სანაპირო წვეულებებს ადვილად მიაგნებთ, მაგრამ თუ სიმშვიდე და რელაქსაცია გინდათ, უფრო რომანტიკულ ადგილებს მიაკითხავთ. თითოეულ კუნძულს თავისი უნიკალური ხასიათი აქვს. ტალანდში ყოფნისას მათი მონახულება სულაც არაა ძვირი.

Koh Lanta

ფუკეთთან ახლოს მდებარე ეს კუნძული მშვიდი და ნაკლებად განვითარებულია. თუმცა, ყველას ხიბლავს ვინც აქ ჩამოდის. ამ კუნძულზე მოხვედრისას შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი სანაპირო. Long Beach კოჰ ლანტაზე საუკეთესოდ ითვლება. აქ რბილი ქვიშა და ცურვისთვის საუკეთესო პირობებია. არ შეგხვდებათ წყალქვეშა წვეტიანი ქვები. კოჰ ლანტაზე სანაპირო წვეულებები ხშირად იმართება, თუმცა ივნისიდან ოქტომბრამდე აქ წვიმის სეზონია და თითქმის არაფერი ხდება.

Koh Lipe

ეს პატარა კუნძული იდეალური მიმართულებაა, რომ ტაილანდში ხალხმრავლობას და ხმაურს მოწყდეთ. შესაძლოა სეზონზე აქაც ბევრი ხალხი იყოს, მაგრამ მანქანები არ დადიან და სიმშვიდეს არ არღვევენ. გამჭვირვალე წყალი იდეალურია საცურაოდ. ინფრასტრუქტურა კუნძულზე ნელ-ნელა ვითარდება. აქ წვეულებები არ ტარდება თუმცა კოჰ ლიპეს სილამაზე და რომანტიკა ნამდვილად მოგხიბლავთ.

Koh Phi Phi

ასევე ფუკეთთან ახლოს მდება კოჰ პი პი ფაქტობრივად ახლიდან აშენდა 2004 წლის ცუნამის შემდეგ. ლამაზი ჯუნგლები და ქვის უნიკალური ფორმაციები კუნძულს განსაკუთრებით ფოტოგენურს ხდის. კუნძული იმდენად პატარაა რომ სადაც არ უნდა დადგეთ, წყალს გარშემო 360 გრადუსით დაინახავთ. აქაა გადაღებული ფილმი “The Beach” ლეონარდო დიკაპრიოს მონახილეობით.

Koh Tao

ეს კუნძული იზიდავს სკუბა დაივინგისა და ლაშქრობის მოყვარულებს. კოჰ ტაო ტაილანდის აღმოსავლეთ ნაწილშია და ბოლო წლებში ტაილანდში ჩამსვლელებისთვის პოპულარულ მიმართულებად იქცა. კოჰ ტაო პატარა და იაფია და ბიუჯეტური მოგზაურობისთვის მშვენიერი არჩევანია.

Koh Samui

ეს დიდი კუნძული ტაილანდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კუნძულია. ეს დიდი კურორტი მოიცავს აეროპორტს, ღამის კლუბებს და დატვირთულ სანაპიროებს. თუმცა ის იმდენად დიდია, რომ მშვიდ და ჩუმ ადგილებსაც იპოვნით. აქ ფასებიც შესაბამისად სხვა კუნძულებზე მაღალია.

Koh Pha Ngan

ეს კუნძული გამოირჩევა წვეულებებით, რომელსაც აქ ათასობით გართობის მოყვარული ადამიანი ჩამოყავს. მაგრამ, თუ ღამის ცხოვრებისთვის არ ჩამოდიხართ, აქ ულამაზესი სანაპიროები და სპა პროცედურები დაგხვდებათ.

Koh Chang

ეს კუნძული ტაილანდში სიდიდით რიგით მეორე კუნძულია, სადაც ბევრ სანაპიროს ნახავთ რბილი, თეთრი ქვიშით. ეს ერთ-ერთი ყველაზე ახლო კუნძულია ბანგკოკთან. აქ ხშირად ჩამოდიან ბიუჯეტური მოგზაურები და ისინი ვისაც ერთდღიანი რელაქსი სჭირდებათ.

Koh Samet

კიდევ ერთი ბანგკოკთან მდებარე კუნძული ექსტრემალურად განვითარებულია და ადგილობრივებსაც და ტურისტებსაც ერთნაირად უყვართ. მიუხედავად იმისა, რომ განვითარებული კუნძულია, მაინც ჯუნგლებს წააგავს.

Phuket

ფუკეთი ტაილანდის ყველაზე პოპულარული კუნძულია. ის ხიდებით აეროპორტებს უკავშირდება, ადვილი მისასვლელია, მაღალ დონეზე განვითარებულია და ბევრ ადამიანს იზიდავს. აქ ღამის კლუბები, თაფლობისთვის განკუთვნილი რომანტიკური აქტივობები, შოპინგ სივრცეები და სხვა ტურისტებზე გათვლილი სანახაობებია.

Koh Yao Islands

ეს კუნძულები ფუკეთიდან ნავით მხოლოდ 30 წუთის სავალ გზაზეა და თავს ყველაფრისგან მოწყვეტილად, ახალ იდილიურ სამყაროში იგრძნობთ. ყველაზე პატარა: Koh Yao Noi უფრო განვითარებული ადგილია, ყველაზე დიდი: Koh Yao Yai კი ველური ბუნებით გამოირჩევა და ერთდღიანი ტურისთვის იდეალური ადგილია. როცა ფუკეთის ხმაური და ღამის ცხოვრება მოგბეზრდებათ, გაიქეცით კოჰ იაოზე.

Similan Islands

აქ ტაილანდის ერთ-ერთი ეროვნული პარკი მდებარეობს. სიმილიის კუნძულები 11 კუნძულს აერთიანებს ანდამანის ზღვაში. აქ მოსახვედრად ფუკეთიდან 1 საათის სამანქანო გზის გავლის შემდეგ, 2 საათი ნავზე უნდა გაატაროთ, მაგრამ ადგილი ცოტა წვალებად ნამდვილად ღირს. კუნძულები დანომრილია ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, პირველი კუნძულიდან მეთერთმეტე კუნძულამდე. შეგიძლიათ მათ შორის იცურაოთ და სკუბა დაივინგით დაკავდეთ.

Koh Kradan

თეთრქვიშიანი სანაპიროებით და კლდის რიფებით კოჰ კრადანი ტაილანდის მორიგი მარგალიტია. იდეალურია მათთვის, ვისაც განცალკევებულ კუნძულზე ყოფნის გამოცდილების მიღება უნდა. სეზონზე კოჰ კრადანში ნავები ტაილანდის ბევრი ადგილიდან დადიან, მათ შორის ფუკეთიდან. ამ გზას დაახლოებით 3 სთ სჭირდება. შეგიძლიათ ეწვიოთ მალაიზიაში ყოფნისასაც.

Koh Phayam

ეს დიდი კუნძულია, თუმცა ინფრასტრუქტურა საკმარისად განვითარებული არაა. მას უნდა ეწვიოთ იმისათვის, რომ სამყაროს სრულიად მოწყდეთ და რელაქსააციით დაკავდეთ. გაატარეთ დრო ულამაზეს სანაპიროებზე და დაკავდით იოგით სამოთხეში. აქ მიმავალი ნავები საპორტო ქალაქ რანონგიდან დადიან.

Koh Tarutao

ეს კუნძულია ახლოსაა მალაიზიის კურორტ ლანგკავისთან, რომელიც პოპულარული ტურისტული მიმართულებაა. კოჰ ტარუტაო ხელშეუხებელი და სუნთქვის შემკვრელი კუნძულია კლდეებით, თეთრი ქვიშით, გამოქვაბულებით და ლამაზი ხეებით. ულამაზესი ბუნების გარდა, კუნძულს საინტერესო ისტორიაც აქვს. ადრეულ მეოცე საუკუნეში ის გამოყენებული იყო როგორც ციხე კრიმინალებისა და პოლიტიკური პატიმრებისთვის.