რა ვნახოთ

მალდივები – აქტივობები და სანახაობები ამ ტროპიკულ სამოთხეში

ინდოეთის ოკეანის მარგალიტი – ბევრი მოგზაურის საოცნებო მიმართულებაა. ეს პატარა არქიპელაგი კრისტალივით სუფთა წყლით და თეთრი ქვიშით რელაქსაციის მიზნით, ნამდვილი სამოთხეა. ტროპიკული ატმოსფერო მას კიდევ უფრო მშვენიერს ხდის. არ აქვს მნიშვნელობა ინტიმურ რომანტიკულ გასაქცევს ეძებთ თუ ოჯახურ ეგზოტიკურ თავგადასავალს, მალდივები სამოგზაუროდ ბრწყინვალე არჩევანია.

გაისეირნეთ მის დედაქალაქში: მალე

Malé – მალდივების გულია. ქალაქი რომელიც ამავდროულად კუნძულიცაა, მსოფლიოს ყველაზე პატარა დედაქალაქია. მიუხედავად იმისა, რომ პატარაა, საგანძურებით სავსეა. დაათვალიერეთ ტრადიციული სახლები და მონუმენტები. დააგემოვნეთ ადგილობრივი პროდუქციაც.

სნორკელინგი ჰანიფარუ ჰურაში

მალდივების გაფიქრებისას თვალწინ წყლის ქვეშ ცურვაც წარმოგვიდგება. Hanifaru Huraa – განსაკუთრებული სანაპიროა, რომელიც იუნესკოს დაცულ ბიოსფეროს მიეკუთვნება. ეს საოცნებო ადგილია სნორკელინგისთვის ულამაზესი წყლისქვეშა სამყაროს გამოსაკვლევად და დაუვიწყარ გამოცდილებას გაჩუქებთ.

იხილეთ ზღვის ვარსკვლავები ვადჰუს კუნძულზე ღამით

Vaadhoo Island – მალდივებზე არ უნდა გამოტოვოთ! კუნძული ღამე ჯადოსნურად ნათდება თითოეული ტალღის სანაპიროზე მონარცხების შემდეგ. ამასთან, ვარსკვლავებით მოჭედილი ცაც აირეკლება ზღვაში და გარშემო საოცრად რომანტიკული გარემო იქმნება.

ფოტო: Unsplash

სანაპიროები, სანაპიროები, სანაპიროები!

მალდივებზე მოგზაურობისას დიდი დრო უნდა გაატაროთ მის ულამაზეს სანაპიროებზე. კარგი დასაწყისი იქნება Cocoa Island Beach – მალეს სამხრეთ ნაწილში. წყალი აქ გამჭვირვალე და სუფთაა. გამორჩეულია მეორე სანაპიროც – Gulhi Beach, რომლის სილამაზეც სუნთქვას შეგიკრავთ. ცურვა, კოქტეილები, რუჯის მიღება, წყლის სპორტი და მზის ჩასვლის ყურება თქვენს აქ ყოფნას წარმოუდგენლად სასიამოვნოს გახდის.

ეწვიეთ კურამატის კუნძულს

ეს კუნძულიც (kuramathi island) ლამაზი სანაპიროებით თქვენს მოხიბვლას ნამდვილად შეძლებს. აქ თავი სხვა პლანეტაზე გეგონებათ. სიმწვანის მოყვარულებს ასიამოვნებთ პალმის და ბანანის ხეები, ვარდისფერი ოლეანდრები. აქ შეგიძლიათ ისიამოვნოთ სპა პროცედურებითაც.

ფოტო: Unsplash

არც ალიმანტას კუნძული გამოგრჩეთ

Alimatha Island – ოკეანის შუაგულში მდებარეობს და ხელშეუხებელი ბუნებით გამოირჩევა. დაუსრულებელი ბუნგალოების რიგები ღია ცისფერ წყალში სიმეტრიულად არიან განლაგებულნი. აქ ხშირად ჩამოდიან თაფლობისთვის გასატარებლად.

გაირუჯეთ არის კუნძულზე

Ari Atoll – ჩრდილოეთით 89 კილომეტრზე გადაჭიმული შთამბეჭდავი კუნძულთა ერთობლიობაა, ყველაზე გრძელი ქვეყანაში. მას ორ ზონად ყოფენ: ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად. 30 კუნძული მხოლოდ ტურიზმისთვისაა განკუთვნილი, დანარჩენებზე კი მალდიველებიც სახლობენ.

ფოტო: Unsplash

როდისაა საუკეთესო დრო მალდივებზე წასასვლელად?

ეკვატორთან ახლოს მდებარე მალდივები მაინც სასიამოვნო კლიმატით გამოირჩევა. აქ წლის ნებისმიერ დროს ჩამოდიან, თუმცა ივნისი და ივლისი წვიმებით გამოირჩევა და საუკეთესო დრო აქ ვიზიტისთვის იანვრიდან მარტის ჩათვლით პერიოდია. ამ დროს ამ ტროპიკულ სამოთხეში ამინდი იდეალურია. ყველაზე იაფად ბილეთებს ნოემბრის თვეში შეიძენთ.

შენი მეგზური

ქართული ტურისტული კომპანია და სამოგზაურო ბლოგი. ვაწყობთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს.

მსგავსი ბლოგები

მსოფლიომსოფლიო
მსოფლიო6 თებ 2026

10 საუკეთესო სანაპირო მიმართულება ზამთარში, იქ სადაც მზე სულ ანათებს

სად წავიდეთ ზამთარში მზისა და ზღვისთვის: მალდივები, ფუკეთი, დანანგი, კანკუნი, ესაუირა და სხვა სანაპირო მიმართულებები მზიანი საათებით.

მსოფლიომსოფლიო
მსოფლიო4 ნოე 2025

საუკეთესო ადგილები ზამთარში თაფლობისთვის გასატარებლად

ომანი, ფერნანდო დე ნორონჰა, დომინიკა, ტანზანია, მალდივები და დუბაი: სად გავატაროთ თაფლობის თვე ზამთარში, თბილ ამინდსა და ზღვასთან.

მალდივებიმალდივები
მალდივები15 მაი 2025

14 საუკეთესო სანაპირო მალდივებზე

ლანდაა გირაავარუ, თულუსდჰუ, დიგურა, ბაროსი, ჰულჰუმალე, ფულჰადჰუ და უკულჰასი: 14 საუკეთესო სანაპირო მალდივებზე, კურორტებით და კუნძულებით.

გინდა ამ მიმართულებით წასვლა?დაგიგეგმავთ ტურსმოგვწერე