ვერ გადაწყვიტეთ ტროპიკულ სანაპიროებს ეწვიოთ, მთები დალაშქროთ თუ ქალაქის ცენტრი გამოიკვლიოთ? მალაიზია ამ ყველაფერს ერთ ქვეყანაში გთავაზობთ. ეს სამხრეთ აზიის ქვეყანა მრავალფეროვანი ლანდშაფტით, კულტურით და სამზარეულოთი გამოირჩევა. ურბანული ჯუნგლების მიღმა კი ტყეები მთები და სანაპიროებია. ჩვენ აქ საუკეთესო გამოცდილებებს გირჩევთ.

1. მოსვით ჩაი კამერონის ველებზე

ერთ დროს აქ ბრიტანელი კოლონიალისტები ჩაის ინდუსტრიის განვითარებას ცდილობდნენ. კამერონის ზეგანი დღეს მოსანახულებლად ცნობილი ადგილია ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებში. აქ ბევრი სალაშქრო ბილიკი, მარწყვის და ჩაის პლანტაციები და ულამაზესი ბუნებაა. აქ მდებარეობს ჩაის სახლი და ბაღიც, რომელთა დათვალიერება გიდის ტურებითაა შესაძლებელი.

2. ადით მაგიურ ბათუს გამოქვაბულებთან

თქვენ წინაშე აღმართული კლდეები მისტიკურ გამოქვაბულებს მალავენ, რომლამდე მისაღწევადაც 270 საფეხურის ავლა დაგჭირდებათ. ჩაუარეთ ოქროს უზარმაზარ ჰინდუს ღმერთის ქანდაკებას და დაიწყეთ თავგადასავალი. ეს პოპულარული ერთდღიანი ტურია კუალა ლამპურიდან. ტურისტები, პილიგრიმები და ადგილობრივები ამ ბუნების საოცრების გამოსაკვლევად მოდიან.

3. მიირთვით საუკეთესო საკვების ბაზრობებზე ჯორჯ თაუნში, პენანგში

პენანგის კუნძულის დედაქალაქი ცნობილია ღირსშესანიშნაობებით და გემრიელი საკვებით. საუკეთესო რამ რასაც აქ გააკეთებთ საჭმლის დაგემოვნება და დალევაა. ქალაქი სავსეა საკვების ბაზრობებით, ელეგანტური კაფეებით და საინტერესო კუთხეებით. ერთადერთი დილემა ისაა თუ საიდან უნდა დაიწყოთ. მოიტოვეთ მადა დესერტისთვისაც!

4. ჩაყვინთეთ კრიალა პერჰენტინის კუნძულების ირგვლივ

კულტურა მონახულებულია, საკვები კი დაგემოვნებული, ახლა კი შეიგრძენით რატომაა მალაიზია აზიის საუკეთესო თაფლობისთვის მიმართულება. განსაკუთრებით პერჰენტიანის კუნძულები ოქროსფერი ქვიშით და სუფთა წყლით. მაგრამ ის კიდევ უფრო საოცარია წყლის ქვეშ. აქ სიმშვიდეს ნამდვილად მოიპოვებთ.

5. მოინახულეთ ისტორიული მელაკა

ეს ისტორიული პორტის ქალაქი ნეონის განათებებით, სულთანის სასახლით და უამრავი რიქშას აქეთ-იქით ფრიალით მოგხიბლავთ. აქ ეს ტრანსპორტის საშუალება ძალიან პოპულარულია. როგორც კი მზე ჰორიზონტს მოეფარება, ჩაიძირეთ ჯადოსნურ სამყაროში, ლამფების და ნეონის განათებებში.

6. დალაშქრეთ ტამან ნეგარა

Taman Negara – მალაიზიის ბუნების საოცრებაა, ხელშეუხებელი სილამაზით. ეს ეროვნული პარკი 130 მილიონი წლის ტროპიკული ტყეა, ერთ-ერთი უძველესი მსოფლიოში. აქ თავს ნამდვილ ჯუნგლებში იგრძნობთ.

7. იცურავეთ კუებთან ერთად სიპადანის კუნძულზე

მალაიზია საზღვაო სამოთხეა, მის მშვიდ და მყუდრო წერტილებში ერთ-ერთი გამორჩეულია – Sipadan Island. აქ დიდი ზომის ულამაზეს წყლის კუებსაც იხილავთ. მათთან ერთად დაივინგი და ცურვა შეგიძლიათ.

8. შეხვდით გასაოცარ მაიმუნებს სეპილოკში, ბორნეოში

სეპილოკი ორანგუტანგების სარეაბილიტაციო ცენტრია და აქ მაიმუნებს ძალიან ახლოს შეხვდებით. ისინი გარშემო ყველგან არიან, ხიდზე თქვენთან ერთად ჩამოივლიან, გეთამაშებიან და ხიდან ხეზე თქვენს თავზე გადაინაცვლებენ.

9. იყავით ჩიტებივით ლაღად ლანგკავის კუნძულზე

Langkawi Island – ნამდვილი დასასვენებელი კუნძულია თეთრი სანაპიროებით, რომლებიც ჯუნგლებს უერთდებიან. აქ საუკეთესო გამოცდილებისთვის, ჩიტის სიმაღლიდან უნდა გადმოიხედოთ. გონდოლას – SkyCab-ის საშუალებით, გადმოსახედზე ახვალთ შთამბეჭდავი ხედებით დატკბებით.

10. მოიხიბლეთ კუალა კანგსარით

მალაიზია ცნობილია განსაკუთრებული მეჩეთებით ანტიკური დროიდან თანამედროვე კონსტრუქციებამდე. მაგრამ Kuala Kangsar ცალკე აღსანიშნავი ნაგებობაა, ოქროს გუმბათით და იტალიური მარმარილოთი.