ნორმანდია ჩრდილო-დასავლეთ საფრანგეთის ისტორიული რეგიონია, რომელიც მდებარეობს ლა-მანშის სანაპიროებთან, პიკარდიასა და ბრეტანიას შორის, კამამბერის ყველის სამშობლო და ყველაზე კომფორტული ადგილი უიქენდის გასატარებლად. ნორმანდიის ზემო ნაილი ცნობილია ვაშლის ბაღებით, მოფენილი მინდვრებით და საოცაარი რძის პროდუქტებით, მყუდრო პროვინციული ადგილებით და მოდური კურორტებით. ქვედა ნაწილი ცნობილია მზიანი ატლანტიკური სანაპიროებით და უგემრიელესი კალვადოსით. დღეს მოგიყვებით ამ რეგიონის 10 ქალაქზე, რომლის მონახულებასაც აუცილებლად გირჩევთ.

მოგზაურობის დაწყებას გირჩევთ პარიზიდან, რადგან ნორმანდიის აეროპორტებში არ ხორციელდება რეისები საქართველოდან. მაგრამ პარიზიდან ყველაზე მარტივი და სწრაფი საშუალებაა აქ გასამგზავრებლად მატარებლით, ავტობუსით ან მანქანით.

 

მონ-სენ-მიშელი

საფრანგეთის არქიტექტურული საოცრება მონ-სენ-მიშელი – ციხე-სიმაგრე-კუნძულია, სადაც სულ რაღაც რამოდენიმე ათეული ადამიანი ცხოვრობს. ბორცვის მწვერვალზე მდებარეობს ტაძარი წმ. მიქაელის მოოქროვილი ძეგლით. ცისკენ მიშვერილი წვეტები ქმნიან სულისშემძვრელ ნახატს ზღვის ყურეს ფონზე.

ეკლესიის მარცხნივ მდებარე სამდონიანი შენობის სახელწოდებაა საოცრება (La Merveille), ის 1220 წელს აღორძინდა. მარტივად მიხვდებით, თუ რატომ ეძახიან მას “მსოფლიოს მერვ საოცრებას”, როცა იხილავთ ცასა და მიწას შორის დაკიდულ სამონასტრო ეზოს, აქედან კი იშლება გზა სატრაპეზოში, სადაც ყოველდღიურად სიმპოზიუმები და ბანკეტები ტარდება.

სააბატოში ტურისტებისთვის საკმაოდ ბევრი გასართობია: “გაცოცხლებული ნახატები”, კლასიკური მუსიკა, მუზეუმები, სხვადასხვა ინსტალაციები და სპეცეფექტები. ქალაქის რესტორნებში მზარეულები მე-19 საუკუნის რეცეფტით დამზადებულ კერძებს გთავაზობენ.

დოვილი და ტრუვილი (Deauville, Trouville-sur-Mer)

დოვილი და ტრუვილი – ტუკის მდინარით გაყოფილი ორი პატარა ქალაქია. დოვილი – ელიტური ძვირიანი კურორტია, პარიზიდან სულ რაღაც 2 საათის სავალზე. ასობით თეთრი იახტა და კატერი დამაგრებულია სანაპიროსთან. მთელი წლის მანძილზე აქ ტარდება პრესტიჟული გამოფენები, კინოფესტივალები, რალლი და ავტომობილების პარადები. აქ დამსვენებლები არა მხოლოდ ტენისსა და გოლფს თამაშობენ, არამედ ენდობიან იღბალს კაზინოებში და ისვენებენ ტალასოთერაპიის ცენტრებში.

ტრუვილი – ძველი პორტი და ყოფილი მეთევზეების სოფელია. აქ ასევე პატარა სანაპირო მდებარეობს სუფთა ოქროსფერი ქვიშით, კერძო კაზინო, თევზის და პროდუქტების ბაზრები, სასტუმროები ნებისმიერი კატეგორიის, მყუდრო კაფეები, და სასიამოვნო ვიწრო ქუჩები გასეირნებისათვის – ყველაფერი, რაც ნორმანდიის თითქმის ყველა ქალაქში დაგხვდებათ.

ონფლერი

ონფლერი (Honfleur) მდებარეობს სენას ყურეში, 10 კმ-ში დოვილიდან და 200 კმ-ში პარიზიდან. ეს ფრანგების ყველაზე საყვარელი დასვენების ადგილია. გასაოცარი პორტი, რომელიც მდინარესა და ერთობლივად ზღვაზე მდებარეობს, ყოველთვის იზიდავდა მხატვრებს და ხელოვანებს.

ონფლერში თანამედროვე ხელოვნების მრავალი გალერეა და  საინტერესო არქიტექტურული ძეგლები მდებარეობს. წმინდა ეკატერინეს ეკლესია ცნობილია იმით, რომ სრულად არის ხით აღჭურვილი. Saint-Etienne-ს ტაძარი – უძველესია ქალაქში და აშენებულია ასწლიანი ომის პერიოდში. ონფლერის შუასაუკუნეების პატარა ქუჩები ჩაფლულია ზღვის თემატიკით, ფასადები გაფორმებულია იალქნიანი გემების ნახატებით, სახურავებზე კი შესაძლებელია კერამიკული სკულპტურების ნახვა.

ძველი პორტი მუდმივად აქტიურია, აქ ბევრი საყვარელი რესტორანი მდებარეობს მრავალფეროვანი ზღვის პროდუქტების არჩევანით. გირჩევთ შეიძინოთ ბილეთები კრუიზზე და დატკბეთ თვალწარმტაცი ნაპირებით, შუქურით და გაისეირნოთ ხიდის ქვეშ. ინჟინერული ხელოვნების საოცარი ქმნილება, “ნორმანდიის” ხიდი აკავშირებს ონფლერს და ჰავრს ერთმანეთთან.

ეტრეტა 

ეტრეტა (Etretat) მე-19 საუკუნამდე მეთევზეების სოფელი იყო. მხატვრებმა-იმპრესიონისტებმა აღმოაჩინეს ეს მომხიბვლელი კუთხე, რომელიც მყუდროდ მდებარეობს Cote d’Albatre-ს დაკიდულ ბორცვებს შორის. ალებასტრული ბორცვები კი დღემდე ითვლება მთავარ ადგილობრივ ღირსშესანიშნაობად. ბუნებრივი მშვენიერება გახდა მიზეზი დახვეწილი კურორტის შექმნისათვის, გაჭიმული სანაპიროებით, გოლფისთვის განკუთვნილი ექვსკილომეტრიანი მინდვრით, სასიამოვნო მეთევზეების რესტორნებით და ულამაზესი ძველი ეკლესიით.

ჟივერნი 

ფერწერის მოყვარულებს გირჩევთ ჟივერნიში (Giverny) – რუანთან მდებარე პატარა ქალაქში მოგზაურობას სენას სანაპიროზე. შედის კლოდ მონეს სახლ-მუზეუმში, სადაც მხატვარი 40 წლის მანძილზე, სიკვდილამდე ცხოვრობდა.

სახლი გარშემორტყმულია ბაღით, რომელსაც კლოდ მონე სიყვარულით უვლიდა და ქმნიდა ზღაპრულ სილამაზეს – პეიზაჟებისთვის გამზადებულ კომპოზიციებს. მუზეუმში მდებარე მაღაზიაში ხელსაყრელ ფასად იყიდება მონეს ნახატების ასლები და პოსტერები.

დიეპი

დიეპი (Dieppe) – პატარა ზღვისპირა ქალაქია რუანიდან 60 კმ-ის სავალზე, პორტი და საშუალო კლასის ფრანგების დასვენების ადგილი. მე-19 საუკუნეში პარიზელები აქ ზღვაში ბანაობისთვის, დასვენებისა და გამოჯანსაღებისთვის მოგზაურობდნენ. დღეს კი დიეპში მდებარეობს კაზინო, გოლფისთვის განკუთვნილი მინდვრები და იპოდრომი. ქალაქის მუზეუმი მდებარეობს მე-15 საუკუნის სასახლეში Chateau de Dieppe. შაბათს იხსნება ღია ცისქვეშა ბაზრები. ქალაქის მიდამოებში გირჩევთ ესტუმროთ მირომენილის სასახლეს, რომელიც ხილის ბაღებით არის გარშემორტყმული. ორ წელიწადში ერთხელ, ოქტომბერში აქ ტარდება ფრანების ფერადი ფესტივალი და საოცარი სანახაობები.

ჰავრი

ჰავრი (Le Havre) – უდიდესი პორტია, საფრანგეთში სიდიდით მეორე მარსელის შემდეგ. მე-20 საუკუნეში ომის შემდეგ ის ნანგრევებად იყო ქცეული, მაგრამ თავიდან აღორძინდა ოგიუსტ პერეს პროექტის მიხედვით. არქიტექტორმა აქ შექმნა წმინდა იოსების მონუმენტალური ეკლესია (Eglise Saint-Joseph), რატუშას შენობა, სადაც ახლა მერია მდებარეობს. ძველი ჰავრის მუზეუმი მდებარეობს ერთ-ერთ იმ შენობაში, რომელიც სასწაულებრივად გადაურჩა ომის პერიოდს. მალროს გალერეაში შემონახულია ნახატების მდიდარი კოლექცია. ჰავრის რესტორნები კი გიმასპინძლებთ ზღვის საოცარი პროდუქტებით, უნაზესი ბლინებით, ცნობილი ნორმანდიული ყველით და უგემრიელესი სიდრით.