რა ვნახოთ

საიდუმლო საუცხოო ადგილები ბერლინში, რომლებიც ადგილობრივებმაც კი არ იციან

ბერლინი ქალაქია, რომელიც მუდამ ვითარდება. აქ უამრავი სანახაობა და ღირსშესანიშნაობა გელით, ამიტომაც ბევრი მალული და ფარული ადგილიცაა, რომელიც ტურისტებს თვალთახედვიდან რჩებათ. მეტიც, მათ შესახებ ადგილობრივების გარკვეულმა ნაწილმაც კი არ იცის.

ბუდისტური საყდარი სპანდაუში

ბერლინის U7 ხაზის ბოლოს, უბან შპანდაუში, რომელიც ძველი ციხესიმაგრითაა ცნობილი, ულამაზესი ბუდიტური საყდარი მდებარეობს. ის ბერლინის ვიეტნამელმა ბუდისტურმა საზოგადოება ააგო და ქალაქს ავთენტური აღმოსავლური ენერგია შემატა. იხილეთ ოქროს ბუდას ქანდაკება და გარშემო არსებული ბაღი ტრადიციული ქანდაკებებით და მცენარეებით. თუ საყდარში შესვლას გადაწყვეტთ, ფეხზე უნდა გაიხადოთ.

საიდუმლო ხელოვნების ბუნკერი

ბოროსის ბუნკერი (Boros Bunker) ბერლინის ექსკლუზიურ ხელოვნების საიდუმლოს ინახავს. აქ სემლუნგ ბოროსის კოლექციები ინახება და მისტიკით, ისტორიით და კრეატიულობით გამოირჩევა. სტრუქტურა 1942 წელს ააგეს და ნაღმებისგან თავდასაცავი თავშესაფარი იყო. მას შემდეგ ის ციხეც იყო და კლუბიც. ახლა კი ბოროსის ოჯახს ეკუთვნის და ის გამორჩეულ ხელოვნების გალერეად იქცა. ვიზიტი შესაძლებელია მხოლოდ უიქენდებზე, ისიც ჩაწერით.

საუზმე რაიხსტაგის თავზე

რაიხტსაგი ბერლინის ბობოქარი ისტორიის მოწმეა და აქ ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შენობაა. მისი შუშებიანი სახურავი ბერლინზე საოცარ ხედებს გვთავაზობს. აქ მოხვედრა შეგიძლიათ ონლაინ დაჯავშნოთ, მაგრამ ტურისტებისთვის ხშირ შემთხვევაში გრძელი მოლოდინის რეჟიმია. სამაგიეროდ, იმავე ხედებით ტკბობა შენობის ტერასული რესტორნიდანაც შეგიძლიათ (Dachgarten Restaurant). აქ ყოფნა განსაკუთრებით სასიამოვნოა ავთენტური გერმანული საუზმის მირთმევისას.

გასაოცარი შიდა აკვარიუმი

სასტუმროში: “რედისონ ბლუ” შთამბეჭდავი აკვარიუმია დამონტაჟებული, რომელიც თუ ტურისტმა არ იცის, ვერც ვერასდროს მიაგნებს. ამ მაღალ ცილინდრულ აკვარიუმში ლიფტია ჩაშენებული და 1500 ტროპიკულ თევზს აერთიანებს. ის მსოფლიოს უმაღლეს თავისუფლად მდგარ აკვარიუმად ითვლება.

Gartenstadt Falkenberg

ამ დასახლებას “საღებავების ყუთებს” უწოდებენ. ის ცნობილმა გერმანელმა არქიტექტორმა ბრუნო ტოტმა 1920 წელს დააპროექტა. ბერლინის ეს ნაკლებად ცნობილი იუნესკოს დაცული მემკვიდრეობის ძეგლი ინოვაციურ დიზაინადაა აღიარებული. ის მდებარეობს Treptower-ში და 128 კერძო სახლი ფერადი ფასადით იწონებს თავს.

Drachenberg

დასავლეთ ბერლინში მდებარე ეს მთა გრანევალდის ტყეს გადმოჰყურებს. მართალია, მისი მეზობელი Teufelsberg – უფრო პოპულარული ადგილია და მის ჩრდილში მყოფი – Drachenberg ანუ დრაკონის მთა ნაკლებად ცნობილ ლოკაციად ითვლება, მაგრამ ის ლამაზი, გაშლილი პლატოთი სასეირნოდ ბრწყინვალე არჩევანია.

ცის კიბე – Marzahner Promenade

მას ვისაც ექსტრემალური სიმაღლეები უყვარს, ამ ადგილს აუცილებლად უნდა ეწვიოს. ეს საიდუმლო, უფასო გადმოსახედი პლატფორმაა ქალაქზე. ნაგებობა ცაში 70 მეტრზეა აზიდული. მაღლიდან ცენტრალურ ბერლინზე ხედებით დაჯილდოვდებით.

“როლერ დისკო”

ჩაინიშნეთ კლუბი: S036! ეს პატარა ბერლინური ბარი ცნობილი გახდა დევიდ ბოუვის შესრულებებით. დღეს აქ შესვლისას 70-იანებში გადაინაცვლებთ და დისკო ცეკვის სამყაროში მოხვდებით. საკუთარი როლიკები არ გჭირდებათ. შეგიძლიათ იქირაოთ წყვილი 3 დოლარად.

Green Kulturquartier

ეს ყოფილი ისტორიული კრემატორიუმია, სადაც დღეს დამოუკიდებელ ხელოვნების პროექტებს უთმობენ სცენას. აქ რამდენიმე ოფისი, სტუდიო და საღონისძიებო სივრცეა. ადგილი ფიქრისთვის, ძიებისთვის და ექსპერიმენტებისთვის. შიგნით არის თანამედროვე გალერეა SAVVY-იც თავისი ეკლექტური პროგრამით მუსიკის, ფილმის, შოუ-პროგრამის ჟანრში. იმართება საჯარო ლექციები.

Gardens of the World

ბერლინის “მსოფლიო ბაღი” ულამაზესი მწვანე სივრცეა, რომელიც ერთი კონტინენტიდან მეორეზე გამოგზაურებთ. არაბული ეზოდან ბალის ტროპიკებამდე და კორეულ საყდრამდე, ეს არაჩვეულებრივი ადგილი ბერლინის მორიგი ფარული საოცრებაა. აუცილებლად იხილეთ ჩინური ბაღი.

Jungfernmühle

ეს ბერლინის უძველესი გადარჩენილი ქარის წისქვილია, რომელიც სამუზეუმო მიზნით არ გამოუყენებიათ. პირველად ის პოსტდამში 1757 წელს შექმნეს და რამდენიმე ადგილის გამოცვლის შემდეგ აქ გადმოიტანეს. ქარის წისქვილს ავთენტური შარმი აქვს და ბერლინის ისტორიითაა გაჟღენთილი.

როგორ გავატაროთ იდეალური 1 კვირა ბერლინში

შენი მეგზური

ქართული ტურისტული კომპანია და სამოგზაურო ბლოგი. ვაწყობთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს.

მსგავსი ბლოგები

გერმანიაგერმანია
გერმანია30 სექ 2026

რას ნახავთ გერმანიის ქალაქ დესაუში, ბაუჰაუსის სამშობლოში

ბაუჰაუსის შენობა, ოსტატების სახლები და ტიორტენის დასახლება: რა ვნახოთ დესაუში, გერმანიის ქალაქში, სადაც ბაუჰაუსი 1925 წელს გადავიდა.

გერმანიაგერმანია
გერმანია7 სექ 2026

როტენბურგი: გერმანიის ულამაზესი შუა საუკუნეების ქალაქი

ძველი ქალაქი, გალავნის კედლები, ციხის ბაღები, ღამის მცველის ტური და შნებალენი: რა ვნახოთ როტენბურგში, რომანტიკული გზის მარგალიტში.

მსოფლიომსოფლიო
მსოფლიო19 მაი 2026

7 საუკეთესო მიმართულება მსოფლიოში ბრწყინვალე ლუდისთვის

ლუდის მოყვარულთათვის: პრაღა, საპორო, ტალინი, ფრანკონია, ბელგრადი, კეიპთაუნი და კუალა ლამპური. 7 ქალაქი საუკეთესო ლუდსახარშებითა და ბარებით.

გინდა ამ მიმართულებით წასვლა?დაგიგეგმავთ ტურსმოგვწერე
Habinetჯგუფის კომპანიები