ისტორიაში ჩაფლული და ზოგიერთი ყველაზე გავლენიანი სამხატვრო მიმართულების  სამშობლო, ბერლინი ტურისტებს მუზეუმების დიდ არჩევანს სთავაზობს. დაწყებული სახვითი  ხელოვნების ნიმუშებიდან მდიდრული სასახლეებით დამთავრებული, ბერლინის საუკეთესო მუზეუმები გამოირჩევა ისტორიისა და თანამედროვე კულტურის მრავალფეროვნებით და წარმოადგენს ხელოვნების საგანძურს. 

Hamburger Bahnhof, ბერლინი 

Bahnhof-ის მთავარი რკინიგზის სადგური წარმოადგენს მისტიური ძველი ნეოკლასიციზმის შენობას, რომელიც დღესდღეობით თანამედროვე ხელოვნების განახლებულ კოლექციებს ინახავს. Hamburger Bahnhof არის ბერლინის  ერთადერთი შენარჩუნებული რკინიგზის სადგური, სადაც დღესდღეობით მუდმივი გამოფენები იმართება და ინახავს 1960 წლიდან მოყოლებული ძირითადი სამხატვრო მიმართულების კოლექციებს, მათ შორის ფრიდრიხ კრიასტინ ფლიკის კოლექციებსაც და წარმოადგენს ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კულტურულ ადგილს. 

Sammlung Boros

ცენტრალური ბერლინის ომის ბუნკერში მდებარე Sammlung Boros წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ მუზეუმს. 1943 წელს ნაცისტების მიერ შექმნილმა შენობამ რკინიგზის სადგურზე, რომელიც 3000 ადამიანის თავშესაფარი უნდა ყოფილიყო, წლების მანძილზე უამრავი ტრანსფორმაცია განიცადა. აქ უამრავი ღონისძიება ტარდებოდა ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ. დღესდღეობით აქ ინახება კრისტიან და კარენ ბოროს თანამედროვე ხელოვნების კოლექციები.

ბუნების ისტორიის მუზეუმი

ბერლინის ბუნების ისტორიის მუზეუმი შესაძლოა ნაკლებად მიმზიდველია ტურისტებისთვის, მაგრამ საკმაოდ საინტერესოა ბუნებათმცოდნეებისათვის. აქ შემონახულია 30 მილიონამდე ზოოლოგიასთან, პალეონთოლოგიასთან, გეოლოგიასთან დაკავშირებული ობიექტები და 13 მეტრამდე სიმაღლის ყველაზე დიდი დინოზავრის ჩონჩხი. 

Martin-Gropius-Bau 

Martin-Gropius-Bau – ბერლინის ერთ-ერთი ყველაზე ურბანული და მიმზიდველი მუზეუმია. შენობის ყველაზე დიდი განსაკუთრებულობა მდგომარეობს მის მოზაიკურ ორნამენტებში და ფერად ატრიუმში. მუზეუმი ცნობილია მისი ეკლექტიკური კოლექციით, სხვადადასხვა სტილის, სკულპტურის შერწყმით, დაწყებული უძველესი ბუდას სკულპტურებიდან, დამთავრებული თანამედროვე ხელოვნებით. 

ჰოლოკოსტის მუზეუმი

ბერლინის ჰოლოკოსტის მუზეუმი ბერლინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია და ევროპაში ყველაზე  დიდ ჰოლოკოსტის მუზეუმს წარმოადგენს. ის სტუმრებს თანამედროვე ხელოვნების ინსტალაციებს და სპეციალურ ექსპოზიციებს სთავაზობს. სივრცის უნიკალური დაგეგმვარების გამო, აქ ავთენტურ ატმოსფეროს იგრძნობთ, რაც თქვენში გარკვეულ ემოციებს აღძრავს.

სამუზეუმო კუნძული

შპრეეს მდინარეზე მდებარე სამუზეუმო კუნძული მოიცავს ხუთ ყველაზე მნიშვნელოვან კულტურულ ძეგლს. ერთ-ერთია ალტეს მუზეუმი – ანტიკური საბერძნეთიდან რომაულ იმპერიამდე მოყოლებულ კლასიკურ ნამუშევრებს აერთიანებს; ნეუეს მუზეუმი – ორიენტირებულია ანტიკურ ეგვიპტეზე; ძველი ეროვნული გალერეა – ასახავს იოჰან გოტფრიდის განახლებულ ძეგლებს; ბოდეს მუზეუმი – შუა საუკუნეების  სკულპტურებს ეთმობა; პერგამონის მუზეუმში, კი იხილავთ საოცარ იშტარის კარიბჭეს. ეს კულტურული კომპლექსი ათასობით ტურისტს იზიდავს მთელი წლის მანძილზე. 

König Galerie, Berlin

2002 წელს იოჰან კიონიგის მიერ დაარსებული König Galerie ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხელოვნების სივრცეა ბერლინის საზოგადოებაში, რომელშიც რეგულარულად იღებენ მონაწილეობას ცნობილი მხატვრები. მულტიმედიის გამოყენებით სამხატვრო ინსტალაციების კოლექცია დაარსდა ყოფილ ეკლესიურ და საზოგადოებრივ ცენტრში, წმინდა აგნესში. 

შარლოტუნბერგის სასახლე

შარლოტუნბერგის სასახლე გასაოცარი და განსაკუთრებით საინტერესოა ვიზიტორებისათვის, ვინც დაინტერესებულია პრუსიის გავლენით გერმანიის გაყოფის ისტორიაზე. სასახლე გარშემოტყმულია უამრავი მდიდრული ბაღით, ყვავილებით, რომელიც ისეთივე მშვენიერია, როგორც თვითონ სასახლე. 

Berlinische Galerie

ეს ის მუზეუმია, რომლის მონახულებაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს თქვენი მოგზაურობის დროს ბერლინში, ის ადგილობრივების კრეატიულობას და განსაკუთრებულობას მაქსიმალურად ასახავს. მან გააერთიანა თანამედროვე ხელოვნება, ფოტოგრაფია და არქიტექტურა.