რა ვნახოთ

სად მიიღებთ საუკეთესო ფლამენკოს გამოცდილებას მადრიდში

თუ მადრიდში ფლამენკოს გამოცდილების მიღება გსურთ, აქ მას თავისუფლად აისრულებთ. ესპანეთის დედაქალაქში ფლამენკოსადმი მიძღვნილი კლუბები და რესტორნები ლაივ მუსიკას და ცეკვას გთავაზობენ. ფლამენკო მუსიკის და ცეკვის ტრადიციებს აერთიანებს. მადრიდში აუცილებლად გირჩევთ ფლამენკოს შოუს ნახვას და მასში მონაწილეობასაც. მოგვმართეთ მადრიდში მოგზაურობის დასაგეგმად:

ლაივ შოუ: Cardamomo Tablao Flamenco

ეს პოპულარული მიმართულებაა ვიზიტორებისთვის, რომლებსაც ფლამენკოს ლაივ შესრულების ხილვა სურთ. აქ ნიჭიერი არტისტები ესპანურ გიტარაზე უკრავენ და ცეკვავენ. აქ შეგიძლიათ მიირთვათ ესპანური ტრადიციული ტაპასიც.

მისამართი: Calle de Echegaray, 15

Casa Patas

ეს რესტორანი ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულებაა არამხოლოდ მადრიდში, არამედ მთელ ესპანეთში ფლამენკოს საყურებლად. აქ ფლამენკოს ლაივ პერფორმანსებს საოცრად ნიჭიერი არტისტები ატარებენ.

მისამართი: Calle de los Cañizares, 10

თეატრო ფლამენკო/Teatro Flamenco

ეს თეატრი კულტურის ცენტრია, სადაც ფლამენკოს ფანებს შთამბეჭდავი შესრულების ნახვა შეუძლიათ. ის მთლიანად ამ ცეკვას ეძღვნება და ნებისმიერ დღეს შეძლებთ შოუს ნახვას.

მისამართი: C. del Pez, 10

Corral del la Moreria

ეს მადრიდის ერთ-ერთი უძველესი ფლამენკოს კლუბია, სადაც ორი რესტორანი და სცენაა. თუ სხვა კლუბებში მოცეკვავეები იცვლებიან, აქ ერთი ძირითადი არტისტების გუნდია, დაკომპლექტებული პროფესიონალი მოცეკვავეებით და გიტარისტებით.

მისამართი: C. de la Moreria, 17

Flamenco Essential Flamenco Show

თუ ლეგენდარული შესრულების გამოცდა გსურთ, ამ ადგილს ეწვიეთ. აქ შეიგრძნობთ ფლამენკოს კიდევ უფრო განსაკუთრებულ ვნებას და ძალას. თეატრი მხოლოდ პერფორმანსებზე ფოკუსირდება და აქ არ აქვთ სამზარეულო ან სხვა თავშესაქცევები. არ იყენებენ ელექტრონულ მიკროფონებს და ყველა ხმა ავთენტურია. კლუბს მადრიდის გულში აღმოაჩენთ.

მისამართი: C. de la Cruz, 26

Centro Cultural Flamenco de Madrid

ეს კულტურული ცენტრი უფრო ინტიმური გამოცდილების მიღებას ეფუძნება. აქ არამხოლოდ გამოფენებს ნახავთ, არამედ ისწავლით ფლამენკოს ცეკვას და თამაშებს. ღიაა ხუთშაბათიდან კვირის ჩათვლით, 4 საათიდან 9-მდე.

მისამართი: C. del Conde de Xiquena, 6

Flamenco La Quimera

ეს პოპულარული ადგილი ფლამენკოს ღამის შოუებს მასპინძლობს და სასწავლო კლასებს გვთავაზობს. რადგანაც აქ პერფორმანსები სულ ღამითაა, შაბათი საღამო და ღამე ყველაზე დატვირთულია. მიირთმევთ ესპანური სამზარეულოს კერძებსაც.

მისამართი: Calle de Cuchilleros, 7

Tablao Flamenco Torres Berejas

ჩაიძირეთ ფლამენკოს კულტურაში და ბრწყინვალე დეკორში. ეს ისტორიული ადგილი არაჩვეულებრივ პერფორმანსებს გვთავაზობს. აქ დაგხვდებათ არაბულ მოტივებზე დაფუძნებული დიზაინი ხის ჭერით და უნიკალური ფილებით. ღიაა საღამოს 7 საათიდან 11 საათამდე.

მისამართი: C. de Mesonero Romanos, 11

Flamenco Las Tablas

ეს მადრიდში ყველაზე დიდი ფლამენკოს სცენაა, სადაც თანამედროვე დიზაინი დაგხვდებათ. უფრო ტრადიციული ფლამენკოს თეატრებისგან განსხვავებით, აქ ახლებური ტექნოლოგიები დაგხვდებათ.

მისამართი: Plaza de España, 9

La Taberna de Mister Pinkleton

ამ ავთენტურ ესპანურ გარემოში ვიზიტორები ესპანურ კულტურაზე ძლიერ შთაბეჭდილებას მიიღებენ. აქ დაგხვდებათ 600 სახეობის ესპანური ღვინო და სხვა ალკოჰოლური სასმელები.

მისამართი: C. de Cuchilleros, 7

შენი მეგზური

ქართული ტურისტული კომპანია და სამოგზაურო ბლოგი. ვაწყობთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს.

მსგავსი ბლოგები

ევროპაევროპა
ევროპა17 სექ 2026

6 ნაკლებად ცნობილი ხმელთაშუაზღვის მიმართულება სანტორინის და ამალფის სანაპიროს ნაცვლად

პორტო-ერკოლე, კორჩულა, პაროსი, სენ-ჟან-კაპ-ფერა, მენორკა და მალტა: ხმელთაშუა ზღვის 6 ალტერნატივა სანტორინისა და ამალფის ნაცვლად.

ესპანეთიესპანეთი
ესპანეთი18 აგვ 2026

ბალეარის კუნძულები ესპანეთში: სამოგზაურო გზამკვლევი

მალორკა, იბიცა, ფორმენტერა და მენორკა: ბალეარის კუნძულების გზამკვლევი, საუკეთესო სეზონი, ბორნები და რამდენი დღე დაგჭირდებათ.

ესპანეთიესპანეთი
ესპანეთი16 აგვ 2026

ალიკანტე, ესპანეთი: სამოგზაურო გზამკვლევი

სანტა ბარბარას ციხე, ესპანეთის ესპლანადა, პოსტიგეტის სანაპირო და რომაული ნანგრევები: რა ვნახოთ ალიკანტეში და როდის ჯობს წასვლა.

გინდა ამ მიმართულებით წასვლა?დაგიგეგმავთ ტურსმოგვწერე