ესპანეთს სხვადასხვა კერძების დიდი არჩევანი აქვს. ამ ქვეყნის სამზარეულო მხოლოდ პაელათი და ტაპასით არ შემოიფარგლება. აქ თითოეულ რეგიონს თავისთვის დამახასიათებელი კერძი აქვს, რომელიც განსხვავებული და უნიკალურია. ჩვენ 17 მათგანი შეგიკრიბეთ, რომლებიც ამ ქვეყანაში ვიზიტის დროს აუცილებლად უნდა გასინჯოთ.

  • პაელა/Paella

პაელა ყველაზე კლასიკური ესპანური კერძია. ის ვალენსიის რეგიონში შეიქმნა და შესაძლებელია გაკეთდეს როგორც ზღვის პროდუქტებით და ნებისმიერი ტიპის ხორცით, ასევე, ვეგეტარიანულ ვარიანტში. ტრადიციული ბრინჯის კერძი ზაფრანით, ნივრით და წიწაკით ფორმდება. ყველაზე ტიპური პაელა კურღლის ხორცით და ცერცვით მზადდება.

  • ბაკალაო პილი/Bacalao pil pil

ბაკალაო პოპულარული ცივი კერძია. ეს არის შემწვარი ვირთევზა ნიორსა და ზეითუნის ზეთში. “პილ პილ” სახელს დაუმატეს იმიტომ, რომ მისი მომზადების დროს მსგავსი ხმები გამოიცემა.

  • მიგასი/Migas

მიგასი ანდალუსიის რეგიონიდანაა, ესპანეთის სამხრეთიდან. ის შემწვარი პურისგან მზადდება, რომელსაც ნიორთან, მწვანე წიწაკასთან და ცხარე სოსისთან ერთად აზავებენ.

  • სალმორეჯო/Salmorejo

ეს გასპაჩოს მსგავსი კერძი ცივი ტომატის სუპია. მას ამზადებენ პომიდვრისგან, ზეითუნის ზეთისგან, ნივრისგან და პურისგან, რათა გასქელდეს. ტრადიციულად, სალმორეჯოს ესპანურ შაშხს და მოხარშულ კვერცხს აყოლებენ.

  • პისტო/Pisto

პისტო ესპანური ვეგეტარიანული კერძია, ბადრიჯნით, ყაბაყით, ნივრით და წიწაკით, რომელიც ტომატის სოუსში მზადდება. ხანდახან მას ზევიდან შემწვარ კვერცხსაც ადებენ. პისტო წარმოშობით მადრიდის არეალიდანაა.

  • ფიდეუა/Fideuá

პაელას კატალანიური ვერსია, ბრინჯის ნაცვლად, მოკლე ნუდლსით მზადდება. ფიდეუას ბევრი ვერსია არსებობს, მაგრამ ყველაზე ტიპური ნივრის მაიონეზითაა.

  • პულპო ა ლა გალეგრა/Pulpo a la Gallega

ეს გალიციური სტილით მომზადებული რვაფეხაა. მას ხარშავენ და ზევიდან კარტოფილის და წიწაკის ნაჭრებს ადებენ. პულპო როგორც წესი, ხის დაფით მოაქვთ.

  • გარბანზოსი/Garbanzos con espinacas

ეს ისპანახის კერძი ანდალუსიის რეგიონშია გავრცელებული. მას ამზადებენ მუხუდოთი, ნივრითა და ხახვით. ხანდახან თხილეულსაც უმატებენ.

  • სუკეტი/Suquet de peix

ეს კერძი სხვადასხვა ტიპის თევზით მზადდება და შემდეგ კარტოფილი, პომიდორი, კრევეტები და ხახვი ემატება. სულ ბოლოს, კერძს სპეციალურ ტოპინგს ამატებენ, რომელიც ნუშით, ნივრით, ზაფრანით და ოხრახუშით მზადდება.

  • ტორტილა დე პატატა/Tortilla de patatas

ტორტილაც ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე კლასიკური კერძია. ეს არის კარტოფილითა და ომლეტით მომზადებული ცომეული, რომლის საუკეთესო ვარიანტსაც გალიციის რეგიონში მიაგნებთ.

  • ფაბადა ასტურიანა/Fabada Asturiana

ეს ტრადიციული კერძი კი თეთრი ლობიოსგან, ღორის ხორცისგან, ბეკონისგან და ზაფრანისგან მზადდება. ზამთარში მისი მირთმევა განსაკუთრებით სასიამოვნოა.

  • კოციდო მადრილენო/Cocido Madrileño

მადრიდის ყველაზე ცნობილი კერძი მუხუდოს, კარტოფილს, კომბოსტოს, ღორის, საქონლის ან თევზის ხორცს შეიცავს. მას ძირითადად ცივ სეზონზე მიირთმევენ, მაგრამ რესტორნებში ნებისმიერ სეზონზე იპოვნით. ესპანეთის ყველა რეგიონს თავისებური კოციდო აქვს, ოდნავ განსხვავებული ინგრედიენტებით.

  • ლექაზო ასადო/Lechazo Asado

ეს ცხვრის ხორცის კერძია, რომელსაც თიხის ქოთანში ამზადებენ და შეშაზე თუშავენ, იქამდე, სანამ ხორცი ძალიან რბილი არ გახდება.

  • აროზ ა ბანდა/Arroz a banda

ეს ესპანეთის მორიგი უგემრიელესი კერძია, რომელიც ვალენსიაში, კატალონიასა და მურსიაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. აროზ ა ბანდას პაელასგან ის განასხვავებს, რომ ბრინჯი და თევზი ერთმანეთისგან განცალკევებულია.

  • კრემა კატალანა/Crema Catalana

კატალონიის ყველაზე ცნობილი დესერტი კატალონიური კრემია. ის ფრანგულ კრემ ბულეს წააგავს და რძისგან, კვერცხის გულისგან და შაქრისგან მზადდება. მას როგორც წესი უმატებენ ლიმონს ან ფორთოხალს.

  • ტარტა დე სანტიაგო/Tarta de Santiago

ტარტა დე სანტიაგო ესპანეთის ერთ-ერთი საუკეთესო დესერტია. მას ყველა რეგიონში აღმოაჩენთ. ნამცხვრის ფორმის ტარტი ნუშისგან მზადდება და შაქრის პუდრით სანტიაგოს სიმბოლო ეხატება.

  • აროზ კონ ლეშე/Arroz con leche

ეს დესერტი კი პუდინგს წააგავს. ის ყოველთვის ცივი მოაქვთ და დარიჩინითა და ლიმნით რთავენ.

სად ვჭამოთ ყველაზე იაფად მადრიდში?