ხმელთაშუაზღვაში მდებარე კვიპროსის ულამაზესი კუნძული ბერძნული გავლენებით, ქალღმერთ აფროდიტას დაბადების ადგილია და წელიწადში 340 მზიანი დღით გამოირჩევა, რაც აქ დასვენებას სასიამოვნო გამოცდილებად აქცევს.

დღე: 1/2 პაფოსი

დაიწყეთ კვიპროსული თავგადასავლები პაფოსით, აფროდიტას მშობლიური ადგილით. აქ ბევრი გამორჩეული ნანგრევია აღმოჩენილი და მათი მონახულებისთვის მხოლოდ 2.5 ნახევრიანი ბილეთის შეძენა დაგჭირდებათ. იხილეთ მეფეთა სამარხები და თეთრი შუქურა, რომელიც ასევე ნანგრევების დაცულ ტერიტორიაში შედის. გაისეირნეთ ფერად ნავებთან ნავსადგურში და იხილეთ პაფოსის ციხესიმაგრე.

დღე 3 : ლიმასოლის ძველი ქალაქი და ნავსადგური

კვიპროსული ავთენტურობის შესაგრძნებად ეწვიეთ ლიმასოლის ძველ ქალაქს. პაფოსიდან 40 წუთის სავალ გზაზე მდებარე კვიპროსის ეს სიდიდით რიგით მეორე ქალაქი, ულამაზეს ანტიკურ უბანს წარმოგვიდგენს ნავსადგურთან. აქ ქვაფენილიანი ქუჩები, ბევრი ტავერნა, ტერასული რეტორანი და პორტია, ზღვაში შემავალ ხიდით.

დღე 4: ტროდოსის მთები

ტროდოსის მთები ლიმასოლისა და ლარნაკას ველებს გადმოჰყურებს, ზღვის დონიდან 1952 მეტრზე. აქ ბევრი ლამაზი სოფელია ქვის სახლებით, პატარა პლაზებით და შუასაუკუნოვანი ტაძრებით. გამორჩეულია პანო ლატრესი, სოფელი 200 მაცხოვრებლით, სუფთა წყლით და სალაშქრო ლოკაციებით, მათ შორის მილომერისის ჩანჩქერით. აქ მდებარეობს კიკოსის მონასტერიც, რომელიც კვიპროსის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რელიგიური ძეგლია.

დღე 5/6: აია ნაპა

აია ნაპა კვიპროსის ყველაზე პოპულარული მიმართულებაა. გამორჩეულია მისი ნისის სანაპირო რბილი ქვიშითა და თბილი წყლით. ასევე, ბრწყინვალე ბუნების ღირსშესანიშნაობაა კლდები და გამოქვაბულები ფირუზისფერი წყლის ხედებით. აღსანიშნავია მისი აკვაპარკიც, რომელიც ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ და მრავალფეროვან წყლის პარკად ითვლება.