კვიპროსი ხმელთაშუაზღვაში სიდიდით რიგით მესამე კუნძულია და უამრავი „ცისფერი“ დროშის მფლობელი სანაპირო აქვს. „ცისფერი დროშის“ სერთიფიკატი წყლის და გარემოს უმაღლეს ხარისხს და სისუფთავეს უსვამს ხაზს. ჩვენ „სიყვარულის კუნძულის“ საუკეთესო სანაპიროებს წარმოგიდგენთ.

მაკრონისოსის სანაპირო/Makronissos Beach

პენინსულას ნახევარკუნძული ზემოდან დელფინის კუდს წააგავს. ცარცივით თეთრი ქვიშა ზღვაში რბილად შესვლის საშუალებას გაძლევთ. მწვანე ბუჩქნარი კი სანაპიროს უკეთესს ადგილებს აღმოგაჩენინებთ. აქ მრავალფეროვანი ფორმების კლდეებს იხილავთ.

ქორალ ბეი/Coral Bay

ოქროს ქვიშიანი სანაპირო მზის მოყვარულებისთვის ერთგვარ სამოთხეს წარმოადგენს. კვიპროსის ამ ერთ-ერთ საუკეთესო ადგილას ქოლგები და ლაუნჯები დაგხვდებათ. ასევე, შეძლებთ მრავალფეროვანი სპორტით დაკავებას. წყალი სუფთაა და უსაფრთხო ცურვისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ქორალ ბეი ტურისტებში პოპულარულია, ის საუკეთესოდაა გაკონტროლებული. ბარ-რესტორნებს აქ ყოველი ფეხის ნაბიჯზე ნახავთ.

ნისის სანაპირო/Nissi Beach

ნისის სანაპიროს კვიპროსზე აქვს რეპუტაცია, რომ თითქოს მას არასდროს სძინავს. მისი ბუნებრივი სილამაზე შეუფასებელია: თეთრი ქვიშა და გამჭვირვალე წყალი ქვის ღრმულებს განსაკუთრებით ალამაზებს. საფეხმავლო ბილიკი საშუალებას გაძლევთ ნისის კუნძული დაათვალიეროთ.

ლეღვის ხეების ბეი/Fig Tree Bay

კვიპროსზე ეს სანაპირო აუცილებლად სანახავი ადგილების სიაში უნდა შეიყვანოთ. მისი სახელი სანაპიროზე ჩამწკრივებული ლეღვის ხეებიდან მომდინარეობს, რომელთა დანახვაც თითქოს სუნთქვას შეგიკრავთ.

აკტი ოლიმპიონი/Akti Olympion

აკტი ოლიმპიონზე გასეირნება ნამდვილად დაგარწმუნებთ, რომ ქალაქის სანაპიროც შეიძლება რომ საოცარი იყოს. 2 კმ სიგრძის ქვიშა სრულ რელაქსაციას მოგანიჭებთ.

კონოს ბეი/Konnos Bay

პროტარასსა და აია ნაპას შორის მდებარე კონოსი მოგზაურების სამოთხეა. ამ პატარა უბეში ბევრი ქოლგა და მშვიდი წყალია. გარშემო არსებული კლდები კი მწვანედ არიან შეფუთულნი.

ლაჩი/Latchi

პატარა კენჭებისა და ფხვიერი ქვიშის გაერთიანებით აქ მყუდრო სანაპირო იქმნება, სადაც პიკნიკებსაც მოიწყობთ. წყალი სუფთა და თითქოს ხელშეუხებელია. დასხედით და დატკბით გარშემო არსებული ხედით.

აკამასი/Blue Lagoon Akamas (Fontana Amorosa)

აქ წყალი ისეთი სუფთაა, რომ თითქოს ბზინავს. პატარა ნავებისა და იახტების თავშესაფარში თავადაც წყლის ტრანსპორტით უნდა მოხვდეთ. ხედისთვის, ადით უახლოეს მთაზე და თვალი შეავლეთ მთელ სანაპიროს.

ეპისკოპი/Episkopi

ეპისკოპი სერფინგის მოყვარულთათვის კვიპროსზე საუკეთესო სანაპიროა. აქაური ქარი ამ სპორტისთვის იდეალურ პირობებს ქმნის. კლდეები კი ამ ადგილს უფრო დრამატულ ელფერს სძენს. აქვეა კუორიონის ანტიკური ნანგრევები, საიდანაც სანაპიროს სხვა რაკურსით დააკვირდებით.

ლარა ბეი/Lara Bay

ლარა ბეი ქორალ ბეის ჩრდილოეთით მდებარეობს. მართალია, აქ მხოლოდ მანქანით თუ მოხვდებით, მაგრამ სანაპიროზე განმარტოებას ნამდვილად შეძლებთ. იმის გამო, რომ ახლოს არანაირი ხელოვნური სინათლე არ არსებობს, აქ ბევრი კუ ბინადრობს.